მესი დი სტეფანოს რეკორდს უმიზნებს

მესი დი სტეფანოს რეკორდს უმიზნებს

 ლიონელ მესი უმიზნებს, არგენტინელი ლეგენდის, დი სტეფანოს რეკორდს. ყოფილმა ”რეალ მადრიდის” ფეხბურთელმა ჩაატარა 394 მატჩი დედაქალაქელების მაისურით და მან 307 გოლის გატანა შეძლო, აქედან 18-ჯერ დი სტეფანომ კატალონიელთა კარები აიღო.

 არგენტინელი ლეგენდის რეკორდი დიდი ხნის მანძილზე მიუკარებელი იყო. 21 საუკენეში მოიაზრებდნენ ორ ფეხბურთელს, რომლებსაც ამ რეკორდის დამხობა შეეძლოთ (რაული - 15, ცეზარი - 14), მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ. ”ოქროს ბურთის” ოთხგზის გამარჯვეული, ლეო მესის ანგარიშზე კლასიკოებში 17 გოლია და მოსალოდნელია ამ რეკორდის დამხობა დღევანდელ მატჩში, ესპანეთის თასის განმეორებით თამაშში.

 

მოთამაშე ლა ლიგა თასი სუპერთასი
ევროპა ჯამში
ლეო მესი 10  0 5 2 17
ალფრედო დი სტეფანო 14  2 0 2 18

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.