”ბარსელონა” - ”სელტა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”სელტა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

 

სერხიო ბუსკეტსი: ”მე ნახევარმცველი ვარ, თუმცა ცენტრალურ მცველად თამაში შემიძლია. ეს გუნდის დახმარება იყო. რეკორდები ისტორიის ნაწილია და ჩვენ ვიცით, თუ რაოდენ რთული მათი მიღწევა. თავდაპირველად გაგვიჭირდა, თანაც ”სელტამ” მომენტებიც შექმნა, თუმცა მეორე ტაიმში შეხვედრას ვაკონტორლებდით და ისინი ხიფათს ვეღარ ქმნიდნენ. ტრავმები სეზონის დასაწყისიდან გვაწუხებს. ვიმედოვნებ, რომ ისინი მალე დაგვიბრუნდებიან. ჩვენ ძალიან გვსურს შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩემპიონთა ლიგაში და შოტლანდიაში მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ”.

 

ჟორდი ალბა: ”ჩვენ ვიცოდით, რომ რეკორდის მოხსნა შეგვეძლო და მოხარულები ვართ ამის გამო. მე მარცხენა მცველი ვარ, თუმცა წინ წასვლა ძალიან მიყვარს და გოლების გატანა ძალიან კარგია. ჩვენ კარგად ვკითხულობდით თამაშს ”სელტას” კონტრშეტევების შემდეგ. მეორე ნახევარში თამაში სრულად გავაკონტროლეთ. თავს კარგად ვგრძნობ, მოედანზე ძალიან კომფორტულად ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ მოვუმატებ”.

 

ანდრეს ინიესტა: ”რეკორდების დამხობა ყველაფერზე მეტყველებს. ჩვენ ძალიან მონდომებულები ვართ და გუნდი კიდევ უფრო მოუმატებს. დარწმუნებული ვარ, რომ რთული მომენტები გვექნება, თუმცა სიტუაციას გავუმკლავდებით. შეუძლებელია, რომ მესის ცუდი თამაშო ჰქონდეს. მას რამდენიმე შანსი ჰქონდა, თუმცა არ გაუმართლა. ”სელტიკთან” გამარჯვებით შემდეგ ეტაპზე გასვლას ვინაღდებთ და ბოლო 2 მატჩი ფორმალობა იქნება”.

 

 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.