მიმდინარე საჩემპიონატო სეზონის ახსნა ჟოან გარსიას ხსენების გარეშე ძალიან რთული იქნებოდა. ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც დღეს 25 წელი შეუსრულდა, შიდა ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, მისმა გამორჩეულმა ასპარეზობამ კი “ბარსელონას” გულშემატკივრების გულები უკვე დაიპყრო.
“ოსასუნას” წინააღმდეგ კატალონიელმა მეკარემ ლა ლიგაში 28-ე შეხვედრა ჩაატარა, რაც სამორას ჯილდოს მოსაპოვებლად მინიმალური მოთხოვნაა. ამჟამად მის ანგარიშზე 20 გაშვებული გოლია, რითაც ის მეორე ადგილზე მყოფ კურტუას უსწრებს, რომელსაც 28 მატჩში 24 გოლი აქვს გაშვებული.
საუკეთესო კოეფიციენტი
სამორას ჯილდო მხოლოდ გაშვებული გოლების რაოდენობის მიხედვით არ გაიცემა, ის გაშვებული გოლებისა და ჩატარებული მატჩების თანაფარდობას ეყრდნობა. ამჟამად გარსია 0.71 კოეფიციენტით (20 გოლი 28 თამაშში) ლიდერობს. კურტუას მაჩვენებელი 0.86-ია, მას კი მოჰყვებიან დავიდ სორია 1.06-ით, ლუის ჟუნიორი 1.07-ით და იან ობლაკი, რომელსაც ასევე 1.07 კოეფიციენტი აქვს.
საკვანძო მოთამაშე
ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ჟოან გარსია უპირობო ძირითადის მოთამაშეა. გასულ ზაფხულს “ესპანიოლიდან” მისმა ტრანსფერმა “ბარსელონას” გულშემატკივრებში ოპტიმიზმის ტალღა გამოიწვია, რადგან მათ მალევე დაინახეს ფეხბურთელი, რომელსაც მატჩების ბედის გადაწყვეტა შეუძლია. აღნიშნულმა ბრწყინვალე ფორმამ ის, ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, სამორას რეიტინგის სათავეში მოაქცია. “ელ კლასიკოს” წინ, რომელმაც შესაძლოა ჩემპიონის ვინაობა გადაწყვიტოს, ჟოან გარსია მიზნად ისახავს, რომ “ბარსელონას” რიგებში პირველი სეზონი ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებით დაასრულოს.
მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო მეკარეა
კლასიკოს მერე აღარ უნდა ითამაშოს
ადმინ,
გთხოვთ, დააბრუნეთ ძველი დიზაინი, ზუსტად ისეთი როგორიც იყო…
ვერ გავიგე რატომ შეცვალეთ, ყველაზე კომფორტული ეგ იყო!!!
