workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიგოში პიკეს გარეშე

ვიგოში პიკეს გარეშე

ხერარდო მარტინომ “სელტას” წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის 19 ფეხბურთელს უხმო. ტრავმირებული მოთამაშეების გარდა, ვიგოში ხერარდ პიკე, ოიერ ოლასაბალი და ისააკ კუენკა არ გაემგზავრებიან.

ტატა მარტინო როტაციას განაგრძობს. გუნდის ლიდერთაგან, ამჯერად, ხერარდ პიკეს ჯერია, რომელიც ვიგოში გასამართ დაპრისპირებას გამოტოვებს. მის გარდა, ლა ლიგის მე-10 ტურის განაცხადში ვერ მოხვდნენ ისააკ კუენკა და ოიერ ოლასაბალი. ბუნებრივია, განაცხადს მიღმა დარჩნენ იბრაჰიმ აფელაი, ხორდი ალბა და ჯონათან დოს სანტოსი, რომლებიც ტრავმირებულნი არიან.

“სელტასთან” გასამართი მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, მონტოია, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, ინიესტა, სანჩესი, მესი, ნეიმარი, მასკერანო, ბარტრა, სონგი, ტელიო, ადრიანო, ალვესი, ს. რობერტო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward