”ბარსელონა” - ”მალაგა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”მალაგა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ


პეპ გვარდიოლამ შეაქო საკუთარი ფეხბურთელებს იმის გამო, რომ ახდენენ ზეწოლას მეტოქეებზე მიუხედავად იმისა, რომ ”ლა ლიგა უკვე წაგებულია. გუნდმა დიდი ძალები დახარჯა შეხვედრის მოსაგებად” - დაამატა გვარდიოლამ. მწვრთნელმა მადლობა მოუხადა გულშემატკივრებს ოვაციებისთვის, რომლებიც ”მალაგასთან” შეხვედრაში ისმოდა და მხარდაჭრისთვის, რომელიც გუნდს მთელი სეზონი ჰქონდა.

ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ კლუბისთვის უდიდესი მიღწევაა ის, რომ შემცირდა იმ ადამიანთა სია, რომელბსაც გუნდის გაძლიერება შეუძლიათ: ”ხალხი სულელი არაა. თუკი ისინი ხედავენ, რომ ფეხბურთელები თავს არ ზოგავენ, მაშინ მათ გაამხნევებენ. ჩვენი უდიდესი მიღწევა ისაა, რომ ჩვენ დადანაშაულება არ შეიძლება. ”ბარსამ” უდიდესი ძალები დახარჯა მოსაგებად”. პეპმა ასევე დიდი ყურადღება მიაქცია იმ რეკორდებს, რომლებიც მისმა შეგირდებმა დაამყარეს: ”ჩვენ ამ დონეზე რამდენიმე წელია ვართ. ჩვენ ძალიან დიდი სიმაღლეებს მივაღწიეთ”.

მიზანი: სამეფო თასის მოგება

მწვრთნელი ამაყია იმით, რომ გუნდმა დიდი ზეწოლა მოახდინა ”მალაგაზე”: ”ძალიან რთულია მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა, როცა ლა ლიგა უკვე წაგებულია. ჩვენ ჩვენს სტილში ვთამაშობდით და გულშემატკივრებს ეს მოსწონდათ. ჩვენ კიდევ პრიმერას 2 მატჩი გვაქვს სათამაშო, შემდეგ კი მთავარი მიზანი: სამეფო თასის ფინალი”.

ეს მატჩი პეპისთვის ”ნოუ კამპზე” ბოლოსწინა იყო, როგორც ”ბარსას” მწრთნელისთვის. გულშემატკივრები ხშირად აპლოდისმენტებით აჯილდოვებნენ მწვრთნელს და მადლობას უხდიდნენ გაწეული სამუშაოსთვის. ამან მწვრთნელზე დიდი გავლენა მოახდინა და ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა: ”მე ძალიან მსიამოვნებდა აქ მუშაობა, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი გულშემატკივრების მხარდაჭერას. მათ დიდი მადლობა მინდა მოვუხადო”.

შექება ტიტო ვილანოვას

ტიტო ვილანოვაზე პეპმა განაცხადა: ”ის გასაოცარი ადამინია, მას ყველაფერი შეუძლია. მას კარგი ინტუიცია აქვს. ტიტომ კლუბში დიდი დრო დაჰყო, ამიტომაც ის იცნობს ჩვენს ფილოსოფიას. მე დარწმუნებული ვარ, რომ კლუბი და გუნდი მას დაეხმარება. ის შესანიშნავი მწვრთნელი იქნება”.

”რეალზე” ჩემპიონობის მილოცვის და განცხადების შემდეგ, რომ ისინი დამსახურებულად გახნდნენ გამარჯვებულები მწვრთნელმა თქვა: ”ამ სეზონში ბევრი რამ მოხდა, რაზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ. თავდაპირველად 10 ქულით ჩამოვრჩებოდით ”რეალს”, თუმცა სხვაობა შევამცირეთ. ლა ლიგა გრძელი ტურნირია და იმარჯვებს ის, ვინც იმსახურებს”. ”მალაგასთან” დანიშნულ პენალტზე გვარდიოლამ განაცხადა: ”მათ ”მალაგასთან” მატჩში 2 პენალტი დაგვინიშნეს, რაც არ გვჭირდებოდა, მატარებელმა ჩაიარა. მათ შეეძლოთ ჩვენი დახმარება, როცა 10 ქულით უკან ვიყავით, მაგრამ არა ახლა”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.