workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა და ლა მასია ოქროს ბურთის სათავეში: რეკორდები და აბსოლუტური დომინირება

ბარსელონა და ლა მასია ოქროს ბურთის სათავეში: რეკორდები და აბსოლუტური დომინირება

bolt მოკლედ
"ბარსელონა" და "ლა მასია" "ოქროს ბურთის" ისტორიაში ლიდერობას ინარჩუნებენ. კატალონიურ კლუბს ჯამში 21 "ოქროს ბურთი" აქვს მოპოვებული (15 მამაკაცთა და 6 ქალთა), საიდანაც 13 "ლა მასიას" აღზრდილებზე მოდის.

“ბარსელონამ” და მისმა აკადემიამ, “ლა მასიამ”, მსოფლიო ფეხბურთში უმაღლესი სტატუსი კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. კატალონიური კლუბი რჩება მთავარ ფლაგმანად, როგორც უმაღლესი დონის ვარსკვლავების აღზრდის, ისე იმ ფეხბურთელთა რაოდენობით, რომლებმაც ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვეს.

21 ოქროს ბურთი და ლა მასიას აბსოლუტური ჰეგემონია

“ბარსელონას” ანგარიშზე ჯამში 21 “ოქროს ბურთი” ირიცხება (15 მამაკაცთა და 6 ქალთა). აქედან 13 ჯილდო (7 მამაკაცთა და 6 ქალთა) სწორედ “ლა მასიას” აღზრდილებმა მოიპოვეს. საკლუბო რეიტინგში მეორე ადგილზე “რეალ მადრიდია”, რომელსაც 12 ჯილდო აქვს – მხოლოდ მამაკაცთა კატეგორიაში.

ქალთა ფეხბურთში “ბარსელონას” დომინირება უპირობოა. 2018 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქალთა “ოქროს ბურთი” დაარსდა, კატალონიელებმა ექვსივე ჯილდო დაისაკუთრეს: სამი აიტანა ბონმატის, ხოლო სამი ალექსია პუტელიას ანგარიშზეა. მიუხედავად იმისა, რომ პუტელიამ კარიერა “ლონდონ სიტი ლიონესში” გააგრძელა, მისი ბოლო აღიარება სწორედ “ბარსელონაში” ჩატარებულ ბრწყინვალე სეზონს უკავშირდება. ამასთან, წლევანდელ გამოკითხვაში მეორე ადგილი ევა პაიორმა დაიკავა.

მესი, ლამინ იამალი და ლეგენდარული გამარჯვებულები

“ლა მასია” “ოქროს ბურთის” ისტორიაში ყველაზე წარმატებული აკადემიის სტატუსს ატარებს. ამ წარმატების მთავარი სვეტი ლეო მესი გახლავთ, რომელსაც France Football-ის ჯილდო რეკორდულად, რვაჯერ აქვს მოპოვებული. 13 წლის ასაკიდან “ბარსელონაში” აღზრდილმა არგენტინელმა ექვსი “ოქროს ბურთი” კატალონიურ კლუბში თამაშისას მოიგო, ხოლო მეშვიდე – პარიზში გადასვლის პირველ თვეებში, სწორედ “ბარსელონაში” მიღწეული წარმატებების წყალობით.

ახალგაზრდა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა, რომელიც 2025 წელს მეორე ადგილზე გავიდა, 2026 წლის გამოკითხვაში მესამე პოზიცია დაიკავა.

“ბარსელონას” შემადგენლობაში ან კლუბში მიღწეული წარმატებების გამო “ოქროს ბურთი” მამაკაცთა შორის შემდეგ ლეგენდარულ ფეხბურთელებს აქვთ მოპოვებული:

  • ლუის სუარესი (1960)
  • იოჰან კრუიფი (1973, 1974)
  • ხრისტო სტოიჩკოვი (1994)
  • რონალდო ნაზარიო (1997)
  • რივალდო (1999)
  • ლუის ფიგუ (2000)
  • რონალდინიო (2005)
  • ლეო მესი (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019, 2021)

ქალთა და მამაკაცთა ჯილდოების საერთო რაოდენობით, “ბარსელონა” არა მხოლოდ ყველაზე მეტი “ოქროს ბურთის” მფლობელი კლუბია, არამედ მისი აკადემია “ლა მასია” ყველაზე აღიარებული სკოლაა ფეხბურთის ისტორიაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 27 ოქტ 2026, 13:04

