ინგლისური “სტოკ სიტის” ახლად შენაძენმა, მარკ მუნიესამ აღიარა, რომ მას ძალიან გაუჭირდა მშობლიური კლუბის დატოვება და პრემიერლიგაში გადასვლა. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელმა მარკ ჰიუჯის კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ეს ყველაფერი კი “ბარსელონადან” კონტრაქტის ამოწურვის და თავისუფალი აგენტის სტატუსით წამოსვლის შემდგომ მოხდა.
და მანამ სანამ ის ემზადება დაიწყოს საკუთარი განვითარების პროცესი ინგლისისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმაღლეს ჩემპიონატში, გამოტყდა რომ მას ძალიან გაუჭირდა “ბარსელონას” დატოვება.
“ეს ძალიან სამწუხაროა, რომ “ბარსა” დატოვო. ეს იყო ჩემი სახლი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მაგრამ თქვენ უნდა გამიგოთ, რომ როდესაც ერთი სტადია მთავრდება აუცილებლად იწყება მეორე. შენ უნდა განვითარდე და ცხოვრების ახალი ეტაპისათვის უნდა მოემზადო.” – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს, Mundo Deportivo.
ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების წევრმა ასევე განაცხადა, რომ არანაირ ბრაზს და წყენას არ იდებს გულში “ბარსელონასაგან”, მას შემდეგაც, როდესაც მან გაიგო, რომ კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებდა.
“მე ყველა ვარიანტში მადლობელი ვარ, იმისათვის რათა მათ მომცეს შესაძლებლობა, ამ სეზონში “ბარსა ბ”-ში მეთამაშა. რა თქმა უნდა მათ ბოლომდე გამოიჩინეს დიდი პატივისცემა. მე ყველაფრით კმაყოფილი და მადლობელი ვარ, მოხარული ვარ რომ მათ ამ წლების განმავლობაში მომცეს საშუალება “ბარსელონაში” მეთამაშა. ეს სწორედ ის არის, რაც მე ჯერ კიდევ პატარაობაში მსურდა. მე ძალიან ბედნიერი ვარ იმით რადგან ვიცი თუ სად ვითამაშებ ჩემი ოჯახიც და მეც საბოლოოდ მშვიდად ვართ.” – განაცხადა, ფეხბურთელმა.