workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჯოი დორსის კარიერის შვიდი გადამწყვეტი მომენტი

ჯოი დორსის კარიერის შვიდი გადამწყვეტი მომენტი

”ბარსელონას” საკალათბურთო კლუბის ახალწვეული, ჯოი დორსი, რომელმაც ანტე ტომიჩი უნდა ჩაანაცვლოს, ფანტასტიური მცველია და ასევე, ბრწყინვალედ მუშაობს მოედნის მეორე მხარეზეც. შემოგთავაზებთ, მისი კარიერის 7 გადამწყვეტ (უმნიშვნელოვანეს) მომენტს.

1. ჯოი დორსის საუკეთესო მატჩი ნბა-ში გაიმართა 2011 წლის 11 აპრილს ”ტორონტო რეპტორსით” მაისურით, ”მილუოკი ბაქსის” წინააღმდეგ. კალათბურთელმა არც ისე ბევრი, 10 ქულა გააკეთა და ამავდროულად, კალათიდან ასხლეტილი ბურთი 20-ჯერ მოხსნა.

2. დორსი, კალათბურთის გულშემატკივართა უმრავლესობისთვის ცნობილი, როგორც მხოლოდ კარგი მცველი, არადა მას შეტევაშიც მშვენივრად შეუძლია თამაში.

[media=http://www.youtube.com/watch?v=C1D-J57RTrE] 

3. 2009/10 წლების სეზონი მან ”რიო გრანდეში” გაატარა (დ-ლიგაში) და წლის ბოლოს მისი საშუალო მონაცემები იყო 14,9 ქულა და 13,3 მოხსნა. 2012/13 წლების სეზონი კი მან ”გაზიანტეპში” გაატარა და საშუალოდ 16,1 ქულასა და 12,3 მოხსნას აკეთებდა.

4. ”გაზიანტეპში” გატარებული ხნის განმავლობაში, იგი ერთხელ თურქეთის All Star-ის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. ქვემოთ მოცემული ვიდეოები კი აჩვენებს მის ფანტასტიურ თამაშს ”ფენერბახჩეს” წინააღმდეგ, სადაც მან 20 ქულა და 12 მოხსნა გააკეთა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=xtk7N1rNVY4] 

5. ”გაზიანტეპში” გადასვლამდე დორსი 2 ევროპული კლუბის ღირსებას იცავდა. 2011/12 წლების სეზონი მან ”ვიტორიაში” დაიწყო, ხოლო სეზონის უკანასკნელი ნაწილი მან ”ოლიმპიაკოსის” მაისურით ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ბერძნულ კლუბთან ერთად მან ევროლიგის მოგებაც მოახერხა.

6. 2012/13 წლებში მან თურქეთის ლიგის საუკეთესო მცველის ტიტული მიიღო.

7. შეიძლება ბევრს უცნაურად მოგეჩვენოთ, თუმცა კოლეჯში იგი მემფისის ღირსებას იცავდა, მისი თანაგუნდელი კი ნბა-ს სუპერვარსკვლავი, დერიკ როუზი იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward