ხულიან ალვარესის ტრანსფერი – ბარსელონა ფეხბურთელისგან საჯარო ნაბიჯს ელის

ხულიან ალვარესის ტრანსფერი – ბარსელონა ფეხბურთელისგან საჯარო ნაბიჯს ელის

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, “ბარსელონა” ხულიან ალვარესის ტრანსფერთან დაკავშირებით სრულ ოპტიმიზმს ინარჩუნებს. ამის მთავარი მიზეზი თავად არგენტინელი თავდამსხმელია, რომელიც პროცესში აქტიურადაა ჩართული და კატალონიურ კლუბში გადასვლის მტკიცე სურვილი აქვს.

უარი პსჟ-ს და შეხვედრა დეკუსთან

როგორც ირკვევა, რამდენიმე კვირის წინ მადრიდის “ატლეტიკომ” და “პარი სენ-ჟერმენმა” ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართეს და კლუბებს შორის შეთანხმებაც შედგა, თუმცა ხულიანმა პარიზელთა რიგებში გადასვლაზე კატეგორიული უარი განაცხადა. “ბარსელონას” ხელმძღვანელობისთვის განსაკუთრებით დამაიმედებელია ის ფაქტი, რომ “ატლეტიკომ” უკვე იცის ფეხბურთელის სურვილის შესახებ, შეუერთდეს “ბარსელონას”. ამასთანავე, არც ალვარესს და არც მის გარემოცვას არ უარყვიათ კატალონიურ გრანდთან დამაკავშირებელი ცნობები.

უფრო მეტიც, ხულიანის აგენტს, ფერნანდო იდალგოს არ უარყვია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ბარსელონაში დეკუს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრას აგენტები, ხუანმა ლოპესი და ენდი ბარაც ესწრებოდნენ, სადაც ტრანსფერის სამომავლო სტრატეგია განიხილეს.

მოლოდინის რეჟიმი და საჭირო საჯარო ნაბიჯი

რაც შეეხება ოფიციალურ მოლაპარაკებებს, საწყისი 100-მილიონიანი შეთავაზების შემდეგ, “ბარსელონა” მეორე წინადადების გაკეთებას ჯერჯერობით არ გეგმავს. კლუბში მიიჩნევენ, რომ დრო ჯერ კიდევ ბევრია, რადგან მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფონზე მოლაპარაკებების პროცესი ბუნებრივად შენელებულია.

თუმცა, მიუხედავად არსებული ოპტიმიზმისა, “ბარსელონაში” აცნობიერებენ, რომ გარიგება ძალიან რთული იქნება, თუ ხულიან ალვარესი ტრანსფერს საჯაროდ არ მოითხოვს. კატალონიელები მისგან იმავე ნაბიჯის გადადგმას ელიან, რაც მან 2024 წელს “მანჩესტერ სიტის” დატოვებისას გააკეთა, ან როგორიც რობერტ ლევანდოვსკიმ 2022 წელს მიუნხენის “ბაიერნიდან” წამოსვლისას გადადგა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (44)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 19 ივნ 2026, 16:46

    ოღონდ ეს გამოვიდეს და

  • Barca1980
    Barca1980 ვეტერანი
    schedule 19 ივნ 2026, 14:25

    აბსოლიტური რეგრესი აქვს დაცვას და ამას აწეული ზონების გამო კი არ ვამბობ, სასტარტო სიჩქარე იმათაც კი დაკარგეს ვისაც ჰქონდა(კუნდე,ბალდე), ორი სეზონის წინ სულ მცირე 30% უფრო სწრაფი იყო ორივე. როდესაც აწეული დაცვით თამაშობ ორი ცენტრიდან ერთს მაინც უნდა ჰქონდეს სასტარტო სისწრაფე და ტამაშის კითხვის უნარი. კუბარს ტაქტიკურად არაუხოზე მეტად რომ შეუძლია თამაშის წაკითხვა ფაქტია, აი არაუხო სრული კრახია არც სისწარფე არა აქვს და არც თამაშის წაკითხვის უნარი. ამიტომ როდესაც ამბობთ რომ ამ დაცვას პრობლემა არა აქვს თავს იტყუებთ უბრალოდ. ფლანგებზე სეზონის მეორე ნახევრიდან ბალდე რატომ ხეხავდა სკამს? მოვიდა 31 წლის კაცი რომელმაც ამოაგდო ეგრევე შემადგენლობიდან, მაგრამ აღარც კანსელოს აქვს ისს უნარები და სიჩქარე რაც თუნდაც 5 წლის უკან ჰქონდა. კუნდე მარჯვენა ფლანგზე შეიძლება შეტევაში კარგია იამალთან ერთად და ეგ კუნდეს კი არა იამალის დამსახურებაა , აი დაცვაში კი საცოდაობა იყო წელს. ხოდა ეხლა ვკითხულობ ამ ყველაფრის მერე ბარსელონას პრობლემააა დაცვა არ არის ხოოო?! ანუ პსჟ-რომ ბალდე-კუნდეს წყვილი ჰყოლოდა მენდეში-ჰაკიმის მაგივრად იგივე შედეგს დადებდა მაგას მეუბნებიით?! რაც შეეხება პრაგმატულ ფეხბურთს – როდესაც ამ დაცვის პატრონი ეთმაშები გუნდს რომლის მთავარი იარაღი კონტრშეტევააა და თვეების განმავლობაში შენი ტაქტიკის შესწავლით არის დაკავებულიიიი და მაინც იგივეს აკეთებ და 15 წუთზე კაცს გიგდებენ სწორედ მაგის გამოო, მაშინ მაგაზე პასუხი გაგვცეს ვინმემ რა ჰქვია. კონტრარგუმენტი და კონტრთამაში უნდა დაეხვედრებინა პირველ ტაიმში მაინც და იმის მიხედვით გადაეწყო მერე, კამპ-ნოუზე ატლეტიკოსთან წაგება ჩემთვის ფლიკის ყველაზე დიდი მინუსია და მასეთად დარჩება ყოველთვის!!! და კიდევ დაცვა რომ ამ გუნდის ისტორიული პრობლემაა, ლიგის თამაშებს გადახედეთ, როდის საიდან და როგორ გამოვარდით!!! საყრდენზე აღარაფერს დავწერ, ეგ ისედაც მთელ მსოფლიოში ყველამ იცის რომ უბრალოდ არ გვყავს!!!

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 19 ივნ 2026, 15:31

      ინერტან და ატლეტიკოსთანაც ჭამა ფლიკმა განსაკუთრებით 2 ბურთის მერე უბრალოდ უნდა დეწია დაცვა და პრაგმატულად გაეგრძელებინა რაც მას უბრალოდ არ შეუძლია გეგმა ბ ფიზიკურად არასდროს არ აქვს ტიპს✌🏻ფლიკის მინუსი ზუსტად ეგ არის და აწი აღარც გამოსწორდება.ვერანაირი ჰაკიმი და მენდეშები ვერ გაუძლებენ მაგას ლუჩო მაგიტომა მაგრარი რომ მოქნილი გუნდი ყავს როცა უნდა უკან ჯდება გუნდი👌🏻

  • Mr.Vadelman
    Mr.Vadelman გულშემატკივარი
    schedule 19 ივნ 2026, 11:12

    ჟოან გარსია – კუნდე – კუბარსი – ვანდევენი – კანსელუ – დეიონგი – პედრი – ფერმინი – რაფინია – ალვარესი – იამალი გაასწორებდა, სკამზე გორდონი, ფერანი, ერიკი, მარტინი, კრისტენსენი, ბერნალი, გავი, ოლმო უკვე რაღაცას გავს გუნდი და შეუძლია ფლიკს გაწუროს ტიტულები…

