workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ბუსკეტს ბურგოსი

სერხიო ბუსკეტს ბურგოსი

სახელი: სერხიო (სერხი) ბუსკეტს ბურგოსი

ზედმეტსახელი: ბუსი

დაბადების თარიღი: 1988 წლის 16 ივლისი

დაბადების ადგილი: საბადელი (ბარსელონა), ესპანეთი

სიმაღლე: 189 სმ

წონა: 75 კგ

ეროვნება: კატალონიელი (ესპანელი)

ამპლუა: ნახევარმცველი

კლუბები მთელ კარიერაში: ბარსელონა ბ (2007–2008); ბარსელონა (2008–…).

თამაშები ნაკრებში: 16

გოლები ნაკრებში: 0

ტიტულების კლუბთან ერთად:

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2008/09); ესპანეთის პრიმერადივიზიონის გამარჯვებული (2008/09); ესპანეთის თასის გამარჯვებული (2008/09); ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებული (2008/09); ევროპის სუპერთასის გამარჯვებული (2008/09).

ტიტულები ნაკრებთან ერთად:

მსოფლიოს ჩემპიონი (2010).

ადრეულ წლებშივე სერხიო ლურჯ–ბროწეულისფერების მიმდევარი იყო იმიტომ, რომ მისი მამა კარლესი სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა. უფროსმა ბუსკეთსმა კატალონიაში 7 წელი გაატარა და მხოლოდ და მხოლოდ 79 მატჩის ჩატარება მოახერხა. პატარაობაში დედას და პაპას სერხიო დაჰყავდათ კამპ–ნოუზე, რათა მას ენახა თავისი მამის გუნდი, კატალონიის სიამაყე. მაგრამ რა თქმა უნდა მისთვის არ იყო ადვილი მამის სათადარიგოთა სკამზე ხილვა. კარლესსაც ჰქონდა დრო, როდესაც იგი ძირითად შემადგენლობაში იყო. მას ფრანგებმა ზედმეტსახელიც კი შეარქვეს: უხელო მეკარე. როცა უმცროსმა ბუსკეთსმა მიაღწია იმ ასაკს, როდესაც შეეძლო საფეხბურთო სკოლაში შესვლა, მან ვერ ჩააბარა ტესტები და ვერ მოხვდა “ბარსელონას” სკოლაში. სწორედ ამიტომ, სერხიოს რამდენიმე წელის გატარება მოუწია “ბადიაში”, “ლიოდეში” და “ხაბაკ ტერესაში”. ამის მიუხედავად, იგი მაინც დარჩა კატალონიელების თავგადაკლული გულშემატკივარი. იგი აღმერთებდა ფიგუს იქამდე, სანამ ლუიშმა არ გაცვალა “ბლაუგრანა” ფულზე. შემდეგ უფროსმა ბუსკეთსმა დაასრულა კარიერა და მისი შვილის კუმირი გახდა ჩავი ერნანდესი. სერხიო ძალიან ბევრს ვარჯიშობდა, ცდილობდა ეთამაშა ძალიან მაღალ დონეზე. პირველად მისი ასეთი მონდომება და თამაში “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, როდრიმ შენიშნა. იგი ჩახლეჩილი ხმით ეუბნებოდა კიკე კოსტასს: “მოდი, შენ უნდა ნახო როგორ თამაშობს ბუსის შვილი, შენ ეს უნდა ნახო!” საბოლოოდ კოსტასი მივიდა და იხილა ახალგაზრდა ბუსკეთსის თამაში და 2005 წელს ფეხბურთელის ოცნება ახდა და დაიწყო თამაში “ჟუვენილ ა–ში”.

სერხიო ბუსკეტსმა პირველივე წელს “ჟუვენილთან” ერთან მოიგო სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული. იმ დროს ბოიანი, ჯოვანი და ხეფრენი მისი თანაგუნდელები იყვნენ. 2006–07 წლების სეზონონში ბუსკეთსი იყო წამყვანი ფეხბურთელი ალექს გარსიას გუნდში. მან 26 მატჩი ჩაატარა და მოახერხა 7 გოლის გატანა. ეს არ გამორჩენია იმ დროისათვის “ბარსა ატლეტიკის” მწვრთნელ, ხოსეპ გვარდიოლას. მან სერხიო თავის გუნდში გადმოიყვანა. ახალგაზრდა ტალანტმა პეპის კლუბში ერთ სეზონში 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დაიწყო ახალი სეზონი და გვარდიოლა გახდა კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი. მან თან გაიყოლა სერხიო ბუსკეტსი. ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ბუსკეტსი ძალიან ახალგაზრდა იყო და ჯერ არ შეეძლო პირველ გუნდში თამაში. თვითონ სერხიო კი პირიქით ფიქრობდა. 2008 წლის 13 სექტემბერს მას ჰქონდა დებიუტი “რასინგის” წინააღმდეგ. მან მთელი 90 წუთი დაჰყო მოედანზე და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. 2008 წლის 22 ოქტომბერს სერხიომ პირველი გოლის გატანაც მოახერხა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ახალგაზრდა გმირმა “ბაზელის” კარი აიღო. სწორედ ამ დღეს გულშემატკივრებმა იხილეს მისი ტატუ, რომელიც დაწერილი იყო არაბული ასოებით. როდესაც ჟურნალისტებმა იკითხეს თუ რას ნიშნავდა ეს, ბუსკეთსმა უპასუხა: “ეს ძალიან პირადული ფრაზაა, ხოლო გატანილი გოლი პაპაჩემს მუვიძღვენი”. სერხიოს ძალიან უყვარდა პაპა. სწორედ მას დაჰყავდა იგი ადრეულ ასაკში ვარჯიშებზე. კატალონიელ ტალანტს მეორე ტატუც აქვს. მას ზურგზე მამის საპატივსაცემოდ დაწერილი აქვს “ბუსკეტს”, ხოლო დედის საპატივსაცემოდ–ასო “ბ” (დედამისი გვარად ბურგოსი გახლავთ).

ბუსკეტსის ასეთმა თამაშმა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს ყურადღებაც მიიქცია და ინგლისის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში სერხიო “ლა როხას” 23 კაციან შემადგენლობაში შევიდა. ამ თამაშში იგი მოედანზე არ იქნა შეყვანილი. მისი დებიუტი შედგა თურქეთთან შეხვედრისას. ფეხბურთელი ამის შემდეგ სულ იძახოდა, რომ თავი სიზმარში ჰგონია.

სერხიოს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს. იგი აგრძელებს შესანიშნავად თამაშს, მას უკვე ყოველთვის იძახებენ ესპანეთის ნაკრებში და ყველაზე მთავარი, ის ძალიან ეხმარება კატალონიელებს. მის ყველაზე დიდ მიღწევებად შეიძლება ჩაითვალოს ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში ძირითად შემადგენლობაში თამაში. ბუსი ამაყობს, რომ ისეთი ადამიანის შვილია, როგორიც მისი მამაა, თუმცა მას ასევე უხარია, რომ თავადაც ძალიან წარმატებულია.

სერხიო ბუსკეტსი–ეს მხოლოდ დასაწყისია!  

წყარო: barcamania.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward