ლიონელ მესის თანამემამულე და ყოფილი თანაგუნდელი გაბრიელ მილიტო მიიჩნევს, რომ “ბარსას” ათიანი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა ის მსოფლიო ჩემპიონატს.
“მესი საკუთარ შესაძლებლობებს ყოველწლიურად აუმჯობესებს და შემთხვევითი არაა, რომ ის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ვერ წარმომიდგენია, რომ ოდესმე არსებობდა ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე იმაზე მეტს აკეთებდა, რასაც ლეო აკეთებს. ვფიქრობ, მესის არ სჭირდება მსოფლიო ჩემპიონატის მოგება იმისათვის, რომ თავისი საუკეთესოობა დაამტკიცოს. ეს უსამართლობა იქნებოდა.” – აცხადებს მილიტო, რომელიც “ბარსელონაში” 2007-11 წლებში თამაშობდა.