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 19 ივნ 2026, 10:44

    რესურსის არარსებობა, შემსრულებლების ფინიშინგის პრობლემა, არასათანადო და გრანდად წოდებული გუნდისთვის შეუფერებელი ფლანგები და მცველები, საშინელი ფიზ. მომზადება და მრავალი სხვა- ესაა რითიც სხვა გრანდებს, თუნდაც პსჟ-ს, ბაიერნს ძალიან ძალიან ჩამოვრჩებით.
    ფლიკს უნდა ფიზ. მომზადების მწვრთნელის შეცვლა იმით ვინც ბაიერნში ყავდა მაგრამ 80%ით ვერ შეცვლის იმიტომ რომ ვინც ახლაა იმას დიდი გავლენები აქვს კლუბდი და პრეზიდენტის “ძმაკაცია”. რაფინიას გარდა 90წუთი კაციშვილი ვერ დარბის დღევანდელ ბარსელონაში, პედრის 65წუთის მერე თვალები აქვს გადმოყრილი ხოლმე. ატლეტიკოსთან გადმოყარეს წელები ერთ თამაშში სუპერთასის ნახევარფინალში და იმის მერე ნახევარი გუნდი მოკვდა.
    ბალდეს ფლანგი წელს რამდენჯერ გაირღვა? რაც არ უნდა ამოწეული დაცვა გყავდეს შენ ფლანგზე როცა ყოველ მეორე თამაშში ღია კარის დღე გაქვს ესეიგი შენშია პრობლემა. ბალდე არის სუფთა ჩლუნგი, არაფერი არ ესაქმება ბარსელონაში, მაგრამ თურმე რადგანაც ლა მასიას აღზრდილია ხელშეუხებელი უნდა იყოს კლუბის ფილოსოფიის მიხედვით. მასეთ ფილოსოფიას რა ვუთხარი რომელიც კლუბს ძირს უთხრის და ანადგურებს.
    კუნდემ სასწაულებრივი აყლიოზი აიკიდა წელს, სირცხვილია რასაც წელს აკეთებდა.
    რაც არუნდა შეტევითი სტილი არ უნდა გქონდეს, თავმოყვარე გუნდს არაუხო კაი ხნის გაგდებული უნდა ჰყავდეს და მარტინი გარდიას იმედზე არ უნდა იყოს დაცვაში. ლა ლიგის კლუბებთან კარგები არიან მაგრამ ჩლზე სულ სხვა დონეა საჭირო, ნუთუ მართლა ვერ ხედავენ ამას და ამდენი წელია უტიფრად გვაყრიან ნაცარს თვალებში.
    აქაც დაიწერა რომ რეალური საყრდენი არ გვყავს და ესეცაა პრობლემა. დე იონგს რამდენჯერ გაექცა კაცი და რამდენი გოლი გავიდა მაგის გარღვევის გამო და ტიპი ელემენტარულად არ მიყვება ხოლმე.
    ასევე, გარსია ისეთი დამაჯერებელი არ არის ჩლ-ზე როგორიც ლა ლიგაში, იმედია გამოცდილებასთან ერთად გამოასწორებს შეცფომებს.
    ძალიან ძალიან ბევრია სამუშაო და ნორმალური ბორდი ჭირდება. ფაქტია რომ 150 მილიონი კიარა 100იც არ ღირს ალვარესი და ამას თუ მიათხლიშავენ მთელ ფულს აპრილი-მაისში ისევ ტირილით მოგვიწევს თქმა იქნებ შემდეგ წელს და არ გამოილევა ეს შემდეგი წელი. ამ დროში კი სრულად გაფარჩაკებულ ბარსელონას ვიხილავთ.
    არ მაქვს იმედი რომ რამე ნორმალური გამოვა ამ ამბისგან, ანუ ნორმალურად ამ სატრანსფერო ფანჯარასაც ვერ ჩავხურავთ.
    ნელნელა უნდა მივეჩვიოთ იმასაც რომ მესივით იამალი არ შეაკლავს თავს ამ გუნდს და წავა იქ სადაც შემადგენლობა თავისუფლად მისცემს იმის საშუალებას რომ ოქროს ბურთი ოქროს ბურთზე დადოს :))))))
    ჩვენ კიდევ ერთი ორი დეკადა ვიქნებით ილუზიებში

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 19 ივნ 2026, 08:29

    აშკარად წაკითხულის გააზრებასთან გაქვს პრობლემა, შეიძლება მე ვერ ჩამოვაყალიბე? არ ვიცი. სადმე დავწერე რომ პრაგმატული ფეხბურთით იგებენ ლიგას? ან რა დაცვაზე ორიენტირებული ფეზბურთი ვახსენე სადმე?მაგალითებიც ჩამოვთვალე არანაკლები შემტევი გუნდების. მე დავწერე რომ ასეთი დაცვით ლიგას ვერ იგებენ ვერასოდეს. თუ ტყუილს ვწერ იქნებ გამახსენო ლიგის მომგები გუნდი, რომლის თამაშში მინიმუმ 2-3 ჯერ მეტოქე პირისპირ რჩება???? რომელიც ისეთ გოლებს უშვებს როგორი გოლებიც თითქმის აღარ გადის თანამედროვე ფეხბურთში? საკუთარი გუნდის შარშანწინდელი მაგალითზე ვწერ, რომ ერთი 31 წლის კაცმა ისე გვიშველა, რომ ამაზე ორჯერ უკეთ ვიცავდით თავსთქო.ფლიკი თურმე ისეთ ფეხბურთს ათამაშებს ბარსას რომ აუცილებლად 2-3 გოლი უნდა გავუშვათ და ეგ თურმე მოცემულობაა რომელსაც ვერ შეცვლით. და ინიგომ რატომ შეცვალა ეს მოცემულობა? იქნებ იმიტომ რომ მემარცხენა ცენტრალური მცველი იყო რომელიც თამაშგარის ხაზს ზუსტად იცავდა ტაქტიკურად განსწავლული იყო? აქ კი გადაწყვიტეს რომ დაცვითი ფეხბურთი მევასება🙂‍↕️ კაი ჩემო ძმაო მასე იყოს. ვიყიდოთ ალვარესი, დაცვას არ შევეხოთ და როგორ მოიგებს ბარასელონა გაისად ლიგას ნახავ. შარშანდელი და შარშანწინდელი მაგალითები თუ არ გახსოვთ აგერ აწმყოშიც იგივე მოხდება და მაშინ მაინც დარწმუნდებით. შიდა ჩემპიონატში უბრალოდ კლასი არ ყოფნით უმეტეს კლუბებს რომ საკუთარ კარში არ გაუშვან ბევრი გოლი და პარარელურად დასაჯონ ცუდი მცველების გამო. ლიგაზე კი შევხვდებით პსჟ- გავუტანთ ორ გოლს გავიხარებთ მაგრამ ჩაგვივარდება დაცვა, გაგვიტანენ სამი შანსიდან სამს. გამოვარდებით, და ვიტყვით რომ თამაშში ვჯობნიდით და უკვე მერამდენე წელია არ გვიმართლებს😕 ნუ გასაგებია საკუთარი შეცდომების არ დანახვა და სწორად ვერ შეფასება ხომ ქართველების ჰობია🤨

    • LEVANII
      LEVANII ახალბედა
      schedule 19 ივნ 2026, 10:55

      Ეგ მოცემულობა ინიგოს არ შეუცვლია უბრალოდ მეტოქეებს არ ვყავდით შესწავლილი და არ იცოდნენ თამაშგარის მახისგან როგორ უნდა დაეღწიათ თავი და ეგეც მხოლოდ სეზონის პირველ ნახევარში იყო მეორე ნახევარში ატლეტიკოს გან ოთხი გოლი გავუშვათ სელტასგან სამი რეალთან სამი ინტერთან ორი მატჩის ჯამში შვიდი მაგრამ ჩვენ უფრო მეტს ვიტანდით და მაგიტომ მაგხელა ყურადღება არ მიექცა მაგ კომპონენტს ყველა მაგ თამაშში ინიგო თამაშობდა მაგრამ მაინც ბევრი გოლი გავუშვათ. Ზე უჭკვიანესი და სწრაფი მცველიც რომ მოიყვანონ როგორიც მე არ მეგულება ბაზარზე მაინც ვერ შეძლებს აღკვეთის მეტოქის ერთი ერთზე გასვლას და რავიცი შენ რაში ხედავ გამოსავალს? Დაცვა უნდა გამოსწორდესო იძახი და როგორ გესახება ეგ მე ვერ ხვდები და ვისში ან რაში ხედავ გამოსავალს? მითხარი

      • Motamashe
        Motamashe ახალბედა
        schedule 19 ივნ 2026, 12:41

        გამოსავალი და კაპელოს მილანის დაცვა გვეყოლებათქო არ ვამბობ მეგობარო. მაგრამ ბეევრად უკეთესი დაცვა გვექნებოდა თუ; ბალდეს დროზე გავყიდიდით და მაგ ფულით ან ნაკლებით კუკურელიას ვიყიდიდით, რომელიც დამეთანხმები დაცვაშიც და თავდასხმაშიც უკეთესია. არაუხოს გავყიდიდით დროზე, კრისტენსენს კონტრაქტს აღარ გავუხაგძლივებდით და დაცვაში ბასტონს პლუს ვუსკოვიჩს მოვიყვანდით, ვიცი ეს 120 დაჯდებოდა ორივე მაგრამ სახელფასო ჭერი იგივე დარჩებოდა და თუ არაუხოს 30 შევტენიდით ვინმეს გამოვიდოდა 90 მილიონად სასწაულ კონკურენციას შევქმნიდით დაცვაში, კუბარსი მყარად დგას და გამოცდილი ბასტონი და ახალგაზრდა ვუსკოვიჩის და მარტინის კონკურენციაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ ერთიორად უკეთესი დაცვა გვეყოლებოდა. ეს ჩემი აზრით და შენი აზრი როგორც მივხვდი თუ სწორად გავიგე ისაა რომ სანამ ფლიკია ჩვენი მწვრთნელი დაცვას არაფერი ეშველება, ბარეზი და მალდინი რომ გავაახალგაზრდავოთ შენ ამბობ რომ შანსი არაა და სულ ერთი ერთზე გავა მეტოქე ყოველ თამაშში სამ ოთხჯერ. მესმის რომ სუპერ შემტევი გუნდის დაცვა ყოველთვის უფრო ხშირად ჩავარდება ვიდრე მაურინიოს გუნდის, ეგ ორჯერ ორი ორია.მაგრამ უშეცდომო დაცვას და ყველა თამაშში მეტოქის ხუთჯერ პირისპირ გასვლას შორის რაღაც შუალედი არ არსებობს? მაგრამ იმის თქმა, რომ ფეხბურთელების კლასი,დონე და პროფესიონალიზმი არაფერ შუააშია ხარისხთან ეგეთი რამე პირველად მესმის რა.სწორად გავიგე ხო? თუ მეშლება? თუ სწორად გაგიგე მაშინ ორი თვე რომ ვიკამათოთ მე და შენ მაინც ვერ შევთანხმდებით❤️ ერთს გირჩევ შენი ხედვები ესპანურად გადაათარგმნინე ჩატჯპტის და მეილზე მიწერე ლაპორტას😁 არ გამოვრიცხავ სპორტულ დირექტორად გაგიშვას ან სულ მცირე დეკოს თანაშემწედ, ზუსტად ეგეთი ხედვა აქვს მგონი ჩვენს დიდ პრეზიდენტსაც😆😆😆 ( ეს ხუმრობით, არ გეწყინოს)

        • LEVANII
          LEVANII ახალბედა
          schedule 19 ივნ 2026, 13:56

          Ერთ აზრზე რომ ვერ მივალთ მივხვდი უკვე მაგრამ ერთ რამეს გეტყვი ბალდეს თავი დავანებოთ ძირითადის ფეხბურთელად აღარც ითვლება და კანსელო თუ არ გამისყიდეს ვინმეს მაინც მოიყვანენ მაგის ფლანგზე რაც შეეხება ჩვენს დაცვას კუნდე კუბარსი მარტინი ერიკ გარსია კანსელო ვიცი რომ არ დამეთანხმები და შენთვის შეიძლება სასაცილოდაც ჟღერდეს მაგრამ ჩემთვის ხარისხობრივად საკმაოდ კარგები არიან. Არაუხოც რომელიც დღეს ყველაზე კომიკური პერსონაჟია გუნდში ხავის დროს დაცვის ლიდერი იყო და ერთით ნოლებს რომ ვწურავდით რის შემდეგაც ლალიგა დავდეთ მანდ უდიდესი როლი მიუძღვის უბრალოდ ფლიკის ამ ამოწეული დაცვაში დაკარგულია რადგან გონებით თამაში და პასის კულტურა არ აქ თუმცა დარწმუნებული ვარ სადმე ისეთ გუნდში სადაც მცველში ფიზიკურ მონაცემებს უფრო მეტად იყენებენ ეგეთ გუნდში შეუძლია რომ ტოპ დონე დადოს. Ეგ შენს მიერ ჩამოთვლილი მცველები რომ გგონია რომ იგივე ხარისხს დაადებენ აქაც როგორც ახლა თავიანთ კლუბებში მე მასე არ მგონია და ერთ რჩევას მოგცემ მსოფლიო ჩემპიონატზე დააკვირდი ჩვენი დაცვა თავიანთ ნაკრებებში რა შედეგს დაადებენ მანდ უფრო კარგად გამოჩნდება მათი დონე

          • Motamashe
            Motamashe ახალბედა
            schedule 19 ივნ 2026, 20:45

            არაუხოში სრულად გეთანხმები. მაგალითად ინტერში შეიძლება კედელივით იდგეს. უბრალოდ ჩვენს ტაქტიკას უფრო მორგებული სწრაფი მცველების ყიდვა რატომ არის ფულის გადაყრა როცა გარსიაც, კუბარსიც და მარტინიც იდეაში სწრაფი მცველი არ არის ე მაგას ვერ ვხვდები. ან დებილის ნაცვლად ( ბალდეს ვგულისხმობ) სწრაფი მაგრამ ისეთი ფლანგელის მოყვანა ვინც 50% სიზუსტით ჩააწოდებს საჯარიმოში როგორ არ შეცვლის მდგომარეობას როცა ბალდეს ჩაწოდებებს 90 პროცენტი ტრაქში მიფრინავს მაგასაც ვფიქრობ ვფიქრობ და ვერ ვხვდები👍 მოკლეთ შეგეშვი ძმა. ღმერთმა გაგიმარჯოს შენს მოსაზრებებში, ფაქტია აქ ხარ, გიყვარს კლუბი და წარმატებები შენც და ბარსასაც. პ.ს. კუბარსი ხომ არ გაგვეყიდა 90 მილიონად? საკაიფო ფულია და შემცვლელად დადგეს ნებისმიერი აკადემიიდან. რა მნიშვნელობა აქვს? ტაქტიკა გვაქვს ისეთი სულ ერთია😁

