Sport: გვარდიოლა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება

Sport: გვარდიოლა ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მომავალი კვლავ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 41 წლის სპეციალისტის ამჟამინდელი კონტრაქტი გუნდთან ამ ზაფხულს იწურება, ის კი ჯერ–ჯერობით არ ჩქარობს ახალის გაფორმებას. ამით უკვე აღფრთოვანდნენ მსოფლიოს გრანდები და "ჩელსიმ" და "ინტერმა" უკვე გამოთქვეს იმის სურვილი, რომ დიდი სიამოვნებით ჩააბარებენ მას გუნდს. 

 

ასევე იყო საუბარი იმის შესახებაც, რომ სწორედ პეპი გახდებოდა ინგლისის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც სულ ახლახანს დაითხოვა ფაბიო კაპელო. ამ ბოლო დღეებში, კატალონიური გამოცემა "სპორტის" მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ კი ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა: გვარდიოლა ესპანეთის ნაკრების დამრიგებელი იქნება. როგორც გაირვკა, იგი ქვეყნის საფეხბურთო გუნდის სათავაში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შემდეგ ჩადგება.

 

კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა გუშინ "ელ მუნდო დეპორტივომ", რომელიც ამტკიცებდა, რომ მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს შემდეგ კვირას გაახანგრძლივებს.

 

ჯერ–ჯერობით კვლავ გაურკვევლობაა და არავინ იცის საბოლოოდ რას გადაწყვეტს გვარდიოლა–დარჩება, თუ წავა... 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.