კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ემზადება მოლაპარაკებები გამართოს კლუბის ახალგაზრდა ესპანელ ფორვარდთან, კრისტიან ტელიოსთან საუბარია კონტრაქტის პირობებზე.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ 21 წლის ფეხბურთელის აგენტთან, ხოსე მარია ორობიტგთან წინასწარი მოლაპარაკებები უკვე გამართა. იტყობინება, Marca.
ტელიოს კონტრაქტი კლუბთან 2016 წლამდეა გათვლილი, მისი გამოსასყიდი თანხა კი მხოლოდ 10 მილიონ ევროს შეადგენს, რაც კატალონიური კლუბის აზრით საკმაოდ ცოტაა და გუნდში თვლია, რომ ეს თანხა უნდა გაიზარდოს. ერთადერთი ვარიანტი ამჟამად – ახალი ხელშეკრულების გაფორმება და ფორვარდის გამოსასყიდი თანხის 18 მილიონამე გაზრდაა.
შეგახსენებთ, რომ ტელიოსადმი ინტერესებს “ლივერპული”, “დორტმუნდი” და “შალკე” იჩენენ.