        • LEVANII
          LEVANII ახალბედა
          schedule 19 ივნ 2026, 22:56

          Ჩემს ნათქვამს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებ ან უბრალოდ ვერ იგებ რას ვწერ მე არ მითქვამს არ აქვს მნიშვნელობა კუბარსი იქნება თუ ლენგლე ვთქვი რომ დღევანდელი დაცვა რაც გვყავს ხარისხობრივად კარგები არიან და დიდად გაძლიერებას არ საჭიროებს შეტევისგან განსხვავებით სადაც ბალანსი არ გვაქ იამალის რაფინიას და სხვა დანარჩენშორის

  • Damien12
    Damien12 გულშემატკივარი
    schedule 19 ივნ 2026, 07:52

    რა სიგიჟეები იწერება )))
    რა პრაგმატული ფეხბურთი ))) ჯერ ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ბოლო წლებში რომელმა გუნებმაც ლიგა დადეს პრაგმატულ ფეხბურთს და მითუმეტეს დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთს არავინ თამაშობდა ))) და ამ ყველაფერს დავუმატოთ ის, რომ ბარსა პრაგმატულ ფეხბურთით დიდ შედეგს ვერ დადებს. ძაან საკაიფო და სასიამოვნო საყურებელ ფეხბურთს თამაშობს ფლიკის ბარსა და ლიგა რომ არ იდება მიზეზი არის რესურსების ნაკლებობა და არა საფეხბურთო. ასევე სწორად დაიწერა, მაგრამ ბევრმა ვერ გაიგო – ამ ბარსაში ვინც არ უნდა მოვიდეს დაცვაში არ იქნება კარგი შედეგი არაა და არაა ეგ პრობლემა! ყველაზე დიდი პრობლემა არის გამტანი მაღალი კლასის ფორვარდის ნაკლებობ, რომელიც პრესინგზე იქნება მთელი თამაშის განმავლობაში, ასევე დაცვაში ფლანგის მცველები იქნებოდა კარგი თუ დავიმატებდით. ალვარესზე გაკედება ან ბლეფია, ან დროის ფუჭი ხარჯვა. არ ღირს ეს კაცი მაგდენი და დიდი შანსია რომ ვერ გაამართლოს აქ.

    • joy
      joy ახალბედა
      schedule 21 ივნ 2026, 23:17

      თქვენ ამბობთ რომ როგორი კარგი დონის მცველებიც არ უნდა მოვიდეს ბარსაში დაცვას არაფერი ეშველება? ყველას აქვს თავის მოსაზრება მაგრამ უკეთესი დონის დამცველების ყიდვით დაცვა უკეთესი არ გახდებაო – ნუ ეს ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება. სიტყვაზე ვთქვათ დაცვის ამ სასტავით 10 ჯერ გაექცევათ კონტრშეტევა, უკეთესი დამცველების შემთხვევაში ხომ მინიმუმ 7-8-9 მდე შემცირდება ეს შეცდომები? მაგ აზროვნებით მაშინ ჟოან გარსიაც ტყუილად გვიყიდია! გოლს ბებერი შესნიც უშვებდა და ჟოანიც უშვებს! ნუთუ არა აქვს მნიშვნელობა რომ ჟოანი უფრო მეტ სეივებს აკეთებს? ესე იგი უკეთესი მეკარეა და მეტად არგია გუნდს- ხომ ასეა და ლოგიკურია? მაშინ რატომ ფიქრობთ რომ უკეთესი დამცველები უფრო ნაკლებ შეცდომებს დაუშვებენ????

  • MESSI 2017
    MESSI 2017 ვეტერანი
    schedule 19 ივნ 2026, 02:54

    მსოფლიოს პერიოდში გამორიცხულია ეგ

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 19 ივნ 2026, 02:36

    კუკურელია კლე კაცას თამაში არ მოგეწონათ ესპანეთში? ხომ იყო ერთერთი ნათელი წერტილი? ხომ ცალსახად ვიყიდიდით ბალდეს გაყიდვის შემთხვევაში მაგ ფულით კუკურელიას? დაცვაშიც და შეტევაშიც ხომ ერთი თავით ჯობია შავტრაკა სირს?დაჟე შეიძლებოდა ფუკის დაგვრჩენოდა.რატომ გვართმევს რეალი ჩვენთვის სასურველ ფეხბურთელებს? აგერ პასუხი მის დღევანდელ ინტერვიუში; მარკ კუკურელია „რეალის“ არჩევანზე, მიუხედავად „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებებისა:

    „დიახ, მართალია, რომ „ბარსელონასთან“ ვსაუბრობდი. მე დიდ პატივს ვცემ ამ კლუბს და სხვადასხვა ვარიანტისთვის ღია ვიყავი, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, გადასვლასთან დაკავშირებით არც მკაფიო და არც დადებითი სიგნალები არ მიმიღია.“

    „როდესაც „რეალ მადრიდი“ დამიკავშირდა, ყველაფერი ძალიან პირდაპირი იყო. მათ ნდობა გამომიცხადეს, ამიხსნეს თავიანთი პროექტი და პირველივე მომენტიდან მაგრძნობინეს, რომ სასურველი ფეხბურთელი ვიყავი. მოთამაშისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

    „„რეალ მადრიდი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია, ამიტომ დიდი ფიქრი არ დამჭირვებია, როცა ეს შესაძლებლობა გამოჩნდა. ჩემი გადაწყვეტილება არ ნიშნავდა „ბარსელონას“ უარყოფას ან მათთვის კარის დახურვას. უბრალოდ, უსასრულოდ ვერ დაველოდებოდი კონკრეტული პასუხის გარეშე.“

    „„ბარსელონას“ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ და მათი გულშემატკივრებისაც მესმის. მაგრამ ფეხბურთში გადაწყვეტილებების მიღება საჭირო დროს უნდა შეძლო. „მადრიდმა“ სიცხადე მომცა, ამიტომაც ვარ აქ.“ ვინმეს ეჭვი ეპარება რომ ეს ასე იქნებოდა? აი ასეთ სერიოზულ წინადადებებს აძლევენ ფეხბურთელებს რომ კულეები დააბოლონ და ბოლოს მხრები აიჩეჩონ ვცადეთ არ გამოვიდაო🤮🤬 ჯერ ამ კუკურელიას დედას ვტენე მოღალატე სულში და მერე ვირთხა არაკაცი, მეტრანახევრიანი სირის და მისი ლენჩი სპორტული დირექტორის დედები ზემოდან დავატკანი

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 19 ივნ 2026, 02:24

    და ბოლოს, ჰოლანდი 150 პლუს 30, ლაუტარო მარტინესი 150, კეინი ასაკის გამო 100. ეს სამი ვინც 100% ჯობია ალვარესს და რომლების ყიდვის შანსიც ამ ფასებში ნაღდათ არის, ყოველ შემთხვევაში ალვარესაზე ძნელი მოსაგვარებელი ნაკლებად ძნელი მოსაგვარებელი არცერთი იქნება.ოსიმენს არ ვახსნებ 100 მილიონად, მასზე აზრები იყოფა აქ და მაგიტომ, თორემ მე ორი თავით მირჩევნია ალვარესს. და ჟორჟი, დიახ ჟორჟი ალვარესის მესამედ ფასად დარწმუნებული ვარ მასზე ნაკლებ შედეგებს არ დადებს, სტილისტურად აკვდება ბარსელონას მოკლე კომბინაციებს და მცვეკებს ზურგს უკან გახსნებს. უბრალოდ ერთი პრობლემაა ამ ტრანსფერებზე, ამხელა გუნდს არათუ პროფილ შეცვლილი მცველები ყავს, არამედ სპორტული დირექტორიც კი პროფილ შეცვლილი არაპროფესიონალია საუბედუროდ🥹 ძილი ნებისა და მშვიდი საღამო ყველას.

