workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მადრიდელთა მესამედს ადგილობრივი გუნდის წარმატების სჯერა

მადრიდელთა მესამედს ადგილობრივი გუნდის წარმატების სჯერა

მადრიდულმა AS-მა ჩაატარა გამოკითხვა კითხვით, ვინ მოიგებს ესპანეთის ჩემპიონატს 2012-13 წლების სეზონში. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” წინ დიდი უპირატესობითაა გაჭრილი, დედაქალაქელთა დაახლოებით მესამედს სჯერა, რომ პირველობას “რეალი” ან “ატლეტიკო” მოიპოვებს.

ლა ლიგის 20 ტურის შემდეგ, “ბარსას” 60 შესაძლებლიდან 55 ქულა აქვს. მას 8 ქულით ჩამორჩება “ატლეტიკო”, ხოლო მესამეზე მყოფი “რეალი” თავს მხოლოდ 40 ქულით იწონებს.

მადრიდული გამოცემის გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 47 ათასმა ადამიანმა მიიღო. მათი 22% მიიჩნევს, რომ ჩემპიონი “რეალი” გახდება, ხოლო 16%-ის ფავორიტი “ატლეტიკოა”.

როგორც სჩანს, “ბარსას” ერთმა მარცხმა, ესპანეთის დედაქალაქს წარმატების იმედი ჩაუსახა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward