პარადას რომერომ ”ბარსაც” გააბრაზა

პარადას რომერომ ”ბარსაც” გააბრაზა


”რეალის” საჩივრებს პარადას რომეროზე საფუძველი არ აქვს. მადრიდელები ჩივიან, რომ ”ვილიარეალთან” შეხვედრაში მსაჯი მათ ძალიან ცუდად ეპყრობოდა, რამაც გამოწივია ფრე და გაძევებები. ჩვენ უნდა გავიხსენოთ 11 თებერვალს, ”ოსასუნასა” და ”ბარსელონას” შორის გამართული შეხვედრა, როცა ყველა ეჭვი გაქრება.

”ბარსელონას” კარში ლეკიჩის გატანილი გოლის შემდეგ პარადას რომერომ ალექსის სანჩესზე არ არსებული თამაშგარე დააფიქსირა, რომელიც ერთი ერთზე გავიდა მეკარესთან და ანგარიში გაათაბანრა, თუმცა მსაჯის გადაწყვეტილებით გოლი გაუქმდა.

მე-14 წუთზე უარესი რამ მოხდა, როცა რაულ გარსიამ, რომელმაც თამაშგარე მდგომარებაში მიიღო ბურთი წამოიწყო ”ოსასუნას” საგოლე შეტევა და ანგარიში 2:0 გახდა. ამას გარდა ზემოდ ნახსენებმა ფეხბურთელმა 2-ჯერ, ძალიან უხეშად ითამაშა ტიაგო ალკანტარას წინააღმდეგ, თუმცა მსაჯმა ის დაინდო.

შეხვედრის 81-ე წუთზე რომერომ ”ბარსელონას” კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალა, მიიჩნია რა, რომ სერხი რობერტო შეეხო ბურთს ჰაერში და ამგვარად ალექსის სანჩესზე კვლავ თამაშგარე დაფიქსირდა.

და ბოლოს, შევადაროთ ”რეალისა” და ”ბარსელონას” გაძევება. მსაჯმა მატჩის შემდეგ წითელი ბარათი უჩვენა მასკერანოს გასახდელში კამათისთვის. პეპეს კი წითელი ბარათი ამ სიტყვებისთვის უჩვენეს: ”შენ ჩვენ გაგვქურდე, ძაღლის შვილო”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.