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 19 ივნ 2026, 02:05

    ლევან ვერ გიკომენტარებ რატომღაც და აქ დავწერ. ბაზარზე არსებულ ფორვარდებში შენ თუ ფიქრობ რომ ალვარესი საუკეთესოა მაგაში ვერასდროს ვერ დაგეთანხმები. რომელ სეზონში მოიხიბლე ასე ალვარესის თამაშით და გადამწყვეტი გოლებით ვერ ვხვდები. დღევანდელი პსჟ, კლოპის ლივერპული, გვარდიოლას სიტი ამ სამივე კლუბმა მოიგო ლიგა დომინანტურად. სამივე არანაკლებ შემტევ ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე ბარსელონა. ამ სამი გუნდიდან არცერთს არ ყავდა ისეთი გამოუცდელი, და ზოგ შემთხვევაში პროფილ შეცვლილი ფეხბურთელები დაცვაში როგორც ბარსას. ესეიგი შენ მეუბნები, რომ 19 წლის უნიჭიერესი კუბარსით დაცვის ცენტრში და გვერდით ნიჭიერი მარცხენა მცველი, რომელსაც შეუცვალეს პროფილი იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო და დააყენეს შეუწყვილეს კუბარსის, მარცხენა ფლანგელი რომელიც არის დებილი ( ბალდეს ვგულისხმობ) არ არის პრობლემა და იმ გუნდის დაცვა რომელსაც ლიგის მოგების პრეტენზია აქვს ასე უნდა იყოს დაკომპლეტებული ? არათუ მე ვერ დაგეთანხმები ამ, ჩემი აზრით აბსურდში, არამეს კიდევ ვიმეორებ ნებისმიერი ადამიანი ვისაც პროფესიონალური ფეხბურთი უთამაშია.ვიმეორებ ტიტულებს იგებს კარგი დაცვა. ეს არ გამორიცხავს რომ
    გუნდი იყოს შემტევი, გნებავს სუპერ შემტევი. რა შუააშია ხავი? კლოპის მცველებს გადახედე? სალაჰი მანე ფირმინოო არ იყო შემტევი კლუბი? მაგრამ მაგათზე ნაკლები წვლილი იმ გუნდის წარმატებებში ვანდეიკსაც არ ქონდა. რა შორს მივდივართ, ერთი 31 წლის კაცი მოვიყვანეთ ბილბაოდან რომელიც თამაშობდა იქ სადაც იყო მაგის პოზიცია და იყო კარგი მცველი და იმ სეზონში ბარსას დაცვა იყო ორჯერ უკეთესი ვიდრე წელს. ამის დანახვა ასეთი ძნელია?😕 გავგიჯდები სამოციანი წლების ამბებს ხომ არ ვიხსენებ, ჩვენ წინ ჩავლილ ორი სამი წლის მაგალითებს გეუბნები და მაინც მიმტკიცებ რომ არ არის პრიბლემა როცა დაცვის ხაზი 19 წლის პროფილ შეცვლილი ბავშვებით გაქვს დაკომპლექტებული, ბალდე რომ სირია და თურმე ალვარესი მოაგვარებს ამ ამბავს, უფრო შორს მიდიხარ და მაშინებ რომ აი სხვა შემთხვევაში ფლიკი უნდა გავაგდოთ. რატო ბოდიში და კლეა ეს კაცი? დაუკომპლექტე დაცვა და მაინც გაუშვა უაზრო გოლები? შეუქმენი პირობები რომ დაცვა დაეკომპექტებინდა და მაინც ისეთ გოლებს უშვებს ლიგაზე როგორი გოლებიც ოცი წელია აღარ გადის ფეხბურთში?შენთან რა პრობლემა მაქვს ძმა ვიკამათოთ მთელი ღამე პირიქით მსიამოვნებს ეს ამბავი. მაგრამ ამხელა კლუბის მენეჯმენტი რომ ვერ ხვდება ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებას რომ გუნდი კარგი ( არ ვამბობ მალდინის და ნესტას დუეტს) დაცვის გარეშე ლიგას ვერ მოიგებს და არასდროს, იმინა არასდროს კარგი დაცვის გარეშე არავის არ მოუგია ეს ტიტული ეგ არის პრობლემა და ტრაგედია.ალვარესით კი არა, ამ დაცვის ხელში ჰოლანდიც რომ მიუმატო თავდასმხას ჩაგიკეტავს რომელიმე გრანდი თამაშს, კარგი დაცვით, იმასაც ეყოლება ჰოლანდის დონის ერთი ფორვარდი საგიჭერს კონტრაზე და კიდევ ერთი წელი მოგვიწევს ტირილი რომ თურმე არ გაგვიმართლა. როდემდე? რატომ ვიყრით ნაცარს თვალებში გაუგებარია ჩემთვის.ღამე მშვიდობის ძმა, წარმატებები შენ და ჩვენს კლუბს და ღმერთმა ქმას მე ვცდებოდე, შენ იყო მართალი და ბარსელონა გამოდგეს ის ერთადერთი კლუბი თანამედროვე ფეხბურთში ვინც ცუდი დაცვით ლიგას მოიგებს. შევიდეთ ამ აბსოლუტურად უნიკალური პრეცენდენტით საფეხბურთო ისტორიაში😆 ვისაც ეწყინოს იმის დწდას შევეცი ჩემდა თავად👍

    • LEVANII
      LEVANII ახალბედა
      schedule 19 ივნ 2026, 02:46

      Მეგობარო ვერ ხვდები რაზე გელაპარაკები? Დაცვა არ არის პრობლემა სად დავწერე, მე ის ვთქვი რომ მაგ კომპონენტს ვერ გამოსწორებ. Შენ პრობლემას ინდივიდებიში ხედავ მაგრამ პრობლემა სტრუქტურაშია ამ ამოწეული დაცვაში რომ სულ რომ მალდინი და ნესტა ჩასვა მაინც ისეთივე დირკა დაცვა გვეყოლება რაც გვყავს. Ფინანსურად შეზღუდულიები ვართ და მაგიტომ ვფიქრობ რომ შეტევის ხაზის გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია თორე მოიყვანონ ტოპ მცველები რა შეიცვლება მაგით მეტოქის ფეხბურთელები ვეღარ მოახერხებენ მეკარესთან ერთი ერთზე გასვლას თუ რა მოხდება?

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 19 ივნ 2026, 03:43

      მარტინესი წელს იყო საუკეთესო მცველებში ლალიგაში შეგიძლია გადავლო თვალი სტატისტიკას.ახლა აიღე კადრები და გადავლე თვალი ბარსას რა გოლებიც გადის იქ რომელი მცველი იზამდა რამეს ანუ ტელეპორტირდება საჯარიმოში?😂😂😂ინტერტან ფლიკმა ისეთი ჭამაა მალდინი ნესტაც კი ვერაფს იზამდა.სწორად დაგიწერეს ფლიკის სტილს ვერანაირი დაცვა ვერ უშველის.🙏🏻დაცვას რომ სუსტი არა ჯერ მარტო სტადარტულებზე უნდა მიხვდე ფაქტიურად არასდროს უშვებენ გოლს არც მაღალ ბურთებს მაგრამ ამოწეულზე იხვრიტებიან.ჩვენ გვინდა მცველი ვინც ამ ტაქტიკას მოერგება ეგ ფაქტია.

