მასკერანო: "დემიჩელისის შეცდომა სტადიონზე ხმაურის ბრალი იყო"

მასკერანო: "დემიჩელისის შეცდომა სტადიონზე ხმაურის ბრალი იყო"

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ხავიერ მასკერანომ, სამხრეთ კორეას დამარცხების შემდეგ (4:1) გააკეთა კომენტარი დემიჩელისის შეცდომის შესახებ. შეგახსენებთ, რომ მატჩის 45–ე წუთზე, როდესაც არგენტინა იგებდა ანგარიშით 2:0, საჯარიმოსთან ახლოს დემიჩელისმა დაკარგა ბურთი, რის შედეგადაც სამხრეთ კორეამ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.

"მიჩომ ვერ გაიგო, რომ მის უკან იყო სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი იდგა. სტადიონზე ასეთი ხმაურის გამო ძალიან ძნელია თანაგუნდელს რაიმე გააგებინო. ამ გაშვებული გოლის მიუხედავად, მეორე ტაიმში კვლავ დავეუფლეთ უპირატესობას და ბურთზე კონცენტრაცია გვქონდა, რის შედეგადაც მივაღწიეთ სასურველ შედეგს და გავიმარჯვეთ 4:1." ციტირებს მასკერანოს სიტყვებს Reuters.

წყარო: sports.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.