უელსელმა ფეხბურთელმა რაიან გიგზმა განაცხადა, რომ მან ტიაგოს რამდენიმე თამაშს უყურა, თუმცა დარწმუნებული არაა, რომ 22 წლის ესპანელს “ოლდ ტრაფორდზე” ამ ზაფხულს იხილავს.
“მე მისი რამდენიმე თამაში ვნახე, ის კარგი ფეხბურთელია. “მაჩესტერთან” კარგ ფეხბურთელებს ხშირად აკავშირებენ, თუმცა რა მოხდება ამას ბოლოს ვნახავთ. ტიაგო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია”.
გიგზმა ესპანეთის ნაკრებზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ 21 წლამდელთა ნაკრების თამაშმა იტალიის წინააღმდეგ გვაჩვენა, რომ ესპანეთი რამდენიმე წლის განმავლობაში კვლავ გააგრძელებს დომინირებას.
“ესპანეთში არაჩვეულებრივი ფეხბურთელები თამაშობენ: ფაბრეგასი, ინიესტა, ჩავი… უკვე ექვსი თუ შვიდი წელია ესპანეთის ნაკრები საუკეთესოდ ასპარეზობს. ვფიქრობ, რომ ესპანელების წარმატება კიდევ დიდხანს გასტანს.”– განაცხადა 39 წლის ფეხბურთელმა.