გვარდიოლას დებიუტი "ბაიერნის" მწვრთნელის პოსტზე 14 ივლისს შედგება

გვარდიოლას დებიუტი "ბაიერნის" მწვრთნელის პოსტზე 14 ივლისს შედგება

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელის, ესპანელი ხოსეპ გვარდიოლას დებიუტი მიუნხენის "ბაიერნში" მიმდინარე წლის 14 ივლისს შედგება "რეკორდმაისტერი" გერმანულ "განზეს" დაუპირისპირდება. იტყობინება "ბაიერნის" ოფიციალური საიტი.
ამხანაგური შეხვედრის მთავარი მიზანი "განზეს" დახმარება იქნება, რომელიც გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში გამოდის და ფინანსური პრობლემები აქვს.
აქვე შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა "ბაიერნში" მუშაობის დაწყების შემდგომ, ამხანაგურ შეხვედრას ყოფილი გუნდის, "ბარსელონას" წინააღმდეგაც გამართავს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.