workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

ინიესტა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს

“ბარსელონას” ერთ-ერთი ლიდერი ანდრეს ინიესტა კატალონიურ კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ ჩქარობს და სწორედ ესაა “ბარსას” პირველ შეთავაზებაზე მისი უარის მიზეზი. აღნიშნულ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

როგორც ცნობილია, “ბარსელონამ”, ცოტა ხნის წინ, ინიესტას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით წინადადებით მიმართა, მაგრამ ფეხბურთელისგან უარი მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ისაა, რომ ანდრესს შეთავაზებული ხელფასის ოდენობა არ აკმაყოფილებს. თუ კატალონიურ პრესას დავუჯერებთ, “ბარსას” გულშემატკივრებს ნერვიულობის საბაბი არ აქვთ, რადგან ინიესტა კარიერის მშობლიურ კლუბში დამთავრებას აპირებს. უბრალოდ, კატალონიელთა მე-8 ნომერს ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ ეჩქარება.

შეგახსენებთ, რომ ინიესტასა და “ბარსელონას” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წელს გასდის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward