ფრე მიუნხენში: ფინალისტის ვინაობა სპოტიფაი კამპ ნოუზე გაირკვევა

ფრე მიუნხენში: ფინალისტის ვინაობა სპოტიფაი კამპ ნოუზე გაირკვევა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი “ბაიერნსა” და “ბარსელონას” შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. კატალონიელები შეხვედრას იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა მაინც მოახერხეს. ფინალის საგზურის მფლობელი განმეორებით შეხვედრაში გამოვლინდება, რომელსაც “სპოტიფაი კამპ ნოუ” უმასპინძლებს.

მიუნხენში გამართული დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. ანგარიში “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ევა პაიორმა გახსნა და კატალონიური გუნდი დააწინაურა. სტუმრებს უპირატესობის შენარჩუნებაში მეკარე, კატა კოლიც ძალიან დაეხმარა, რომელმაც მანამდე რამდენიმე რთული დარტყმა მოიგერია და პირველ ტაიმში კარი მშრალად შეინახა.

მიუხედავად “ბარსელონას” მცდელობისა, მიუნხენელებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმში შეძლეს. საპასუხო გოლი ფრანცისკა კეტმა გაიტანა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გოლის ავტორმა მოგვიანებით წითელი ბარათი მიიღო და “ბაიერნი” მოედანზე 10 მოთამაშით დარჩა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის ვინაობას გულშემატკივარი კატალონიაში გაიგებს, სადაც მომდევნო ეტაპზე გასასვლელად “ბარსელონას” ფეხბურთელებს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამარჯვების მოპოვება დასჭირდებათ. ეს დაპირისპირება 3 მაისს გაიმართება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    29 აპრ 2026, 12:23

    კაცებში მოვიგოთ და ქალები პოხუი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    26 აპრ 2026, 21:39

    უნდა მოუგონ მე მაგალითად 8-2 გამეხარდებოდა.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    26 აპრ 2026, 00:31

    ბარსას ქალთა გუნდი ძან დონეა, ყველაფერს ბრდღვნიან და თელავენ ნეტა კაცებიც ასე თამაშობდნენ.
    წინა სეზონში არ გაუმართლათ და ფინალი წააგეს არსენალთან მაგრამ წელს მჯერა უეჭველი მოიგებენ.

  • Barca
    Barca გულშემატკივარი
    26 აპრ 2026, 00:11

    4-5 ტრანსფერი გვჭირდება. მცველი, ფორვარდი, მარცხენა ვინგერი, ჩამშლელი ნახევარმცველი და მეხუთე ალბათ ფლანგის მცველი.
    ტრანსფერების მერე უკვე შეგვეძლება ნებისმიერ გუნდს წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    26 აპრ 2026, 00:04

    იმედია გაცდებიან. ფინალში მინდა ისევ არსენალს შეხვდნენ და შარშანდელის გამო დამაჯერებელი პასუხი გასცენ.