Სევილიას მოგებამ გაასწორა მენანება ეგ გუნდი გასავარდნად
ძალიან გაგვიმართლა რომ ესპანიოლში თამაშობდა და გამოსასყიდი ქონდა 25 მილიონი. დეკო ამის მომყვანი სხვა ქვეყნიდან ან სხვა შედარებით დიდი გუნდიდან ან გამოსასყიდის გარეშე არ იყო🙂 ახლა იწერება კუნდეში ლივერპული 80 იხდისო და ერთი შეხედვით უნდა გავყიდოთ. მაგრამ რა არის ამოცანა? ის რომ გუნდი გაძლიერდეს თუ ვალებმა მოიკლოს? ამ გუნდს რომ მართველობა უვარგოდეს არც დავფიქრდებოდი ამ ფასად კუნდეს გაყიდვას, 40 მილიონად პროფესიონალი მოიყვანდა ამ დონის ან დაჟე უკეთეს ფლანგის მცველს და 40 პლუსში წავიდოდა გუნდი მაგრამ კუნდე გაყიდო და რაიო ვალეკონოს 27 წლის მცველი იყიდო???? ( ყველგან წერენ დეკო ინტერესდებაო) აღარ არის ეს ყველაფერი სასაცილო😕 არ იცის ამ ხალხმა არც ყიდვა, არც გაყიდვა და ტყვილებზე აგებენ ამხელა კლუბის მართვას. 😕
დამიწერე კუნდეს დონის ფლანგის მცველები 😂 მითუმეტეს 40 მილიონში😀
ეგრე ვერ დაგიწერ ძმა. მაგრამ მე აქ ვარ თბილისში, ხვალ ავდგე უნდა 8 საათზე და სამსახურში წავიდე სადაც ხელფასი მაქვს 2000 ლარი. დეკოა ტექნიკური დირექტორი და ბრაზილიაში, არგენტინაში, გნებავს აღმოსავლეთ ევროპაში დავიჯერო კარგი ბიჭი არავინაა ფლანგის მცველი??? ან რას მერჩი? მე ძაანაც მომწონს კუნდე და ერთი სეზონის ჩაგდების გამო არ მინდა გავუშვა. უბრალოდ ვხედავ რეალობას თქვენგან განსხვავებით რომ გუნდი სწორ ნაწლავშია გაჭედილი და ვერავის ღირებულს ვერ ყიდულობს, უბრალოდ გაყრით თვალებში ნაცარს და თქვენც იყრით. ადგენთ აქ მომავალი წლის შემადგენლობას ისეთს 300 მილიონი რომ დაჟდება. არ არის ფული ბრატ არა. არ გეუბნება ეს აფერისტი პრეზიდენტი მაგრამ მაგან თუ არ გითხრა ვერ ხეს
დავთ თვქვენით რომ ყოველ წელს ტყვილებს ჭამთ???? ვააა გაგიჟდები რა. იქნებ რაიმე ფული მოიგოს გუნდმა 80 მიმიონი დიდი ფულია და ორმოცი თუ დარჩება და ორმოცად ვინმე პერპექტიულს იპოვის ეგ იქმება კარგი თქო ეგ ვთქვი. თორე კაი მეც ვიტყვი თქ ენსავით ჩემი რა მიდის: აუ გაისად ოსიმენი თავდასხმაში, ვუსკოვიჩი და უფასო სერენო დაცვაში. ერთი კარგი ფლანგის შემტევი და ერთი ჯანიანი გამოცდილი ჩამშლელი და ვსიო
მაგარი გუნდი ვართ😆😁 ჰა წავა ასე? გვეშველება? თუ კი არ მეზარება ძმა შემიძლია სკამისთვის კეინი დავწერო, ბარკოლა ნახევარდაცვაში ან ტონალი. ხო მოიცა ძმა აუ პსჟ დან კვარა წამოვიყვანოთ ლაპორტა რა😁 ასე ჯობია ხო?
ესეიგი, როა საიტზე მომხმარებელი და მწვანედ ჩანს ეგ დასამატებელია, ასევე კომენტარში სმაილები, ფერადი შრიფტი და.შ ეგეც, ლაიქის ფუნქციაც უნდა დაემატოს ამასთან, რაც მალე იქნება ყველაფერი მით უკეთესი რო უფრო კომფორტული იყოს მომხმარებლებისთვის.
არსენალი პრემიერ ლიგასაც მოიგებს და ხვალ ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც გაინაღდებს, ატლეტიკოს ფინალს კი მირჩევნია მაგათი გასვლა. და სიტი ამ სეზონის გათვალისწინებით ნამდვილად არ იმსახურებს ჩემპიონობას, ბოლო წლებში ისედაც საკმარისი მოიგეს. ლუის ენრიკეს რაც შეეხება, ზეგ კომპანი ჩაუტარებს მასტერ კლასს აი ნახავთ.
სამწუხაროდ ვერ ვნახეთ.
