მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო ტურნირში უამრავი მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდა ასპარეზობდა, ლა ლიგა ერთ-ერთი ულამაზესი ჩემპიონატია მთელ მსოფლიოში, რაც მეტწილად მისი საუკეთესო ბომბარდირების დამსახურებაა. მათ შექმნეს ის საფებურთო სტილი, რომლითაც ესპანური ლა ლიგაა განთქმული.
ვეცდები რამდენიმე მათგანი დაგიხასიათოთ და უკეთ გაგაცნოთ.
1. ტელმო სარა – ბილბაოს “ატლეტიკი” – 252 გოლი
ესპანური ფეხბურთის, კერძოდ კი ბასკეთის უდიდესი ლეგენდა, რომელმაც 1940-1955 წლებში ბილბაოს “ატლეტიკის” მაისურით 278 მატჩი ჩაატარა და 252 გოლის გატანა შეძლო, მიუხედავად მაშინდელი ფეხბურთის დაბალი სისწრაფისა და კლასისა უდავოდ სენსაციური შედეგია. 2006 წელს ტელმო სარა 85 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა, ამავე წელს მის პატივსაცემად ესპანეთის ლა ლიგაში ახალი პრიზი სარას ტროფეი დააწესეს, რომელიც საუკეთესო ბომბარდირებს გადაეცემათ. პირველი სარას ტროფეის მფლობელი მაშინდელი “ვალენსიას” თავდამსხმელი დავიდ ვილია გახდა.
2. უგო სანჩესი – მადრიდის “რეალი” – 234 გოლი
მექსიკელი ცოცხალი ლეგენდა, რომელმაც ესპანურ ფეხბურთში თავისი ეპოქა შექმნა, ის “რეალის” შემადგენლობაში 1985-1992 წლებში ასპარეზობდა და 297 მატჩი ჩაატარა, მანამდე იყო მადრიდის “ატლეტიკოს” უდავო ლიდერი, სადაც მან 1981-1985 წლებში ითამაშა და 111 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ამ ორივე კლუბის მაისურით უგო სანჩესმა 234 გოლი გაიტანა და საპატიო მეორე ადგილზე იმყოფება.
3. რაულ გონსალეს ბლანკო – მადრიდის “რეალი” – 228 გოლი
ვისაც კი თანამედროვე ფეხბურთის ოდნავ მაინც რამე გაეგება, მას აუცილებლად ეცოდინება რაულის შესახებ, ის ნამდვილად “რეალის” და მთლიანად ესპანეთის ლეგანდაა, რომელიც კარიერას ამჟამადაც აგრძელებს. მან “რეალის” მაისურით 1994-დან 2010 წლამდე ითამაშა, ჩაატარა 550 მატჩი, გაიტანა 228 გოლი. კლუბში ჟოზე მოურინიოს მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ გერმანულ გელზეკირხენის “შალკე 04”-ში გადაბარგდა.
4. ალფრედო დი სტეფნო – მადრიდის “რეალი” – 227 გოლი
წარმოშობით არგენტინელი ფეხბურთის ლეგენდა, რომელიც გარდა გოლების რაოდენობისა, უნიკალურია იმითაც, რომ მას სამი ქვეყნის: არგენტინის, კოლუმბიის და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში აქვს ნათამაშები. მიუხედავად ამისა მან სანაკრებო დონეზე ვერფერს ვერ მიაღწია. საკლუბო დონეზე კი ის მსოფლიოს ლეგენდაა, მან კარიერა “რივერ-პლეიტში” დაიწყო და ბარსელონას “ესპანიოლში” დაასრულა, თუმცა მას ჰქონდა “ოქროს შუალედი” “რეალის” სახით. ფეხბურთელი “რეალში” 11 წლის მანძილზე ასპარეზობდა 1953 წლიდან 1964 წლამდე, ჩაატარა 282 მატჩი და გაიტანა 227 გოლი.
5. ცეზარ როდრიგესი – “ბარსელონა” – 226 გოლი
ცეზარ როდრიგესი “ბარსელონას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია ლა ლიგაში, ის კლუბში 16 წლის მანძილზე 1939 წლიდან 1955 წლამდე ასპარეზობდა, ცეზარმა “ბარსელონას” მაისურით 287 მატჩი ჩაატარა და 226 გოლის გატანა მოახერხა. ცეზარ როდრიგესმა კარიერა 1960 წელს “ელჩეში” დაასრულა და სამწვრთნელო კარიერას მოჰკიდა ხელი, 1963-1964 წლებში ის “ბარსელონასაც” წვრთნიდა.
წყარო: www.lfp.es