“ბარსელონას” პატარების გუნდს კერძოდ “კადეტ ა-ს” კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, მიზეზი ესპანეთის კანონები და პრემირ ლიგის მწვრთნელების აქტიური დაკვირვებაა.
ჯულიოს პლეგუეზეულო და კარი ხოსიმარი კარიერას ნისლიან ალბიონზე განარძობენ. მათ არ აკმაყოფილებთ ხელფასი, მაგრამ მაინც მთავარ მიზეზად “არსენალის”, “ტოტენჰემის,” “მანჩესტერ სიტისა” და “ჩელსის” დაპირებებია. ისინი ფეხბურთელებს ერთი დონით დააწინაურებენ, წარმატებული თამაშის შემთხვევაში კი შეუერთდებაინ პირველ გუნდს. ორივე ფეხბურთელი 16 წლისაა და სწორედ ამ ასაკში დატოვეს გუნდი თუნდაც მაგალითად ავიღოთ სესკ ფაბრეგასი და ჯონ ტორალი.
ეს იმიტომ ხდება, რომ ესპანეთში არასრულწლოვნებისთვის სრული კონტრაქტის გაფორმება აკრძალულია. გრანდები კი ამით სარგებლობენ და ფეხბურთელებს მაღალი ხელფასითა და დაპირებებით თავის გუნდში რიცხავენ. სხვათაშორის, ზემოთ ჯონ ტორალი ვახსენე და ამ ფეხბურთელმა “არსენალში” არ გაამართლა. ჯერ საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, შემდეგ კი მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე დაისვენებს.
როდემდე გაგრძელდება მსგავსი ქმედებები? ვერ გეტყვით.. მაგრამ ფაქტია “თევზაობის” გამომგონებელი არსენ ვენგერი კვლავ საქმეშია და აქტიურად “პარავს” “ბარსელონას” ფეხბურთელებს.