workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ბუსკეტსს 5 უცხოური კლუბი იწვევს

სერხიო ბუსკეტსს 5 უცხოური კლუბი იწვევს

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სერხიო ბუსკეტსი “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

კაპიტნის გადაწყვეტილება არა ფულზე, არამედ თავის სამომავლო გეგმებზე იქნება დამოკიდებული. ასე რომ არ იყოს, ის უკვე საუდის არაბეთში იქნებოდა. ამასთან, სერხიოზე გავლენა, შესაძლოა, ლეო მესის პოტენციურმა დაბრუნებამაც მოახდინოს.

გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” ბუსკეტსს 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც, გარკვეული რაოდენობის მატჩების ჩატარების შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ 1 წლით გახანგრძლივდეს. 

წყაროს თანახმად, ვეტერან ფეხბურთელს შემოთავაზებები შემდეგი უცხოური კლუბებისგანაც აქვს: “ინტერ მაიამი” (აშშ), “ტორონტო” (კანადა), “ალ ნასრი” (საუდის არაბეთი), “ალ შაბაბი” (საუდის არაბეთი) და “ალ ჰილალი” (საუდის არაბეთი).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 18 მარ 2023, 15:12
    #4

    არვიცი, იმდენად უჭირს ლეოს რო პსჟ-ს 30 მილიონის გულისთვის ამდენი ითმინოს? ერთი წლით დაგვიბრუნდეს პატარა ხელფასით და მერე კაი გაცილებით გავუშვათ. სადღაც წავიკითხე რონალდუს გუნდის კონკურენტი 220 მილიონს სთავაზობსო და წავიდეს და რასაც ბარსაში დაკარგავს ხელფასს იქ ათმაგად ამოიღებს.

  • Rick Sanchez
    schedule 18 მარ 2023, 11:51
    #3

    ტორონტოში ინსინიესთან წავა ან არაბეთში რონალდუსთან :დდ

  • Genius8
    schedule 17 მარ 2023, 23:16
    #2

    ‼️‼️⚠️ ლეო მესის მამა ფრანგულ მედიას დაუპირისპირდა!! წაიკითხეთ პოსტი ვრცლად ⬇️

    🔴 ბოლო 1 კვირის განმავლობაში ფრანგული მედია და ადგილობრივი პსჟ-ს ფანები ცდილობენ ლეო მესის სახელის დასვრას ცრუ ინფორმაციების გავრცელებით და მსგავსი რამ სამჯერ მოხდა.

    ⚠️ 1. ფრანგული მედია წერს, რომ მესი პსჟ-სგან იმდენ ხელფასს ითხოვს რამდენსაც მბაპე გამოიმუშავებს

    ⚠️ 2. ფრანგული მედი წერს, რომ მესი ალ ჰილალისგან 600 მილიონ ევროს ითხოვს

    ⚠️ 3. ფრანგული მედია წერს, რომ ლეო მესიმ ხუთშაბათის ვარჯიში თავისი ნებით დატოვა კრისტოფერ გალტიესთან კონფლიქტის შემდეგ

    🗣️📲 ხორხე მესი: “როდემდე უნდა მოიტყუოთ??? ეს ყველაფერი ტყუილია!!! …….არ დაიჯეროთ არაფერი მსგავსი. ჩვენ აღარ შევეგუებით ყალბი ინფორმაციების გამოგონებას გამომწერების მოსაპოვებლად.”

    ‼️ 🇦🇷 ფაბრიციო რომანოს უკანასკნელი ინფორმაცია მესის მომავალზე:

    “პსჟ-ს ოფიციალური შემოთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ლეო მესის უკვე მაგიდაზე უდევს, თუმცა მესი ფიქრობს და აინტერესებს პსჟ-ს პროექტი, თუ როგორი გუნდი იქნება მომდევნო სეზონში. ლეოს ევროპაში სურს კარიერის გაგრძელებ ჯერჯერობით სრული შეთანხმება არ არის, რადგან მესი ფიქრობს და აანალიზებს ყველაფერს.”

  • marco reus 11
    schedule 17 მარ 2023, 22:18
    #1

    აუ აგერ ძმაო ჰა როდრი თუ მოვიყვანეთ და დაენძრა სიტის ხო კაი თორე ამის შემცვლელი არ ჩანს არსად :დ