workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბარსამ“ თვალი მარკინიოსს დაადგა

„ბარსამ“ თვალი მარკინიოსს დაადგა

იტალიური პრესის ცნობით, “ბარსელონამ” თვალი “რომას” ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, მარკინიოსს დაადგა.

ბრაზილიელი მცველი “რომაში” გასულ ზაფხულში გადავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა, სეზონის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად იქცა. სერია A-ს 20 მატჩიდან, მარკინიოსმა 15-ში ითამაშა, ხოლო 12-ჯერ იგი ძირითად შემადგენლობაში იყო.

მარკინიოსის მონაცემებისთვის თვალის გადავლებით ცხადი ხდება, რომ თუ ბრაზილიელმა პროგრესირება განაგრძო, იგი “ბარსელონას” ნამდვილად გამოადგება. 18 წლის ფეხბურთელი სიმაღლეს არ უჩივის – ის 180 სანტიმეტრია. ამჟამად, “ბარსელონაში”, მასზე მაღალი მცველი მხოლოდ ხერარდ პიკეა. ბრაზილიელს არ უნდა გაუჭირდეს პასებზე აგებულ თამაშში თავის გამოჩენა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, მის მიერ გაკეთებული გადაცემების 89.3% ზუსტი გამოდგა, რაც გუნდში მე-4, ხოლო მთელს ჩემპიონატში მე-18 შედეგია. ახალგაზრდა ბრაზილიელი კარგად თამაშობს მე-2 სართულზე. 65 საჰაერო ორთაბრძოლიდან მან 36 მოიგო. თამაშში, საშუალოდ, მარკინიოს 2.4 საჰაერო ორთაბრძოლას იგებს, რაც გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია. მარკინიოსი ძლიერია ისეთ დაცვით ფუნქციებში, როგორიცაა ბურთის ართმევა (თამაშში საშუალოდ 3. გუნდში მე-2 და ჩემპიონატში მე-12 შედეგი) და დარტყმის ბლოკირება (თამაშში საშუალოდ 1. გუნდში საუკეთესო და ჩემპიონატში მე-5 შედეგი).

იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, “რომა” მარკინიოსს დაახლოებით 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward