არგენტინამ დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა

არგენტინამ დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა დიეგო არმანდო მარადონას გუნდმა. არგენტინა ნიგერიას დაუპირისპირდა და მარცხენა მცველის  გაბრიელ ჰაინცეს წყალობით 1:0 სძლია. მატჩში სრულიად დომინირებდნენ სამხრეთ ამერიკელები. არგენტინელებმა გახსნითი მატჩისათვის საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მატჩში ანგარიში გაბრიელ ჰაინცემ გახსნა მე–7 წუთზე, ეს ბურთი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. არგენტინელთა მხირდან გამოირჩეოდა "ბარსელონას" ფეხბურთელი ლიონელ მესი, რომელიც ძალიან ბევრს ცდილობდა, მაგრამ სამწუხაროდ მას არ გაუმართლა. არგენტინელები შემდეგ მატჩს 17 ივნისს სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გამართავენ.
წყარო: eurosport.com

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.