  • LEVANII
    LEVANII ახალბედა
    schedule 19 ივნ 2026, 01:44

    Პრაგმატულად მოთამაშე ბარსა მარტო ვალვერდეს და ხავის დროს მახსოვს რაც ფეხბურთს ვუყურებ და კი გახსოვთ რა შედეგებიც დავდეთ. Ბარსელონას არ შეუძლია პრაგმატიზმი შედეგის დადება და არც სათანადო კალიბრის ფეხბურთელები არ გვყავს მაგისთვის. Ამოწეული დაცვით თამშითაც შესაძლებელია შედეგის დადება უბრალოდ ამისთვის მაღალი დონის შემსრულებლები უნდა გყავდეს. Ბარსელონა ძალიან ბევრ მომენტს ქმნის თამაშში მაგრამ მომენტების რეალიზება გვიჭირს პარისერჟერმენმა სულ ექვსი მომენტიდან 5 გოლად აქცია ბაიერნთან ჩვენც რომ იგივე გაგვეკეთებინა ატლეტიკოსთან არ გამოვარდებოდით. Პარისერჟერმენი ყველაზე ნათელი მაგალითია რომ შედეგს პრაგმატიზმზე მეტად მაღალი ინტენსივობით და პრესინგით უფრო მიაღწევ დღევანდელ ფეხბურთში

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 19 ივნ 2026, 01:56

      ბალანსისთვის კარგი გამოკვეთილი საყრდენიც გვჭირდება, ბუსკეტსი წავიდა ჩვენ კიდე გამოკვეთილი სტაბილური საყრდენი არ გვყავს რის გამოც ჩვენს ცენტრს ასე მარტივად არღვევენ გრძელი პასებით, სწორედ უსაყრდენობაა ერთ ერთი მიზეზი, რომ პედრი ბოლომდე ვერ იყენებს თავის შესაძლებლობებს ჩვენთან რადგან მისი რესურსის ნახევარი დაცვაში იხარჯება. არც დე იონგი საყრდენი და არც ერიკ გარსია, სანამ საყრდენს და კარგ სტრაიკერს არ მოიყვანენ დიდ თამაშებში ძალიან გაგვიჭირდება სასურველი შედეგის მიღება. ამას ემატება მკვდარი დაცვის ფლანგები, პსჟსთან შედარებით ჩვენი ფლანგის მცველები არც დაცვაში ვარგიან რამედ და არც შეტევაში, ნუ კუნდე შეიძლება ამოიქოქოს მაგრამ მარცხენა ფლანგი მარტო ვეტერანი კანსელოს იმედად არ უნდა იყოს. კანსელოს სჭირდება კარგი კონკურენტი, ვინმე ახალგაზრდა და პერსპეკტიული, ისეთი ვინც დაცვაში ნორმალურია და შეტევაში უაზრო სირბილის მეტი სხვა რამეც იცის. მაგრამ რეალობას, რომ შევხედოთ ბარსელონას მხელმძღვანელობამ მაქსიმუმ სტრაიკერი მოიყვანონ და კანსელო გაიფორმონ, მეტს მე პირადად ამათგან არც ველი.

  • Visca barca
    Visca barca გულშემატკივარი
    schedule 19 ივნ 2026, 00:54

    ვან დე ვენით ინტერესდება ბარსელონა

  • Barca1980
    Barca1980 ვეტერანი
    schedule 19 ივნ 2026, 00:50

    17 მილიონი როცა ღირდა ალვარესი მაშინ უნდა გვეყიდაა, 4 წელია მაგაზე ვოცნებობდი ეგ ბიჭი ეყიდათ, თუმცა 150 მილიონი დღესდღეობით დარწმუნებული ვარ მეორე გრიზმანი იქნება, არც ცუდი თუმცა არც ის რა მოლოდინსაც მასზე გავაკეთებთ. მაგას მირცევნია მიქაუტაძე იყიდონ 40 მილიონად და ყველას დაუმტკიცებს რომ არაფრით ნაკლები არ არის ალვარესზე და იმიტომ არა რომ ქართველია, სადაც ითამაშა ყველგან შედეგი დადოო და კარებზე დაგეშილი ფორვარდია, რომელიც სულ კარში ურტყავს და არც ტექნიკა დაეწუნება.

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 19 ივნ 2026, 02:20

      ჰოლანდი, ლაუტარო მარტინესი, კეინი. ეს სამი კაცი რომელიც 100% ჯობია ალვარესს. აი ყოველგვარი ეჭვის გარეშე. 150 მილიონად 100% მოგვცემ ლაუტაროს ინტერი. 150 პლუს 30 ბონუსში ძაან სერიოზულად შეიძლება სიტისთან ლაპარაკი. კეინი ასაკის გამო 100 დათმობს ბაიერნი თუ თავად კეინს დავკერავთ. ოსიმენს არ ვახსენებ 100 მილიონად, მე მირჩევნია ალვარესს ორი თავით, მაგრამ რახან აქ აზრები იყოფ მაგას არ ვახსენებ. და კი ჟორჟი 50-60 მილიონად 100% დარწმუნებული ვარ არაფრით ნაკლებ ფეხბურთს არ ითამაშებს და სტილისტურად მაგრად ჩაჯდება ამ ბარსაში ვიდრე ხასიათების ფეხბურთელი, ფლეგმა ალვარესი. მაგრამ დეკოს სპორტული დირწქტორობის პერიოდში მსგავსი ტრანსფერების გაკეთება არის ზღაპარი. სპორტული დირექტურიც კი პროფილ შეცვლილი არაპროფესიონალი გვყავს რაზეა ლაპარაკი🥹ძილი ნებისა ყველას და მშვიდი ღამე✌️

  • Barca1980
    Barca1980 ვეტერანი
    schedule 19 ივნ 2026, 00:44

    ყველა მწვრთნელი მიხვდა, რომ პრაგმატულობის გარეშე რაღაც ეტაპზეე წარმოუდგენელია დღევანდელ გიჟურ კალენდარში გუნდი შეინარჩუნოო ტრავმების გარეშე სეზონის ბოლოს და შედეგზე გახვიდე. არტეტამ ვერაფერი მოიგო ზე შემტევი არსენალით და მიხვდა სანამ გააგდებდნენ რაღაც უნდა შეეცვალა. ენრიკემაც გააკეთა დასკვნები და სადაც დასჭირდა პრაგმატული ფეხბურთი ითამაშა და არც მეორე ნომრად თამაშს მორიდებია. მსოფლიოს უყურეთ რა ხდება, დაცვითი ფეხბურთი რა დონეზეა ამ მსოფლიოზე, ერთეული ნაკრებებია, რომლებიც შემტევ ფეხბურთე თამაშობენ და მათ შემადგენლობას, რომ გადახედავ სხვანაირად წარმოუდგენელია. არგენტინის თამაში აიღეთ, ბურთის უპირატესობა ჰქონდა ალჟირს, რომელიც გარდა სტატისტიკური მონაცემებისა არაფრით არ დამტკიცებულა, კარში ვერ დაარტყა ალჟირმა. ყოველთვის ვთვლიდი , რომ რეგულარულ ჩემპიონატსა და ტურნირს შორის სხვაობაა და ამას პსოფლიო ჩემპიონატი ყოველთვის ამოწმებდა. შეიძლება ეროვნულ ჩემპიონატში ისე მართო გუნდი, როგორც შენ გინდა, თუმცა ტურნირის მოგება თუ გინდა უნდა შეგეძლოს შედეგზე ითამაშო რაღაც მომენტში, თორემ ყოველთვის იმიტ გაგიხსენებენ რა ცოტა დაგაკლდა მიზნამდე!!! დაცვააააა მისახედიიიიი დაცვაააა და ყურადღება მიაქციონ აფრიკის გუნდებს , ძალიან ბევრი მაღალი კლასის მცველი თამაშობს გარსიას ცოცხლად შეჭამენ!!!

