დელ ბოსკე: "მსურს, რომ "ოქროს ბურთი" ინიესტამ მოიგოს"

დელ ბოსკე: "მსურს, რომ "ოქროს ბურთი" ინიესტამ მოიგოს"

 

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ საკუთარი აზრი გაგვიზიარა, თუ ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი".

 

"მსურს, რომ "ოქროს ბურთი" ანდრეს ინიესტამ მოიგოს, რადგან ფინალისტებს შორის ის ერთადერთი ესპანელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ ჩვენი ფეხბურთი სათანადოდ უნდა შეფასდეს და დაჯილდოვდეს" – განაცხადა დელ ბოსკემ.

 

შეგახსენებთ, რომ ანდრეს ინიესტა "ოქროს ბურთის" მოგების 3 ფინალისტს შორის მოხვდა ლეო მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად. დაჯილდოების ცერემონია 7 იანვარს, ციურიხში ჩატარდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.