workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია” – “ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

“ვალენსია” – “ბარსელონა”. ჟორდი როურა მატჩის წინ

 

კვირას “მესტალიაზე” სეზონის ერთ–ერთ ურთულესს შეხვედრას გამართავს “ბარსელონა”. “ისტორიულად ისე აეწყო, რომ “ვალენსიასთან” სტუმრად გამარჯვება მუდამ გვიჭირს. რამდენიმე წლის განმავლობაში იქ მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ” – შეგვახსენა მატჩის წინა პრეს–კონფერენციაზე ჟორდი როურამ, რომელიც ტიტო ვილანოვას არყოფნის დროს გუნდს ხელმძღვანელობს.

მწვრთნელი მიიჩნევს, რომ “ვალენსიაში” ერნესტო ვალვერდეს დანიშვნის შემდეგ “ღამურები” სატურნირო ცხრილში წინ მიიწევენ: “ბოლო 7 შეხვედრიდან მათ 5 მატჩში გამარჯვება მოიპოვეს. ეს გუნდი ბევრს შრომობს მოედანზე და სახიფათოა კონტრ–შეტევაზე. ისინი ბევრს გვარბენინებენ. არ ვფიქრობ, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვაგვარად ითამაშებენ. გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ” – აღნიშნა როურამ.

კონცენტრირებული ფეხბურთზე

“ჩვენ მხოლოდ კვირას გასამართ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებულები. მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რას ლაპარაკობენ, არამედ ფიქრობ მხოლოდ ფეხბურთზე” – განაცხადა მწვრთნელმა, როცა მას ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებზე შეეკითხნენ. “ფეხბურთელები სხვადასხვა სიახლეებს კითხულობენ, თუმცა ჩვენ მხოლოდ მორიგი 3 ქულის აღებაზე ვფიქრობთ“.

ხუთშაბათს ისააკ კუენკა არენდის წესით “აიაქსში” გადავიდა, ამის შესახებ როურამ შემდეგი განაცხადა: “ისააკმა ჩვენთან “აიაქსში” შესაძლო ასპარეზობა გაარჩია. მას თამაში სურდა, რათა აღდგენითი პროცესი დაესრულებინა და მას შემდეგ, რაც ტიტომ თანხმობა განაცხადა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის სასარგებლო იქნება ისეთ ძლიერ გუნდში გადასვლა, როგორიც “აიაქსია”.

ბუსკეტსი შეძლებს თამაშს

რაც შეეხება ბუსკეტსის ფიზიკურ ფორმას, მწვრთნელმა განაცხადა, რომ მას პრობლემები არა აქვს: “ბუსკეტსი ჩვეულებრივ რეჟიმში ვარჯიშობდა და ხვალ სათამაშოდ მზადაა” – თქვა როურამ. მან ასევე “სანტიაგო ბერნაბეუზე” კარგად ჩატარებული შეხვედრისთვის ლეო მესი შეაქო: “მესიმ მადრიდში კარგად ითამაშა, მაგრამ რადგან გოლი ვერ გაიტანა ზოგს შეიძლება მოეჩვენა, რომ მან კარგად ვერ ითამაშა. მეტოქის კართან მისაახლოვებლად მან ძალიან ბევჯერ დიდი სამუშაო გასწია” – აღნიშნა როურამ.

პრეს–კონფერენციის დასასრულს ჟორდი როურამ აღნიშნა, რომ სამწვრთნელო შტაბი კმაყოფილია ალექსის სანჩესის მუშაობით: “ის ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრს მუშაობს და გუნდს ბევრს მმატებს” – დაასრულა მწვრთნელმა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward