workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენტონი გორდონი ბარსელონაში ითამაშებს — Here we go!

ენტონი გორდონი ბარსელონაში ითამაშებს — Here we go!

ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ენტონი გორდონის “ბარსელონაში” ტრანსფერი გადაწყვეტილია (Here we go!). “ნიუკასლის” ხელმძღვანელობა და კლუბის არაბი მფლობელები კატალონიელთა ოფიციალურ წინადადებას დასთანხმდნენ.

როგორც ირკვევა, ტრანსფერის ფიქსირებული ღირებულება 70 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა გათვალისწინებული ბონუსების ხარჯზე, ინგლისური კლუბისთვის გადასახდელი საბოლოო თანხა 80 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

ინგლისელი შემტევი მიმდინარე კვირაში ესპანეთში გაემგზავრება, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და “ბარსელონასთან” კონტრაქტს ოფიციალურად მოაწეროს ხელი.

ენტონი გორდონი 25 წლის მარცხენა გარემარბია, რომელსაც თამაში შეტევის მარჯვენა ფლანგზე და ცენტრშიც შეუძლია. მიმდინარე სეზონში გამართულ 46 თამაშში მან თავი 17 გოლითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (86)

  • Berlinetta
    Berlinetta ლეგენდა
    schedule 28 მაი 2026, 01:22
    #26

    ჩვენი სტილი არ არისო, ეგ საიდან მოიტანეთ, ბარსას სტილის არ არის, შეიძლება, მაგრამ ფლიკის სტილის ვინგერი 100% არის, გორდონი, პერიშიჩი, კვარაცხელია, მსგავსი მშრომელი, მორბენალი, მაპრესინგებელი ვინგერები უნდა ფლიკს, მაღალ პრესინგზე გორდონი არის მისწრება, + ძალიან სწრაფია, რაც კონტრშეტევებს უფრო გააბასრებს… დეკო არ არის უჭკუო ტიპი, მე
    ნიკო ვილიამსსაც და ლუის დიაზსაც გორდონი მირჩევნია.

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 28 მაი 2026, 11:08
      #49

      ნიკოზე რომ იჭრიდნენ ვენებს ასაკის გამო თუ მოყავდათ თორე ჩვეულებრივი დოდოლაა ეგეც ზანგს ტვინი ჰქონდეს იშვიათია ეგ და შეგვრჩებოდა დემბელე 2 ხელში მაგის სახით

  • Moriarti
    Moriarti გულშემატკივარი
    schedule 28 მაი 2026, 01:15
    #25

    ცუდი ბიჭი არაა, რახან მოყავთ ესეიგი ფლიკს უნდა ისე არ მოიყვანდნენ. ფლიკი იდიოტი არაა ტყუილათ გადაყაროს ამდენი ფული. ფორვარდზე ნუ ნერვიულობთ მაგასაც მოიყვანენ, ესე ესე მალე იმიტო დახურეს რო ბავარიას და ინგლისშიც ბევრ გუნდს უნდოდა. ვნახოთ ვნახოთ სანამ ფანჯარა ღიაა დეკუს და ლაპოს ლანძღვა ადრეა, ფორვარდ და მცველს მოიყვნენ ესე მგონია

  • datio
    datio ვეტერანი
    schedule 28 მაი 2026, 00:52
    #23

    თავიდან მეც გამიკვირდა ეს ტრანსფერი.
    თუმცა შემდეგ მივხვდი, რაფინიას მსგავსი მშრომელი, თანამედროვე ფეხბურთის მოთამაშე შემტევი საჭირო იყო…
    გვყოლოდა რაფინია ან ეს გორდონი ატლეტიკოსთან და ვნახავდი რას გაგავაგდებდა ატლეტიკო – პრესინგის დროს შემტევმა თუ ოდნავ დააკლო, შემდეგ ნახევარდაცვაც და დაცვაც ორმაგად იღლება!
    წესით 1 მცველს და 1 შემტევს კიდვე მოიყვანენ და ბარსელონა ბ-დანაც 2-3 ფეხბურთელს ამოწევენ, ვიღაც ახალგაზრდა გაამართლებს

    • Berlinetta
      Berlinetta ლეგენდა
      schedule 28 მაი 2026, 01:24
      #27

