ფრანგულმა გაზეთმა “L’Equipe”–მა 2012 წლის გუნდი გამოაქვეყნა, სადაც “ბარსელონას” ოთხი მოთამაშე მოხვდა: ჟორდი ალბა, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა და ლეო მესი.
“ბარსელონას” შესანიშნავმა თამაშმა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების წარმატებამ 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე “ბარსას” 4 მოთამაშეს საუკეთესი 11 ფეხბურთელში მოხვედრის საშუალება მისცა. “L’Equipe” ჩავის გადაცემების შეფასებისას წერს: “ახლოს სრულყოფილებასთან”, ხოლო ანდრესზე “ინიესტამ დაიმსახურა “ოქროს ბურთი” იმისთვის, რაც გააკეთა”.
რაც შეეხება ლეო მესის, 2012 წელს გატანილ 91 გოლს ისინი ასე აფასებენ: “მას უკვე მოგებული აქვს 3 “ოქროს ბურთი” და მომავალ წელს, ციურიხში ის კვლავ ფავორიტი იქნება ამ ჯილდოს მისაღებად”.
“ბარსელონას” ოთხი მოთამაშის გარდა საუკეთესო გუნდი ასე დაკომპლექტდა: კასილიასი, რამოსი, ალონსო და რონალდუ (მადრიდის “რეალი”), ფილიპ ლამი (“ბაიერნი”), ვინსენტ კომპანი (“მანჩესტერ სიტი”) და რამირესი (“ჩელსი”).