workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
1983. როხო – იმპულსი კანტერადან

1983. როხო – იმპულსი კანტერადან

1983 წლის ზაფხული, ხანგრძლივი დროის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც “ბარსელონას” არავინ შეუძენია. ამის მიზეზი ერთი წლით ადრე განხორციელებული ტრანსფერი გახლდათ – მარადონაში დიდძალი თანხის გადახდის გამო, კატალონიელები ახალ ფეხბურთელებში ფულის გადახდას ვერ ახერხებდნენ.

ერთ-ერთი ფეხბუთელი, რომელიც 1983 წელს “ბარსელონას” პირველ გუნდს შეუერთდა, მანამდე “ბარსა ატლეტიკში” (დღევანდელი “ბარსელონა ბ”) მოთამაშე და “ნიუელს ოლდ ბოიზის” აღზრდილი ხორხე ლუის ლუხან გაბრიჩი იყო. თავის დროზე, იგი, კატალონიელებმა მენოტის რეკომენდაციით შეიძინეს. სეზონის დასაწყისში, იგი იძულებული იყო “ბარსა ატლეტიკში” დარჩენილიყო, რადგან პირველ გუნდში, ლეგიონერების ლიმიტი უკვე ამოწურული იყო, მაგრამ მოგვიანებით, მარადონას ტრავმის გამო, 20 წლის შემტევის პირველ გუნდში დებიუტი მაინც შედგა.

1983 წლის ზაფხულში გუნდში მოვიდნენ

  • ხორხე ლუის ლუხან გაბრიჩი (კანტერა)
  • ხუან კარლოს პერეს როხო (კანტერა)

1983 წლის ზაფხულში გუნდი დატოვეს

ხუან ხოსე ესტელია სალასა (“მალიორკა”)

მარადონასა და შუსტერის ტრავმები

1983 წლის 25 სექტემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში, “ბარსელონა” ბილბაოს “ატლეტიკს” დაუპირისპირდა. შეხვედრის 59-ე წუთზე, ბასკების მცველმა გოიკოეჩეამ დიეგო მარადონას ძალზე მძიმე ტრავმა მიაყენა – არგენტინელ ვარსკვლავს ფეხი კოჭში მოტყდა. ოპერაციის შემდეგ, ექიმმა გონსალეს ადრიომ განაცხადა, რომ მარადონა ფეხბურთს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებდა. სამი ტურის შემდეგ, ტრავმა ბერნდ შუსტერმაც მიიღო და მას 2 თვის გამოტოვება მოუხდა.

შექმნილ სიტუაციაში, მენოტის კანტერანოების დახმარება დასჭირდა. თავდაპირველად, მან აბრიჩს უხმო, მაგრამ მან, მთელი სეზონის განმავლობაში, მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა და მოედანზე სულ 44 წუთი დაჰყო. გაცილებით წარმატებული გამოდგა კანტერადან ხუან კარლოს პერეს როხოს დაწინაურება. მან პირველ გუნდში ფეხი მოიკიდა და სეზონში 21 თამაშის ჩატარება მოახერხა. საბოლოოდ, მიუხედავად წამყვანი ფეხბურთელების მძიმე ტრავმებისა, “ბარსელონამ” ესპანეთის სუპერთასი მოიგო (ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხა) და ქვეყნის ჩემპინობისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლა. საბოლოოდ, “რეალისა” და “ატლეტიკის” შემდეგ, “ბარსა” მე-3 ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ევროტურნირებს – თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/4-ფინალში, პირველ მატჩში, “ბარსამ” “მანჩესტერ იუნაიტედი” 2:0 დაამარცხა, მაგრამ განმეორებით შეხვედრაში, კატალონიელები 0:3 განადგურდნენ.

ესპანეთის თასის ფინალი

სწორედ 1983-84 წლების სეზონში გაიმართა ესპანეთის თასის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფინალი. 1984 წლის 5 მაისს, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, ერთმანეთს “ბარსელონა” და “ატლეტიკი” დაუპირისპირდნენ. მატჩს განსაკუთრებულ ინტრიგას მარადონასა და გოიკოეჩეას დაპირისპირება სძენდა. კატალონიელები 0:1 აგებდნენ, როდესაც მოზღვავებულ ემოციებს ვეღარ გაუძლეს. შედეგად, მარადონა მეტოქის პროვოკაციას წამოეგო და მოედანი ჯგუფურმა ჩხუბმა მოიცვა. შეხვედრის შემდეგ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ, არგენტინელი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, მაგრამ მას ამ სასჯელის მოხდამ არ მოუწია, რადგან მარადონამ “ნაპოლის” მიაშურა. გუნდი დატოვა მისმა მთავარმა მწვრთნელმა, სეზარ ლუის მენოტიმაც, რაც მან შემდეგნაირად ახსნა: “დედაჩემი გარდაიცვალა, არგენტინაში დემოკრატია დაბრუნდა და ვიგრძენი, რომ სახლში გამგზავრების დროა. ნუნიესს ვესაუბრე. მან ცარიელი ჩეკი გამომიწოდა და მითხრა, რომ ფეხბურთელებს ჩემი დარჩენა უნდათ. მე ვუპასუხე, რომ არაფერი მინდა.”

1983-84 წლების სეზონში “ბარსელონას” შემადგენლობა

1983-84 წლების სეზონის შედეგები

  • ესპანეთის სუპერთასის მოგება
  • მე-3 ადგილი ესპანეთის ჩემპიონატში
  • ვერცხლის მედლები ესპანეთის თასზე
  • 1/4-ფინალი თასების მფლობელთა თასზე

1983 წლის ზაფხულის ფოტოალბომი

 

1982 – მარადონა წელი

გაგრძელება იქნება…

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward