workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კანადაში “ბარსელონას” სკოლები დაიხურა, მშობლებს კი თანხა არ უბრუნდებათ

კანადაში “ბარსელონას” სკოლები დაიხურა, მშობლებს კი თანხა არ უბრუნდებათ

“ბარსელონას” გარშემო, შესაძლოა, მორიგი სკანდალი აგორდეს, რომელიც კანადაში კატალონიური კლუბის აკადემიების დახურვას ეხება.

სხვადასხვა ქვეყნებში, “ბარსელონას” სკოლებს უშალოდ კატალონიური კლუბი არ ხსნის, მაგრამ ამას “ბლაუგრანასგან” შესაბამისი უფლების მქონე ორგანიზაციები აკეთებენ და ბუნებრივია, “ბარსას” თავისი პასუხისმგებლობა აქვს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია BCN Sports-მა, რომელსაც კანადის ქალაქებში – ტორონტო, მონრეალი, ვანკუვერი, ოტავა და ედმონტონი, “ბარსელონას” აკადემიები ჰქონდა გახსნილი, სკოლები დახურა, ამის მიზეზად კი კორონავირუსის პანდემია დაასახელა. პრობლემა კი ის ქმნის, რომ მშობლებს მომდევნო სეზონის თანხა უკვე გადახდილი აქვთ. ხსენებული კომპანია გადახდისუუნაროდ გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეულობით მშობელი მათი შვილის მომდევნო წლის სწავლის საფასურს ვერ დაიბრუნებს. საუბარია ერთ ბავშვზე დაახლოებით 2 481 კანადურ დოლარზე, რაც დაახლოებით 1770 ამერიკული დოლარია.

სკოლის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს: “როგორ შეიძლება, ასე უყურადღებოდ დატოვო მშობლები, რომლებსაც, მომდევნო სეზონისთვის, ათასობით დოლარი უკვე გადახდილი აქვთ? კომპანია BCN Sports მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საფეხბურთო კლუბის სახელს იყენებს. ამ კომპანიამ ფული აიღო და არ გაგვიწია მომსახურება, რომლის საფასურიც უკვე გადახდილი გვაქვს.”

გუშინ, “ბარსელონამ” დაზარალებულ ოჯახებს წერილი გაუგზავნა, რომელშიდანაც ირკვევა, რომ კლუბი BCN Sports-ის გადარწმუნებას ცდილობდა, მაგრამ ხსენებულმა კომპანიამ სკოლების დარუხვა მაინც გადაწყვიტა. “ბლაუგრანამ” ოჯახებს თანაგდგომა შესთავაზა, მაგრამ ასევე დააზუსტა, რომ პასუხისმგებელი კომპანია BCN Sports არის, მათ შორის, ფინანსურ მხარეზეც.

“კომპანიას რამდენიმე წერილი მივწერე და მოვითხოვე ინფორმაცია იმაზე, თუ როდის დაგვიბრუნდება გადახდილი თანხა, მაგრამ პასუხი არ მიმიღია.” – აცხადებს ზემოთ ხსენებული მშობელი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Pablos ar abia
    schedule 07 მაი 2020, 22:43
    #3

    ნორმალურია კანადაა ბიუროკრატიაა

  • BarcelonaFanTV
    schedule 07 მაი 2020, 19:47
    #2

    მეტი, ვიდრე კლუბი???!!

  • me da barca
    schedule 07 მაი 2020, 19:43
    #1

    ქართული ფოკუსი