მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალექს კამპოსის დებიუტი ბარსელონას პირველ გუნდში

ალექს კამპოსის დებიუტი ბარსელონას პირველ გუნდში

მოკლედ
18 წლის კატალონიელ ფეხბურთელს, ალექს კამპოსს, "ბარსელონას" პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. ახალგაზრდა მცველმა ჩემპიონთა ლიგაზე "საბაჰთან" გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონთა ლიგაზე აზერბაიჯანულ “საბაჰთან” 4-1 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის დებიუტი შედგა. 18 წლის ალექს კამპოსმა 65-ე წუთზე ფრენკი დე იონგი შეცვალა და ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშა.

კამპოსი ბოლო რამდენიმე შეხვედრაში პირველი გუნდის განაცხადში ხვდებოდა, ჰანსი ფლიკმა კი მას თავის გამოჩენის შესაძლებლობა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მისცა.

ალექს კამპოსი 2008 წლის 2 თებერვალს, კატალონიის ქალაქ აიტონაში დაიბადა. “ბარსელონას” აკადემიას ის 2021 წლის ზაფხულში “ატლეტიკ სეგრედან” შეუერთდა და 14-წლამდელთა გუნდში დაიწყო თამაში. მას შემდეგ მან სხვადასხვა ასაკობრივი საფეხური გაიარა და თავისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.

2025 წლის 28 სექტემბერს კამპოსს “ბარსა ატლეტიკში” ოფიციალური დებიუტი ჰქონდა. კატალონიელებმა იმ შეხვედრაში სტუმრად “სან ანდრეუ” 1-0 დაამარცხეს.

გასულ სეზონში კამპოსმა “ბარსა ატლეტიკის” შემადგენლობაში 14 მატჩი ჩაატარა, მათგან 9 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და ერთი გოლი გაიტანა. პარალელურად ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო 19-წლამდელთა გუნდისთვისაც.

მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა მცველი “ბარსა ატლეტიკის” სრულფასოვანი წევრი და გუნდის ერთ-ერთი კაპიტანი გახდა. მის ანგარიშზე 8 ჩატარებული შეხვედრა და ერთი გატანილი გოლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 26 ნოე 2026, 15:24

    მე მგონი არაფერი დატყობია თამაშს ამის შემოსვლით, ანუ არ გაუფუჭებია თამაში გამოდის. თუმცა რაღა უნდა გაეფუჭებინა იმაზე მეტად რასაც დანარჩენები თამაშობდნენ.