ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ენტონი გორდონის “ბარსელონაში” ტრანსფერი გადაწყვეტილია (Here we go!). “ნიუკასლის” ხელმძღვანელობა და კლუბის არაბი მფლობელები კატალონიელთა ოფიციალურ წინადადებას დასთანხმდნენ.
როგორც ირკვევა, ტრანსფერის ფიქსირებული ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა გათვალისწინებული ბონუსების ხარჯზე, ინგლისური კლუბისთვის გადასახდელი საბოლოო თანხა 80 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
ინგლისელი შემტევი მიმდინარე კვირაში ესპანეთში გაემგზავრება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და “ბარსელონასთან” კონტრაქტს ოფიციალურად მოაწეროს ხელი.
ენტონი გორდონი 25 წლის მარცხენა გარემარბია, რომელსაც თამაში შეტევის მარჯვენა ფლანგზე და ცენტრშიც შეუძლია. მიმდინარე სეზონში გამართულ 46 თამაშში მან თავი 17 გოლითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ღმერთმა ქნას გაამართლოს
თუ ხულიანიც მოიყვანეს, გამოდის რომ ნებისმიერს გადავირტყამთ;
სუსტი რგოლი რჩება ბალდე, ანუ კანსელო იქნება გამოსასყიდი და ვინმე ამოსაწევი ბ-დან; ბალდე ნაქსუი
მცველები უნდა გაყიდონ ტრანსფერზე აყენებენ კუნდეს, არაუხოს და ბალდესაც.
ენტონი გორდონის სტატისტიკა ციფრებში
⚽️ 𝟰𝟴 𝙜𝙤𝙖𝙡𝙨
🎯 𝟯𝟲 𝙖𝙨𝙨𝙞𝙨𝙩𝙨
🏆 𝙀𝙁𝙇 𝘾𝙪𝙥
⭐️ 𝙉𝙚𝙬𝙘𝙖𝙨𝙩𝙡𝙚 𝙐𝙣𝙞𝙩𝙚𝙙 𝙋𝙡𝙖𝙮𝙚𝙧 𝙤𝙛 𝙩𝙝𝙚 𝙎𝙚𝙖𝙨𝙤𝙣
ხულიან ალვარესი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა 🚨
ბარსელონა იმედოვნებს, რომ ფეხბურთელის შეძენას 100 მილიონ ევროდ შეძლებს, თუმცა ეს თანხა ბონუსებისა და სხვადასხვა პუნქტების დამატებით შესაძლოა გაიზარდოს.
გუშინ ფეხბურთელის აგენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ხულიანმა ატლეტიკოს უკვე აცნობა, რომ ბარსელონას ინტერესის შემთხვევაში, მისი პრიორიტეტი სწორედ კატალონიური კლუბი იქნება. დეკო ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს, რათა მოლაპარაკებები მსოფლიო ჩემპიონატამდე დასრულდეს
⭕️ ენტონი გორდონის ტრანსფერი ჰანსი ფლიკის მოთხოვნა იყო
⭕️ მწვრთნელს სჯერა, რომ ის ბარსას საფეხბურთო ფილოსოფიას იდეალურად მოერგება, მისი ფიზიკური მონაცემების, აგრესიული პრესინგის, სისწრაფისა და სივრცეებში მოძრაობის გამო
⭕️ ფლიკი გორდონს განიხილავს ისეთ მოთამაშედ, რომელსაც შეუძლია გაუმჯობესება და კიდევ უფრო მაღალ დონეს მიაღწიოს ისეთ შემტევ სისტემაში, როგორიც ბარსას აქვს
🚨🚨❗️𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ბარსელონასა და ატლეტიკოს შორის, ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო!
💸 ბარსელონა უკვე აქტიურ მოლაპარაკებებშია მადრიდულ გუნდთან და პირველ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს!
✅ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ადასტურებს!
გუშინ, ბარსელონამ გორდონის ტრანსფერი 24 საათში დახურა!
დღეს, უკვე პირველ ოფიციალურ შეთავაზებას აგზავნის ალვარესის თაობაზე!
ამათმა მემგონია მართლა გაუტიეს
მშენიერი მერე რატომაც არა
ჩემი აზრით სწორსაც შვრებიან რო მსოფლიომდე ცდილობენ ყველას დამატებას , 1) ვინმემ რომ თავი მსოფლიოზე საუკეთესოდ რო წარმოაჩნოს დღეს თუ ატლე 100 მოგყიდის მსოფლიოს მერე 200 გეტყვის მითუმეტეს თუ მოიგო მსოფლიო + ბევრად მეტი მსურველიც გამოჩნდება ამიტომ ცდილობენ ბანამდე სასურველი ფეხბურთელების დამატებას, 2) ის რო თვითონ ფეხბურთელიც წყნარად მშვიდად წავა ნაკრების შეკრებაზე, 3) დავუშვათ და მსოფლიო მოიგო უკვე პრესტიჟის ამბავიც არის რო შენი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონი ხდება
იასნია ძალიან სწორად იქცევიან მარა ასე ტურებივით თუ დაესეოდნენ 2 დღის წინ ვინ რას წარმოიდგენდა..
აქ ხარჯებს ისე ვანაწილებდი რო მეთქი არ გვჭირდება ეს ხალხი ამომავალი ვარსკვლავებითაც გავძლიერდებით თქო და ესენი პირდაპირ სუპერსტარებს მიახტნენ დ:
ხოდა აი ამათ მერე თუ დაცვაშიც გაძლიერდნენ (რაც აუცილებლად მოხდება) აი შემდეგი რამდენიმე წელი დაგვეხიოს ნებისმიერი.
საღოლ დეკუ ძმი
ვაა როგორ შეცვლილა დამოკიდებულება ფანებში ბარსას შეფობის მიმართ. კაია კაი. ფაქტია სასტავი მუშაობს,გააზრებულად უშვებენ და მოჰყავთ. ხელფასებზეც ზრუნავენ. მწვრთნელს ითვალისწინებენ. მე ლიჩნად ალვარესს ოსიმენი მირჩევნია და ჟოა პედროც უფრო გამოსადეგი მგონია მარა ჯანდაბას,უმაღლესი დონის ფორვარდი რო არი რად უნდა თქმა. თან არგენტინელი გუნდში სულ გამისწორდება. ეგეც თუ მოაყომარეს რავიცი ხელები ამიწევია. ერთი სენესიც მომიყვანონ უფასოდ და თუ გაღორებად არ ჩამეთვლება ეგებ ბერნანდოც სკამისთვის🤣კანსელუ გამოისყიდონ და ეგაა, თუ უნდათ გაყიდონ კასადოც,ბალდეც და დეიონდიც და არაუხოც😅
იმედია მსოფლიომდე ვინმე კაი თავდამსხმელსაც გიფორმებენ რო შემდეგშ ფასი არ აუვარდეს ზემოთ ან ალვარესი ოსიმენი და კიდევ ერთს ვისურვებდი რომ მსოფლიოზე ვინმე პერსპექტიული თავდამსხმელი გამოჩნდეს და სკამისთვის ისიც იყიდონ ფერანის შემცვლელად