      საღი აზრი. ხალხი ვერ იაზრებს რომ გუნდი ერთი მთლიანი მექანიხმია და ყელა ყბელას
      უნდა დაეხმაროს…

  • ALBATROSS
    ALBATROSS ახალბედა
    schedule 28 მაი 2026, 00:45
    #21

    ჯერ ადრეა ხალხოო რამის თქმა მგონი ივნისიდან იწყება ფანჯარა არც გახსნილა მგონი და რა გჭირთ აგვისტოს ბოლომდე იქნება ღია🤣🤣🤣 ჯერ ის უნდა ექნაო ეს უნდა ექნაო მეცინება რავქნა… საჩქარო რატო გახდა იციით?? ბაიერნი ნაბოზარი წაიყვანდა ან სხვები.. დანარჩენი მსოფლოზე დააკვირდებიან და + ალვარესზე იჩალიჩებენ აგერ ნახავთ ალვარესი წესლ ბარსელონაში ითამაშებს კასადოს და ფერანის ბარტერით + 70 მილიონი

  • cezo45
    cezo45 ლეგენდა
    schedule 28 მაი 2026, 00:38
    #20

    მაგარი ტრანსფერი იქნება ძაან.რაფინიას და იამალსაც ჭირდებათ დასვენება რთულია მთელი სეზონის განმავლობაში 30-40 თამაში ითამაშო მაღალ დონეზე ამიტომ გორდონი კაი ვარიანტია რომ ფლიკმა დაასვენოს ხოლმე იამალი და რაფინიაც მაგრამ მთავარი გასაძლიერებელი დაცვის ხაზი და ცენტრ ფორვარდია მოსაყვანი .

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 28 მაი 2026, 00:35
    #19

    ანუ, ერთი ისაა, რომ მრავალმხრივი ფეხბურთელია; 120 წუთი ცხენივით სირბილი შეუძლია და ტექნიკაც უვარგა, ფინიშინგიც ასე თუ ისე;
    1.83-ია, ესე იგი 9-იანზე, 2 სართული, კორპუსი და გაბარიტებზე დამოკიდებული რაცაა, მანდ გაქაჩავს;
    25 წლისაა, მის თამაშს ინგლისის ახალგაზრდულებიდან ვუყურებ და ყველა ასაკობრივის ლიდერი იყო;
    9-იანს ვამბობთ, მაგრამ შესაძლოა გვყავდეს რამდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც 9-იანზე და ცრუ 9-იანზე თამაში შეუძლიათ; ფერანი, ეს და ის ეგვიპტელი ბავშვი, და პლუს რაფინია;
    გუნდურობის ხარისხს გაზრდის ჰანსი და განსხვავებული პროფილის ფეხბურთელებიც ეყოლება;
    ასე არც პსჟ-ს არ ჰყავს ძირითადის 9-იანი, რამოსი უმეტესად სკამიდან შემოდის და ძირითადში გაურკვეველ ფლანგელი დემბელე დგას, რა დაშავდა? ლიგა, ყველა სხვა ტიტულები და აგერ მეორედ ლიგის ფინალშია;
    დაველოდოთ, მე ის უფრო მედარდება, არ გასულელდნენ და კანსელო არ დატოვონ გამოსყიდვის გარეშე

    • ALBATROSS
      ALBATROSS ახალბედა
      schedule 28 მაი 2026, 00:50
      #22

      ბალდეს გაუშვებენ უეჭველი ინგლისში და კანსელოს 10 მილიონს გადაიხდიან უნივერსალი ფლანგელია და მერე მეორე ის რომ ბარსელონაში 2 სეზონი აქ ნათამაშები და მორგებულიან აქ გუნდს 3 4 სეზონი გაქაჩავს წესით

      • Albicelecte
        Albicelecte ვეტერანი
        schedule 28 მაი 2026, 02:05
        #31

        ბალდე გასაყიდია და არაუხოც მისაყოლებელი

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 28 მაი 2026, 00:00
    #16

    ანუ რაშფორდს არ გამოისყიდიან

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 27 მაი 2026, 23:55
    #15

    ბერნარდუ სილვასაც დაიმატებენ როგორც იწერება. ნუ, უფასოდ ამ დონის მოთამაშის დამატება ცუდი ვარიანტი არაა, არაფერს გააფუჭებს. უბრალოდ ერთია კაი ფორვარდი და ცენტრალური მცველი თუ არ ვიყიდეს, ამ ორი ტრანსფერით არაფერი გამოვა, მითუმეტეს რო ნახევარდაცვაში გვაქვს არჩევანი, იამალის და რაფინიას ზამენაში 80 მილიონის წყვეტა არ მგონია სწორი სვლა არანაირად. რაშფორდის გამოსყიდვაზე რა აზრის ხართ? არასტაბილურია, შეიძლება გამოანათოს, მარა უმეტეს შემთხვევებში ძაან ურევს.

    • Barca for life
      Barca for life ვეტერანი
      schedule 28 მაი 2026, 00:12
      #17

      ბერნარდუზე ფლიკი ორჭოფობს, რადგან ისედაც ბევრი ნახევარმცველი ყავსო და ვეთანხმები.
      მითუმეტეს ახლა ჩვენი კიდევ ერთი ბრილიანტი ემბრიმა ტუნკარა ამოჰყავთ პირველ გუნდში და აი ეგ თუ ის დადგა რაც მე 2 წელია მგონია.. აი არ ვიცი.. მაგ ბავშვს უყურეთ!!! იამალზე ნაკლები დონის ტალანტი არაა, ხოლო 3 წელში ფოდე დიალოც მოგვეწევა.
      სტარიკერს და მცველსაც იყიდიან როგორც ჩაფიქრებული იყოო.
      3 შემტევ პოზიციას რომ ფარავს და თან სასტარტოშიც რომ არ შეგეშინდება დაყენება, ეგეთი ფეხბურთელი ნაღდად ღირს 80მ დღევანდელ რეალობაში.
      რაშფორდის გამოსყიდვას რაც შეეხება, მთელი სეზონია ვეწინააღმდეგები და ახლა კიდევ უფრო გართულდა რაც მიხარია.

      • Robert lewandovski
        Robert lewandovski კულე
        schedule 28 მაი 2026, 00:18
        #18

        ალვარესის მომყვანები არიან ვითომ? რავიცი, რა ვარიანტებიც არის მაინც ყველას მირჩევნია და მგონია რო გამოგვადგება. თუ მოიყვანეს ალვარესი და ერთი კაი ცენტრალური მცველი, უკვე სხვა საქმეა ეგ.

        • Barca for life
          Barca for life ვეტერანი
          schedule 28 მაი 2026, 01:02
          #24

          როგორც ადრე ვწერდი, თუ გაყიდეს ყველა გასაყრელი: არაუხო, კუნდე, კრისტენსენი, კასადო, ბარდაჯი და გაიჯარებულები ჯერ მარტო სახეფასოდან გამონთავისუფლდება იმდენი რომ მარტო ეგ ღირს ტრანსფერების გასაკეთებლად და მაგას რომ დავუმატოთ ამ ფეხბურთელებში გაკეთებული მინ. 140მ ალვარესს კი არა ნებისმიერს იყიდიან ვისაც ხელს დაადებენ.
          თან ესე კონკრეტულადაც ფაქტია ვერაფერს ვიტყვით ისე ჩუმად დაიწყეს ტრანსფერების გაჩარხვა და რავიცი..
          ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ამბებს დაატრიალებენ და ეგ თუ გამოვიდა დაგვეხიოს ნებისმიერი.

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 27 მაი 2026, 23:39
    #13

    ცუდი ტრანსფერი არაა უბრალოდ ამ თანხაში ცენტრ ფორვარდი ეყიდათ კაი იყო. თუ არა და ცენტრალური მცველი ან საყრდენი. კაროჩე პოზიების მეტი რა იყო გასაძლიერებელი, გარემარბს არ მიხტომოდნენ.

  • Bequsha904
    Bequsha904 ლეგენდა
    schedule 27 მაი 2026, 23:38
    #12

    რა გორდონი ეს ან აგვაშენებს ან დაგვაქცევს, იმედია ვცდები😃 ვამოს🙏 ვისკა ბარსას🤙🤩❤️

  • LEVANII
    LEVANII გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 23:36
    #11

    Რაღაც ძალიან ნაჩქარევი ტრანსფერია ამის გარდა მინიმუმ კიდევ მარცხენა მცველი და ფორვარდია დასამატებელი ლაპორტას თუ ამდენის საშვალება აქ საღოლ გორდონის 70 მილიონი პლიუს ალვარესის 150 პლიუს კანსელოს გამოსყიდვა ან სხვა ვინმეს დამატება 250მდე გამოდის და მაგდენის საშვალება არის ვითომ?

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 23:35
    #9

    იმედია როგორც რაფინიამ დაადუმა საზოგადაოება იგივეს იზამს✊🏻 ყველგან თამაშობს შეტევაში დაუღალავად დარბის გიჟივით და საკმაოთ კაი დრიბლინგი აქვს.ვნახოთ ფლიკმა რა ჩაიფიქრა🙄 ლაპორტა ამას არასდროს მოიყვანდა გამორიცხულია.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 27 მაი 2026, 23:34
    #8

    ლევანას წასვლის შემდეგ, რეალურად ფორვარდი უფრო გვჭირდება, ამათ გორდონი იყიდეს და წინ ვის იმედზე ვართ? ფერან ტორესის? რაშფორდის გაფორვადება სისულელეა, არასტაბილურია რა პოზიციაზეც გინდა ათამაშო. ალვარესის ან სხვა ტოპ ფორვარდის მომყვანები არიან ესენი?

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 27 მაი 2026, 23:15
    #6

    აქაური ეკონომისტებისგამ განსხვავებით, მე ძაან მკიდია ლაპორტა და ბორდი თუ ნაკლებ ფულს წაიღებს სახლში. მთავარია ტიტულები მოიგოს კლუბმა. დაეხმარება თუ არა გორდონი ამ საქმეში და ღირს თუ არა 80 მილიონი არ ვიცი. თუ ფლიკის არჩევანია ასეთი მე თანახმა ვარ. თუ ფლიკს არ შეეკითხეს და ამას გადაყლაპავს ( რაც არა მგონია) მაშინ ეს გერმანელი ყოფილა ყველაზე სირი მწვრთნელი ჩვენს ისტორიაში😆 ეს ნაკლებ სავარაუდოა და ამიტომ ვნახოთ რა გამოვა. უბრალოდ აქაური ხალხი მაოცებს😀 მემარცხენე მცველი არ გვყავს და თურმე ბასტონი 70 არ ღირდა. ფორვარდი არ გვყავს და თურმე ოსიმენი 100 არ ღირს🙂 ახლა გეკითხებით რაფინია გვყავს მარცხნივ და ამ დროს გორდინი გვიღირს 80??? მგონი ლეგიტიმური შეკითხვაა არა? თუ ძლიერი ცხრიანი არ მოიყვანეს და ძლიერი მემარცხენე მცველი, მაშინ საერთოდ არ არის საინტერესო თავის მხრივ გაამართლებს თუ არა გორდონი. ყველა ვარიანტში მორიგი იდიოტური სატრანსფერო ნაბიჯი იქნება ბარსელონას მხრიდან. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩემს შეფასებებს ეს ტრანსფერი ჯერ ჯერობით საერთოდ არ ცვლის, პირიქით უფრო მიმყარებს აზრს, რომ ესენი ედიოტები და თავის საქმის არ მცოდნე ხალხია😕 მაგალითად როგორც მე მგონია გორდოსნ თუ დაამატეს უვასო ვლაჰოვიჩი და უფასო სენესი და გვითხრეს, რომ ვსიო😕 ჩემთ თვალში მაგარი სირები იქნებიან და თქვენი არ ვიცი✊

    • Gaucho97
      Gaucho97 გულშემატკივარი
      schedule 27 მაი 2026, 23:35
      #10

