არგენტინელი ვარსკვლავი ლეო მესი კვლავ განაგრძობს ჯილდოების მოპოვებას. დღეს “ბარსას” საუკეთესო ფეხბურთელს “Goal 50-ის” ჯილდო გადაეცა. ლეო მესი სათავეში მოექცა იმ 50 ფეხბურთელს შორის, რომელიც Goal.com-ის 500-ზე მეტმა ჟურნალისტმა დაასახელა საუკეთესოდ. ამ სიაში მეორე ადგილს ფრანგი ფრენკ რიბერი იკავებს, ხოლო მესამე ადგილზეა პრტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.
“ბარსას” ფეხბურთელებიდან სიაში მოხვდნენ ასევე ნეიმარი (14) და ანდრეს ინიესტა (19).
როგორც მოგეხსენებათ, ლეო მესიმ გასულ წელს მოხსნა გერდ მიულერის რეკორდი და ერთი კალუნდარული წლის განმვალობაში 91 გოლი გაიტანა. 26 წლის ფეხბურთელი ასევე გახლავთ “ბარსას” ყველა დროის ბომბარდირი 313 გატანილი გოლით, ყველა შესაძლო შეჯიბრზე.
ტოპ 10
1. ლეო მესი
2. ფრენკ რიბერი
3. კრიშტიანუ რონალდუ
4. თომას მიულერი
5. არიენ რობენი
6. გარეთ ბეილი
7. ფილიპ ლამი
8. ტიაგო სილვა
9. არტურო ვიდალი
10. რობინ ვან პერსი
—
14. ნაიმერი
19. ინიესტა