"ბარსელონა" – "რეალი". 26 თებერვალს, 21 საათზე

"ბარსელონა" – "რეალი". 26 თებერვალს, 21 საათზე

 

დღეს ცნობილი გახდა ესპანეთის სამეფო თასის 1/2 ფინალური შეხვედრების ჩატარების განრიგი. "ბარსელონას" მადრიდის "რეალს" "ნოუ კამპზე" 26 თებერვალს, 21 საათზე უმასპინძლებს. 4 დღის შემდეგ პრიმერა დივიზიონის კლასიკო ჩატარდება "სანტიაგო ბერნაბეუზე".

"ბარსელონა" 23 თებერვალს შინ "სევილიას" მიიღებს, ხოლო 3 დღის შემდეგ "ნოუ კამპზე" სამეფო თასის ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. მეორე წყვილში მადრიდის "ატლეტიკო" და "სევილია" ცდილობენ ფინალში თამაშის უფლების მოპოვებას. პირველ მატჩში, "ვისენტე კალდერონზე" დიეგო სიმეონეს შეგირდებმა 2:1 იმარჯვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.