      არც მე ვფიქრობ ფულზე ბევრისგან განსხვავებით, ეს გუნდი წელიწადში მინიმუმ მილიარდიან მოგებას ნახულობს ბარსელონა სახელია რომელიც ფულს შოულობს, ამასაც იყიდიან და სხვა ბევრ ძვირიან ფეხბურთელსაც თუ მოუნდათ, ეხლა ლევანდოვსკი ხო წავიდა იქ შტეგენსაც გაუშვებენ ერთი ორს კიდე ზედ მიაყოლებენ და სახელფასო ჭერი გამოთავისუფლდება იმის ფუფუნება ექნება გუნდს ტრანსფერები აკეთოს, აშკარაა 1:1 წესს დაუბრუნდნენ, ეხლა ბევრგან ვკითხულობ, ერთერთი კატალონიური რადიო წერს გორდონის მერე პირდაპირ თავდამსხმელზე გადაერთვება ბარსაო ეს მხოლოდ დასაწყისიაო, ეს ისე მალე დაიმატეს ალბათ ტოპ ცხრიანი მოყავთ რომელსაც დრო დასჭირდება რომ გაიფორმონ ასე რომ ბევრი კაი ამბები გველის მჯერა ლიგა ჩვენია ეხლა

  • GIo-GxP-FCB
    GIo-GxP-FCB ლეგენდა
    schedule 27 მაი 2026, 23:12
    #5

    ტრანსფერებზე რამდენი აქვს ბარცას გამოყოფილი ხომ არ იცით ვინმემ ? ან ამის დარეგისტრირება ზე ხომ არ წავა ეხლა ახალი ტვინის ბურღვა? ისე ფლიკის სტილში ჯდება ეს ბიჭი მაგარი მუშა იგროკია, მაგრამ დაცვა და ფორვარდი ჰაერივით ჭირდება გუნდს რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალისთვის მაინც აქვს პრეტენზია, მოგებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია

    • Visca barca
      Visca barca გულშემატკივარი
      schedule 27 მაი 2026, 23:15
      #7

      დიდი ხელფასი არ ექნება თან ლევანდოვსკის წავიდა

  • jacky iakovenko
    jacky iakovenko ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 23:07
    #4

    ვისში გადაყარეს ტიპებმა 80 მილიონი ….. მერე უკვერთ რატო დასცინით ყველა

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 23:02
    #3

    მარტო მარცხნივ კი არა მარჯვნივაც შეუძლია ეს კიდევ ერთი პლიუსია, იამალსაც შეცვლის რომ რამე, რუნის ალბათ გაანათხოვრებენ, საჭირო რომ გახდეს ნახევარდაცვაშიც დადგება როგორც ჩანს ფლიკმა სწორად შეარჩია მუშა მოთამაშეა ესეთები თამაშებს იგებენ

  • walker599
    walker599 ვეტერანი
    schedule 27 მაი 2026, 22:59
    #2

    ფერმინის კალიბრის ბიჭია, ძააააალიან მშრომელი, სწრაფი და კარგი დარტყმით, ნუ ესეთი ფეხბურთელები მოსწონს ფლიკს რომელიც გაუჩერებლად დარბის და ჰა ვაცადოთ აბა, ისე კონტრაზე და პრესინგზე აუ რას ირბენეეეენ, თან ცალსახად რაფინიას ვერ ვცვლიდით როგორც საჭიროა და აგერ გვეყოლება ფლანგზე რეაქტიული და რეშფორდს შეუძლია ჩაალაგოს და მიყვეს ფერანიც.

  • Gaucho97
    Gaucho97 გულშემატკივარი
    schedule 27 მაი 2026, 22:59
    #1

    სატრანსფერო ფანჯარა გავხსენით ეს ერთი სხვა მრავალი მიგველოცოს ერთმანეთისთვის, პირველ რიგში ცხრიანი და ცენტრალური მცველი, მერე წამსვლელებისთვის გზა დაგვალოცნინა, რაღაცნაირად გამისწორდა ეს ბიჭი ბარსაში, თან ზედმეტი საგა არ დაუდგამთ შუადღეს წავიკითხე ინტერესზე აგერ რამდენიმე საათში გაიფორმეს ძაან კარგი, ახალი ფეხბურთელები მიხარია ამ გუნდში მუღამი აქვს ახალ სეზონს ვინ რას იზავს ვინ რა როლს ითამაშებს გადამწყვეტ თამაშებში, დაველოდოთ რა იქნება ❤️