გამეირო: "ვფიქრობ, რომ "პსჟ"-ს აქვს შანსი ნახევარფინალში გავიდეს"

გამეირო: "ვფიქრობ, რომ "პსჟ"-ს აქვს შანსი ნახევარფინალში გავიდეს"

ფრანგული "პარის სენ-ჟერმენის" თავდამსხმელმა კევინ გამეირომ, საკუთარი გუნდის შანსები შეაფასა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მატჩის წინ "ბარსელონას" წინააღმდეგ.

 
"ფეხბურთში ძალიან ხშირად გვხვდება, სიურპრიზები. დარწმუნებული ვარ, რომ "რენთან" მოპოვებული გამარჯვება დაგვეხმარება შესაფერისი განწყობა გვქონდეს "ბარსელონასთან" მატჩის წინ. მე ვთვლი, რომ ჩვენ გვაქვს შანსები ნახევარფინალში გასვლისა. პირველ შეხვედრაში ჩვენ რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რომელთა გამოსწორებასაც შევეცდებით." - ციტირებს გამეირო სიტყვებს Goal.com.


შეგახსენებთ, რომ ზემოთხსენებული ორი გუნდის განმეორებითი დაპირისპირება 10 აპრილს "ნოუ კამპზე" გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.