არგენტინა – ნიგერია. ისტორია სამხრეთ ამერიკელთა მხარესაა

არგენტინა – ნიგერია. ისტორია სამხრეთ ამერიკელთა მხარესაა

მოგეხსენებათ, ხვალ სტარტს იღებს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ხოლო ზეგ დიეგო არმანდო მარადონას არგენტინა დაუპირისპირდება ნიგერიას. ორივე გუნდი B– ჯგუფშია განთავსებული. ეს ორი გუნდი ერთამენთს 2– ჯერ შეხვდა მსოფლიოს პირველობაზე, ისტორია სამხრეთ ამერიკელთა მხარესაა, ორივეჯერ არგენტინელებმა დამარცხეს აფრიკელები.

არგენტინა – ნიგერია. ისტორია სამხრეთ ამერიკელთა მხარესაა

პირველად ეს ორი გუნდი ერთმანეთს 1994 წლის 25 ივნის დაუპირისპირდა. ორივე გუნდი მაშინ "დ" ჯგუფში ასპარეზობდა. კლაუდიო კანიგიას დუბლის წყალობით არგენტინამ დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა 2:1. შეგახსენებთ, მაშინ მარადონა არგენტინელთა კაპიტანი გახლდათ.

ხოლო  მეორედ ეს ორი გუნდი ერთმანეთს 2002 წლის 2 ივნისს შეხვდა. მაშინაც მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს არგენტინელებმა 1:0 იმარჯვა ბატისტუტას ერთადერთი გოლის წყალობით (მაშინ არგენტინელთა თავკაცი მარსელო ბიელსა იყო). მაშინდელი არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ: ბატისტუტა, ერნან კრესპო, კრისტიან გონსალესი, კლაუდიო ლოპესი და სხვანი.

წყარო: afa.org.ar

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.