სუბისარეტა: „ვალდესის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“

სუბისარეტა: „ვალდესის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ, დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვიქტორ ვალდესი კლუბთან ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

დღეს, სუბისარეტამ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა: "ვიქტორთან ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის დასაწყისში, ვალდესის აგენტს მოვახსენეთ, რომ ჩვენი მიზანი ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება იყო. სანამ მე-2 მხარე ჩვენს შეთავაზებას მოისმენდა, აგენტმა გვითხრა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და 2014 წლის 30 ივნისამდე მოქმედი კონტრაქტი არ გახანგრძლივდება. ეს მათი საბოლოო გადაწყვეტილება იყო.

პატივი უნდა ვცეთ იმ ადამიანის გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთან 12 წელია იმყოფება. ჩვენ განვაგრძობთ ვალდესის მთელი კარიერის განმავლობაში მის მხარდაჭერას."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.