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 19 ივნ 2026, 01:38

      100% . ამბობენ ჭკვიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს და სულელი თავისაზეო. აი საკუთარ შეცდომებზე რომ ამხელა კლუბი ვერ სწავლობს მაგას რა ქვია ეგ აღარ ვიცი ძმა😕

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    schedule 19 ივნ 2026, 00:11

    სეზონში 25 მაქსიმუმ 30 გოლიანი ფეხებურთელია, ანუ იმდენი რაც იამალს უკვე 18 წლის ასაკში გააქვს, და ამ კაცში 100 მილიონზე მეტია მოთხოვნა სისულელეა უბრალოდ ჰყავდათ და რას მოიგებენ ვნახოთ.

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 19 ივნ 2026, 01:55

      კი 100 ბევრია მარა თუნდაც მაგ ფასად უკეთესი არავინ არის. გოლებს რაც შეეხება სიტიში ჰოლანდი ყავდა ატლეში კიდე არ ექმნება ბევრი მომენტი. მარა ლიგაზე 10 გოლი და 4 ასისტი ქონდა. ისე მე ოსიმენი მინდა მარა მაგაზე არავინ არაფერს ამბობს

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 18 ივნ 2026, 23:11

    🤡 ცირკაჩები. ბოლო სამი წელი ლიგიდან გვაგდებენ მცველების შეცდომებით. ყოველი გამოგდების შემდეგ ყველას ერთი აზრი და იმედი გვაქვს, დაცვაში უნდა გავძლიერდეთ. იწყება სატრანფერო პერიპეტიები მერე მთავრდება და ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით. მგონი წელსაც ასე იქნება. მე პირადათ ალვარესის გატანილ თვეში სამ გოლს მირჩევნია საერთოდ შევეშვათ, ტორესის გაუმჯობესებულ ვერსიას. როგორმე გადავაგოროთ სეზონი ოლმო, გორდონი- ტორესის მონაცვლეობით ცხრა ნომერზე და დაცვაში თუნდაც ერთი ვარსკვლავი ლიდერი მცველი ვიყიდოთ გნებავთ 80-100 მილიონად, ვგულისხმობ ისეთ დამცველს როგორიც ლივერპულმა მოიყვანა ვან დეიკის სახით.შემდეგ წელს კი მოვიყვანოთ ჰოლანდი, რომლის გადმოსვლის შანსი გაისად ერთი ორად მოიმატებს. 100% მირჩევნია ასე მოხდეს. მაგრამ სამწუხაროდ არც დაცვა გაძლიერდება და ყველაზე კარგი რაც შეიძლება მოხდეს უსაზიზღრესი გუნდი სამყაროში, მორიგ სატრანსფერო გაკვეთილს ჩაგვიტარებს და 150 მილიონად გვაყლაპებს ფორვარდს, რომელიც სეზონის ნახევარი სკამზე დასვა სორლოტმა. დაცვას ვერ გავაძლიერებთ. ასეთ შემთხვევაში რომ წარმოვიდგინოთ ალვარესი ვერ შეეწყო ბარსელონას, წაუხდა ხასიათი უგოლო თამაშების შემდეგ ( ალვარესის ფასი გრიზმანს ცალი ყვერი ქონდა მაგრამ ის ვერ შეეწყო) ჩაქიმა და ჩაკომპლექსდა. პარარელურად იგივე არაუხოს მორიგი შეცდომის შედეგად ვარდებით ლიგიდან. აი ასეთი სცენარი რომელიც სავსებით რეალურია ხვდებით ეს კლუბისთვის გინდაც ეკონომიურად, გინდაც მორალურად და გინდათ იმიჯის თვალსაზრისით რა დარტყმა იქნება? წლებით უკან დაგვხევს, იამალის დაკარგვის რისკი ისევე როგორც ფლიკის ერთი ორად გაიზრდება. მოკლეთ იმის თქმა მინდა, რომ არ არის ეს დედანატირები ალვარესი იმ დონის მკვლელი სუპერ ფორვარდი რომ ამხელა რისკი, დაცვის ვერ გაძლიერების და ეკონომიკური კატასტროფის გარისკვად ღირდეს. დღეს ერთადერთი ეგეთი ფეხბურთელი ვინც ამხელა თანხად და რისკად ღირს არის ჰოლანდი რომელიც იამალთან ერთად 40 გოლს ყოველ სეზონში გააკეთეს. ძალიან რთულად მისახვედრია ხალხნო ეეს? ჩაუჯექით გადაახვიეთ ალვარესის თამაშები, აი ძალიან გავს სტილით თუ ხასიათით გრიზმანს, ერთი სხვაობა ის არის რომ გრიზმანი უფრო მაღალი კლასის იყო. რავი ძაან მეშინია რომ ასე მოხდება და დაგვღუპავს ეს არა სწორი მენეჯმენტი და მართვა. საგანძურს ვფლობიდ მესის სახით და დაგვაკარგინეს ძაან მტკინვეულად. ახლა საგანძურს ვფლობთ კუბარსი, იამალი, ფერანის და პედრის სახით და დიდი შანსია ეა ტალანტები სანაგვეზე გაუშვას და ვერ გამოიყენოს ვირთხა ლაპორტამ.

    • LEVANII
      LEVANII ახალბედა
      schedule 19 ივნ 2026, 00:02

      Დაცვის გამო არ გამოვარდნილვართ იმის გამო გამოვარდით რომ საკმარისი რაოდენობის გოლი ვერ გავიტანეთ დღესდღეობით ბარსას ფილოსოფია ეგეთია სუპერშემტევი თავზეხელაღებული სტილი და მაგას ვერცერთი სუპერსტარი მცველი ვერ გამოსწორებს. Ატლეტიკოსთან ორ თამაშში სულ სამი გოლი გავუშვათ მაგაზე მეტი პესეჟემ გაუშვა ერთ თამაშში ბაიერნისგან მაგრამ საპასუხოდ ხუთი გაუტანეს. Ჩვენ რომ კარგი შემსრულებლები გვყავდეს არ იქნებოდა პრობლემა თამაშში ორი და სამი გოლის გაშვება მაგრამ არ გვყავს ამიტომ ზუსტადაც რომ ფორვარდის მოყვანაა პრიორიტეტი და არა მცველის

      • Motamashe
        Motamashe ახალბედა
        schedule 19 ივნ 2026, 00:19

        და ალვარესში შენ მასეთ ფორვარდს ხედავ? რომელიც დაცვის შეცდომებით გაშვებულ ოთხ გოლს პირველ ტაიმში ( თასზე ატლეტიკოსთან თამაშს გახსნებ) ხუთი გოლით უოასუხებს?😁 ხუთი გოლი ალვარესს თვენახევარში გააქვს ძმა. ასეა ატლეტიკოში და ასე იყო სიტიში. მოიცა თუ ინტერთან ჩაჯმა თავდასხმის ბრალი იყო შარშან? ორივე თამაშში გამოგვაგდო იმინა დაცვამ. წავიდა ის დრო მაგ ბრაზილიელების გამოთქმა რომ მუშაობდა, გაგვიტან რამდენსაც შეძლებ და ჩვენ გაგიტანთ რამდენსაც მოვისურვებ? ერთი 10-15 წელია ჩაბარდა წარსულს. მაგის საუკეთესო მაგალითი იყა პსჟ ს განმეორებითი თამაში გერმანიაში. ძლიერი დაცვის გარეშე, პროფილ შეცვლილი ფეხბურთელებით რომლებსაც იქ ათამაშებ იმიტომ რომ სხვა პროფილური კლასნი მცველი არ გვყავს ტიტულებს ვერ მოიგებ. რავიცი ძმა მერამდენე წელი უნდა გვისროლონ ლიგიდან ამის მისახვედრად?

