მესი: „ენეიამა ფენომენალურია”

მესი: „ენეიამა  ფენომენალურია”

მხოლოდ 90 წუთში ერთი საშუალო დონის, თელ ავივის "ჰაპოელის" მეკარე ვინსენტ ენიეამა ყველაზე ცნობადი სახე გახდა მსოფლიო ჩემპიონატზე. რაშიც უდიდესი წვლილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ ლიონელ მესის მიუძღვის, რომ არა მესის მონდომება და ძალიან კარგი თამაში და მისი "დუელი" ენეამასთან, ის კვლავ ერთ-ერთი რიგითი ფეხბურთელი იქნებოდა. ახლა კი მასზე ყველა საუბრობს, მარადონადან და მესიდან დაწყებული რიგითი გულშემატკივრებით დამთავრებული.

ლიონელ მესიმ შესანიშნავ, მისთვის ჩვეულ სტილში ითამაშა, თუმცა ენეამამ მას არ მისცა საშუალება გოლი გაეტანა. "გოლკიპერი ფენომენალური იყო." განაცხადა ლიონელ მესიმ პრესკონფერენციაზე. მესის შექება კი რამდენს ნიშნავს მეკარისათვის ეს ჩვეულებრივ ქომაგებსაც კარგად მოეხსენებათ.

"მან მოიგერია ყველა შეტევა, ის საოცრად თამაშობდა მთელი თამაშის მანძილზე, მე მუდამ ვცდილობდი მისი კარის აღებას, მაგრამ ის მართლაც რომ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა."

"სუპერ არწივების" მეკარემ საუკეთესო მატჩი ჩაატარა მის კარიერაში და ის დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.

"ეს იყო საუკეთესო შანსი გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობები სრულად, რადგან მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობდი, ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი გამოვიყენე." განაცხადა ბედნიერმა ენეამამ.

მესი: „ენეიამა  ფენომენალურია”



www.soccerway.com

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.