სანჩესი: ”მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ”

სანჩესი: ”მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ”


 - ვალდესი ამბობდა, რომ თავიდან თქვენი ლაპარაკი არ ესმოდა. ლეო კვლავ ერთადერთია, რომელსაც თქვენი ესმის?

 - არა, ახლა ყველაფერი უკეთაა. უბრალოდ აქ ძალიან სწრაფად საუბრობენ, მე კი პირიქით - ნელა.

 - აღწერე შენი ჩვეულებრივი დღე ბარსელონაში ფეხბურთის გარეშე...

 - მიყვარს სახლში, სიმშვიდეში ყოფნა, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა. მე ჩვეულებრივი ბიჭი ვარ.

 - აქ ისევ მარტოდ ცხოვრობთ?

 - არა, ოჯახთან ერთად. სანაპიროსთან ახლოს სახლი გვაქვს.

 - ყველაზე მეტად რა იწვევს თქვენში განცვიფრებას ბარსელონაში?

 - ზღვა. ყველაზე მეტად ზღვის ყურება მამშვიდებს.

 - როგორია ადგილობრივი საჭმელი?

 - მე ძალიან მომწონს პაელია.

 - რას გრძნობთ, როცა მხტუნავ ”ნოუ კამპს” ხედავთ?

 - ეს ძალიან ლამაზია. ასეთ დროს გინდა, რომ თამაში არასდროს დამთავრდეს.

 - ისეთ ფეხბურთელებთან, როგორებიც მესი, ჩავი და ინიესტა არიან, თამაში უფრო ადვილია?

 - რა თქმა უნდა. ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან. მათთან თამაში სიამოვნებაა. მათგან ბევრს სწავლობ. მაგალითად, ლეო მუდმივად გავალდებულებს, რომ ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლო, რადგან მას მუდმივად სურს თამაში.

 - რა ოცნებები აკავშირებს ”ბარსასთან” ალექსის სანჩესს?

 - ყველაფრის მოგება მსურს. ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა.

 - ნეიმარზე რას იტყვით?

 - მასთან ერთად თამაში მსურს, რადგან ის დიდებული ფეხბურთელია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.