ბარსელონას ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

ბარსელონას ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია!

“ბარსელონამ” ევროპის საუკეთესო ქალების გუნდის სტატუსი ოფიციალურად დაიბრუნა!

ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელშიც ბოლო წლების საუკეთესო გუნდი “ბარსელონა” ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გუნდ “ლიონს” დაუპირისპირდა.

პირველი ტაიმი “ბარსელონას” უპირატესობით ნამდვილად არ წარმართულა და უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში კი ევა პაიორისა და სანდრა პარალუელოს დუბლებით “ბლაუგრანამ” ფრანგული მეტოქე გაანადგურა და 4-0 მოიგო.

დღევანდელი დუბლის წყალობით ევა პაიორი 11 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა ბოლო 4 სეზონში 3-ჯერ, ხოლო ბოლო 6 სეზონში 4-ჯერ მოიგო. “ბლაუგრანა” ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც ქალების ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ 6-ჯერ ითამაშა.

ამ გამარჯვებით “ბარსა” “აინტრახტს” გაუთანაბრდა. ორივე ამ გუნდს 4-4 ჩემპიონთა ლიგა აქვს. 8 ტიტულით პირველ ადგილზე კვლავ “ლიონია”.

“ბარსელონა” ერთადერთი კლუბია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა როგორც კაცებში, ასევე ქალებში აქვს მოგებული. თუმცა მიმდინარე სეზონის ბოლოს კატალონიელებს, შესაძლოა, ლონდონის “არსენალი” შეუერთდეს.

 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    23 მაი 2026, 23:20

    ვუყურე, მაგრამ ბოლო ყველაზე ტკბილი, დაჯილდოება არ გვანახეს. ჩასტვინა თუ არა მსაჯმა ეგრევე გათიშეს.
    საღოლ გოგოებს. ფუტელიასი მაგრად მევასება, ნამდვილი კაპიტანია.

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      25 მაი 2026, 14:28

      სად უყურე მაინტერესებს მე ვერსად ვერ ვნახე.

      • Ramooo
        Ramooo ახალბედა
        26 მაი 2026, 07:07

        Live balze ვუყურე მეც

  • C.PC5
    C.PC5 ვეტერანი
    23 მაი 2026, 22:39

    მაგარი გოგოები გვყავს ასე უნდა გააგრძელონ სანამ ეს თაობა ყავთ და ლიონს დაეწიონ, უკეთეს შემთხვევაში გადაასწრონ კიდეც, კარგია რომ კაცთა გუბდის კრიზისის პერიოდში გოგოებს პოზიტივი შემოქონდათ ჩვენს საფწხვურთო ცხოვრებაში და ახლაც აგრძელებენ ჩვენს გახარებას.