        • Motamashe
          Motamashe ახალბედა
          schedule 19 ივნ 2026, 00:28

          ექვსი გოლი გავიტანეთ და გამოვარდით შარშან. ანუ რას ამბობ ნახევარფინაკში შვიდი რვა გოლი უნდა გაიტანო? ამას მესისთან ერთად ვერ ვშვებით და შენ ალვარესით აპირებ?😕 რავი ძმაო ნებისმიერი დიდ ფეზბურთელს უსმინე რას ამბობენ ბარსელონაზე. ამ დაცვით ლიგას ვერ მოიგებ, სტილით კი არა ძმა დაცვით. ამ სტილს კაკრას უმაღლესი დონის, სწრაფი და ტაქტუკურად განსწავლუკი მცველები ჭირდება, ლიდერის თვისებებით თორე გოლებს ის კლუბი სადაც რაფინია, იამალი და პედრი თუ ფერანი თამაშობს ყველა გაიტანს. ამის ნათელი მაგალითია რაშფორდი თავისი 14 გოლით.აი ვგიჟდები რა მართლა ვერ ვხვდები ასეთი მოკლე მეხსიერება რანაირად გვაქვს? ანუ ვსიო ინტერთან ის ორმატჩიანი კოშმარი დავივიწყეთ? უაზრო წითლები წელს დავივიწყეთ? მარტო ტორესის ბრალია ლიგას რომ ვერ ვიგებთ და ალვარესი მოგვაგებინებს? არ ვიცი რა ძაან სხვანაირად ვფიქრობ და ღმერთმა ქნას ვცდებოდე.

          • LEVANII
            LEVANII ახალბედა
            schedule 19 ივნ 2026, 00:56

            Და ტოპ მცველი დაცვას მოგიგვარებს? Შენ რა გგონია რომ ბასტონი ან შლოტენბერგი რომ გადმოიყვანო დაცვა გამოსწორდება? Სალიბა და მაგალაესი რომ გადმოიყვანო გგონია ისევე ჩააბეტონებენ როგორც არსენალში? Დაცვის გამოსწორება თუ გინდა მაშინ უკან უნდა დაწიო რასაც ფლიკი არ გააკეთებს რადგან ეგ ავტომატურად შეტევის შესუსტებას გამოიწვევს. Მესის დროს ესე თავქუდმოგლეჯილი არ გავრბოდით შეტევაში და რადგან წინ სამი ისეთი ტიპი იდგა არ საჭიროებდა დაცვის ეგრე აწევას. Გამოსავალს ხულიან ალვარესი ხედავო რომ მეკითხები აბა ვისი უნდა დავინახო? Ბაზარზე მაგაზე უკეთესის ვარიანტი გვაქ და არ ვიცი? Მეტოქის საჯარიმოში რომ უამრავ მომენტს ვქმნით და წინ ფერან ტორესის და რაშფორდის ნაირი მაზილები გვყავს მაგაში ვერ ხედავ პრობლემას და გოლებს რომ ვუშვებთ ეგ არის პრობლემა? Რავიცი მაშინ გავუშვათ ფლიკი და დავაბრუნოთ ხავი და ვუყუროთ ისევ ერთით ნოლებს როგორ წურავს ბარსა

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 18 ივნ 2026, 15:32

    ეს მსოფლიო თუ ჩააგდო 100 მილიონზე მადლობა თქვან და მართალია თვითონ თუ საჯაროდ არ დააფიქსირა დარჩება სადაც არის ლევანამ საჯარო თქვა ბარსაში მინდაო და ეს ვინაა✌🏻ისე კი ლევანას ტრანსფერი სასაცილოდ არ ყოფნიდა კამანდას იიი მაგას ბარსაში ლა უნდა ვერ მოიყვანენო😂😂😂💩

  • Mariami Kh
    Mariami Kh გულშემატკივარი
    schedule 18 ივნ 2026, 13:10

    ამოვიდა ყელში ყოველ წელს ერთი და იგივე ზღაპრები. სოფლის ორღობის დონის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი სრულიად დაღუპავს და დააქცევს ამ გუნდს. ნორმალური ცხრიანის მაგივრად ოიარსაბალს მოიყვანენ, არაუხოს არ გაუშვებენ, მას ხომ კლუბი თურმე ძალიან უყვარს, და კასტილებიანი კრისტენსენი და ბრმა ფერანი იქნება ჩვენი ხსნა…
    ერთი ორი წელი და ეს ახალგაზრდები გაიქცევიან და არც იქნება მოულოდნელი და გასაკვირი.

    • Just_Barca_Lover
      Just_Barca_Lover ახალბედა
      schedule 18 ივნ 2026, 16:53

      ოიარსაბალი მაინც მოყავდეთ… სულ არაფერს ჯობია, ესენი ადგებიან და ვლაჰოვიჩს მოათრევენ და ვუყუროთ მერე მთელი წელი ფერანი დუშანის ტანდემს…

      • korezi
        korezi ახალბედა
        schedule 18 ივნ 2026, 22:01

        ვლაჰოვიჩს კიდე რა უჭირს

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 18 ივნ 2026, 20:09

      არ იციან ჩემო მარიამ არც ყიდვა, არც გაყიდვა და არც სწორი სელექცია. იციან კონტრაქტების გაწყვეტა კონპენსაციით😕 რას ვიზავთ🙂‍↕️

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 18 ივნ 2026, 12:04

    გეგმა ბ მაინც ჰქონდეთ და ეს თუ ვერ მოიყვანეს ვინმე სხვა მაინც მოიყვანონ ეგრევე. მგონი ამის მოყვანას მართლა ოსიმენის მოყვანა ჯობია მაგრამ არც ეგ გამოვა იაფად.

    • LEVANII
      LEVANII ახალბედა
      schedule 18 ივნ 2026, 20:57

      Ბორმუთის თავდამსხმელი კრუპია გეგმა ბ რომლის თამაშიც არ მაქ ნანახი თუმცა კარგი ჰაილაითები აქ. 100 მილიონზე ნაკლები არ დაჯდება ეგეც

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 18 ივნ 2026, 11:40

    დრო კიდევ ბევრია… რამდენჯერ მსმენია ეს ფრაზა და სულ კრახით სრულდებოდა. პრესეზონამდე თუ არ მოვიდა მერე ადაპტაციაც გაუჭირდება. საერთოდ არ არიან ამის მომყვანები. სხვა ვარიანტებს მიაწვნენ მარა დეკოს რო ვუყურებ რისი გამკეთებელია. გორდონის ტრანსფერს მეც დავხურავდი. 35 მილიონიან კაცში 80 შესთავაზეს და იასნა დათანხმდებოდა ნიუკასლი