ჟეზუში: "გამართლების შემთხვევაში "ბარსელონას" გაკვირვება შეგვიძლია"

ჟეზუში: "გამართლების შემთხვევაში "ბარსელონას" გაკვირვება შეგვიძლია"

 

ლისაბონის "ბენფიკას" მთავარი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუში მიიჩნევს, რომ მის გუნდს "ბარსელონას" დამარცხება შუეძლია "ნოუ კამპზე".

 

ჟეზუშის სიტყვებით ამისათვის საჭიროა, რომ გარკვეული ფაქტორები ამუშავდეს.

 

"როცა "ბარსელონას" ეთამაშები უნდა გაითვალისწინო ის, რომ მათ ფეხბურთელებს როგორ შეუძლიათ ბურთის გაკონტროლება. ნებისმიერი მეტოქე მათთან თამაშისას უმეტესს დროს დაცვაში ატარებს. ზუსტად ამიტომ ჩვენ ტაქტიკურად ძალიან გამართულად უნდა ვითამაშოთ. ამას გარდა "ბენფიკას" შემადგენლობაში არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც ინდივიდუალურად მაღალ დონეზე შეუძლიათ ასპარეზობა შეტევაში. ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, თუმცა გვჯერა იმის, რომ გამართლების შემთხვევაში შეგვიძლია კატალონიელთა გაკვირვება" – განაცხადა ჟეზუშმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.