შემდეგი გაჩერება – სამხრეთ კორეა

შემდეგი გაჩერება  –  სამხრეთ  კორეა

როგორც ექსპერტები წინასწარმეტყველებდნენ არგენტინამ პირველი მატჩი ჯგუფში მოიგო ნიგერიის წინააღმდეგ 1:0. მათი აზრით ნიგერიასთან მატჩი ყველაზე რთული იქნებოდა სამხრეთ ამერიკელებისათვის ჯგუფში. მაგრამ, ნუ დაგვავიწყდება ჯგუფში ამჟამად პირველ ადგილზე მყოფი (ბურთების შეფარედებით) სამხრეთ კორეა რომელმაც დამაჯერებლად სძლია პირველ მატჩში ბერძნებს.

საბერძნეთთან მატჩის შემდეგ სამხრეთ კორეის ნაკრები ძლიერ მოწინააღმდეგედ "ჩაითვალა". არგენტინელებმა მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს და არც აპირებენ, რომ ეს სერია შეწყვიტონ. თითქოსდა არცისე ძლიერი კორეა ძლიერ ოპონენტად იქცა "ბ"– ჯგუფში. არგენტინელები კორეელებს 17 ივნისს დაუპირისპირდებიან, თუკი ამ მატჩში არგენტინელებმა იმარჯვეს ფაქტობრივად გაინაღდებენ პირველი ადგილიდან გასვლას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარადონა თავის შეგირდებს განსაკუთრებულად ამზადებს ამ მატჩისათვის,  "ფეხბურთის ღმერთის" თქმით  პირველი მატჩის შემდეგ გუნდი უფრო და უფრო ადვილად ითამაშებს და ყველაფერს გააკეთებს სამხრეთ კორეის დასამარცხებლად მეორე ტურში.

წყარო: afa.org.ar

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.