2 თავით მაღლა დგას ენრიკეს სისტემა ყველა სხვა მწვრთნელი სისტემაზე. თან როგორ უგვარებს ყველა ფეხბურთელს რომ დაუყოვნებლივ უკან ჩავიდნენ როცა ბურთი იკარგება. ვუყურებ სიტის თამაშს და სეირნობს ყველა თუ ბურთი არ აქვთ, სამი გოლი აირტყეს ძალიან მარტივად …
არასოდეს ვაფასებდი ვინგერს დაცვაში თამაშით, ახლა, ფეხბურთის განვითარების ზედა ზღვარზე, ნეიმარზეც კი უარს ვიტყოდი თუ დაცვაში არ დაეხმარებოდა გუნდს….
ვინ იცის ეს რომ წინა სეზონში გვყოლოდა რა იქნებოდა…
არაფერი განსაკუთრებული ლიგაზე ჯერ ვერაფერს შვება გარსია
ჩემთან რაღაც დრო ჭირდება, რომ გვერდი ბოლომდე გახსნას, ცალკე დრო ჭირდება კომენტარების გახსნას. ძველ საიტზე მომენტალურად იხსნებოდა ერთიც და მეორეც. დიზაინი რომ ეს ჯობია უეჭველია.
იქ ჩანდა საიტზე ვინც იყო და ვინც არა, კომენტარების რაოდენობა მომხმარებელის, სტატიებიც, ანუ პროფილში რო შეხვიდოდი ყველაფერი მარტივად იყო უფრო რა, აქ ბევრი რამ გაუგებრადაა ჩემთვის ჯერ კიდევ, ნუ რაცაა ესაა და იმედია უფრო დაიხვეწება, მარა ძველი მირჩევნია მე.
ძმებო, აბა რას ფიქრობთ დღეს სიტი გატეხავს თამაშს? ლიჩნად ამ სეზონში არსენალის ჩემპიონობა მინდა და იმედი მაქვს მოიგებენ პრემიერ ლიგას. ნუ ლიგის ფინალშიც ვხედავ მეთოფეებს, ატლეტიკოს გასვლა არ მინდა არანაირად.
არსენალი ყველაზე საზიზღარი გუნდია ატლეტიკოს მერე მარა იმდენად ვიყავი დარწმუნებული სიტის ჩა..აში დღეს ევერტონის 1 მიწერია. ტიპიური გვარდიოლაა და თავისი ჰუსეინოვებით და ბოლო 2 წლის ჩმორის მენტალიტეტით თასის მეტს ვერაფერს მოიგებს. ტრებლის მერე რო არ წავიდა მეტის ღირსიც არის
აჰა, ამდენი ხანია სტატია დევს და არავინ წერს კომენტარს, აშკარად ძველი დიზაინის დრო უკეთესი აქტიურობა იყო, ახალ დიზაინში კი უამრავი დეტალია გამოსასწორებელი.
მეც ეგ დავწერე. აშკარად შესაცვლელია რაღაც
ხო, რა ვთქვა არ ვიცი, შეიძლება ვერ ვეჩვევი ჯერ, თუმცა ძველი გაცილებით უფრო კარგი და კომფორტული იყო ჩემი გადმოსახედიდან, ვნახოთ რა შეიცვლება კიდევ. ნებისმიერი ცვლილება მომხმარებლების კომფორტისთვის კეთდება თუ აქტიურობა ასე დაიწევს, ეს საიტისთვის ცუდი იქნება.
სალამი მეგობრებო, კარგა ხნის განმავლობაში ვერ ვახერხებდი საიტზე შემოსვლას, დიზაინს რაც შეეხება, სიახლეები და ცვლილებები ძალიან ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა თითქოს ძველი უკეთესი და კომფორტული იყო ჩემთვისო. ნუ ალბათ ახალი რომაა შეჩვევას დრო სჭირდება, თუმცა როგორც ვატყობ ახალმა დიზაინმა ჯერჯერობით ბევრი ვერაფერი შეცვალა.