    ცოტა მოვფხიზლდი იმ უბედური კვირის მერე და ჩემს აზრს დავწერ იმასთან დაკავშირებით თუ სად ვიმყოფებით:
    პირველ რიგში ვიტყვი რომ ამ გუნდს უდავოდ აქვს პოტენციალი რომ ყველაფერი მოიგოს, მაგრამ არის რამდენიმე რაღაც რაც საამისოდ გვესაჭიროება:
    1. დაცვის დიიიიიადი გაძლიერება!!!
    არა 1 ცენტრალური მცველით, არამედ 2 ფლანგის მცველითაც.
    ანუ რა ხდება: უნდა მოვიყვანოთ 1 უმაღლესი კლასის მარცხენა მცველი, არა ტრავმებისკენ მიდრეკილი და ჭკვიანი, ხოლო მარტინი უნდა იყოს სკამზე პატარა გუნდებისთვის.
    მარცხნივ გვჭირდება ძალიან მაგარი ფულბექი, რომელიც დაცვაშიც და შეტევაშიც დაბრდღვნის, ხოლო კანსელუ მარტინივით პატარა გუნდებთან გამწესდება.
    მარჯვნივაც საჭიროა ისეთივე უმაგრესი ფულბექი, რომლის სკამიც იქნება ესპარტი, ხოლო გარსიას ფულბექობას თუ მოვეშვებით და კუბარსის სკამად განვამწესებთ, ძალიან კარგი.
    არსებულებიდან, ბალდეს გავაიჯარებდი არაუხოს მსგავსად, რადგან ვიცი რომ ეგეც ისევე ათამაშდება, კუნდეს გავყიდდი ბაიერნში ან სადმე მინ 70 მილიონად, ხოლო კრისტენსენი საბოლოოდ ნაუი.
    აი მე პირადად მხოლოდ ასე წარმომიდგენია ჩვენი დაცვის დალაგება!
    2. ფლიკი უნდა გახდეს მეტად ადაპტირებადი და უფრო პრაგმატული მწვრთნელი, თუ არადა ეგეც ნაუი.
    3. ყველა გუნდს ყავს ლამის 3 შემადგენლობა, მაშინ როცა ბარსას ყავს 1 და დალშე ვიღაცეები სხედან სკამზე, აქედან როცა ბარსას ძირითადის ფეხბურთელი ემტვრევა უბრალოდ შეუძლებელია მისი დანაკლისის ამოვსება, რადგან დონეებშიც სხვაობაა და შეთამაშებაშიც.
    ჩემი აზრით გამოსავალი ისაა რომ გუნდმა შეკრას პატარა და დიდი თამაშებისთვის განკუთვნილი 2 შემადგენლობა, ნუ რა თქმა უნდა ვიღაცეები აქაც და იქაც დადგებიან, მაგრამ ვფიქრობ საჭიროა რომ ძირითადმა ბირთვმა პატარა თამაშებში დაისვენოს, განსაკუთრებით დიდი თამაშების წინ, ისე როგორც პსჟ აკეთებს.
    4. ვფიქრობ რაც მალე მიხვდებიან იმას რომ გორდონი ამ გუნდისთვის შესაბამისი არაა, მით უკეთესი. მხოლოდ ამ 2 თამაშიდან გამომდინარე არ ვიძახი, უბრალოდ თავიდანვე ცხადი იყო რომ ბარსას სტილიაა და სუფთა ინგლისელია, ჩემი აზრით ლივერს დახატავდა ოღონდ 10იანზე, თან მისი ცხოვრების კლუბია.
    5. არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ მომენტისთვის ჰალანდის მოყვანაზე მეტად დუეს მოყვანაზე ვიოცნებებდი, რადგან ცენტრში რაფინიას პოტენციალს ვხედავ, ხოლო ფლანგების დაბალანსება უფრო მნიშვნელოვანი მგონია. აი აქეთ იამალი და იქით დუე, უბრალოდ სასწაული რაღაც იქნებოდა.

    მთავარი კითხვა, რა გარდატეხის შექმნა შეგვიძლია ამ სეზონში:

    ზამთარში აუცილებლად უნდა გავძლიერდეთ 2 მცველით მაინც, 1 მარცხენა მცველი ისე რომ წყალი არ გაუვა და 1 მარცხენა ფულბექიც, თორე რეალურად მარტო ამას შეეწირება ეს სეზონი.

    მაგრამ საქმე რაშია რომ, ამ სეზონში გუნდის ნდობა მომემატა, თუმცა ფლიკისას თანდათან ვკარგავ. ნერვებს მიშლის მაგ კაცის სიჯიუტე და დაცვის კომპლექსი. არ ვიცი ცხოვრებაში ამ დაცვამ ასეთი რა დაუშავა, მარა ასე მგონია ვარჯიშებზე დაცვაზე ელემენტარული სიტყვას რომ აგდებენ, მაგაზეც კი აბარძგალებს, ხოდა მასე არ გამოვა მაღალ მატერიებზე საუბრები, არათუ მიღწევას შევძლებთ, ჰოდა ან საკუთარ თავს გადაახტება, ან კიდევ სეზონის ბოლოს ნაუი.

    • Rivaldo80
      Rivaldo80 ვეტერანი
      schedule 27 ოქტ 2026, 13:25

      მცველი გვჭირდება ეგ ფაქტია მაგრამ ფლიკმა მოქნილი თუ არ გახადა გუნდი არანაირი აზრი არ აქვს ვინ იდგება უკან.მაგალითან ყველას მოწონს შლოტე როგორ ფიქრობთ რომ ამ ამოწეულ დაცვაში შლოტე შეცდომებს არ დაუშვებს? პირიქით უარესებს იზამს აგერ არაუხო ცოცხალი მაგალითია ნახეთ რას თამაშობს ლივეში.ფლიკის ტაკტიკას ძალიან რთულია მოერგოს მცველი განსაკუთრებით მაღალი მძიმე ტიპი პლიუს პასი უნდა ქონდეს ნახევარმცველის დონეზე და კარგად უნდა ითვისებდეს ფლანგს😂 აბა ვეძებოთ ეგეთი მცველები✌🏻კუნდეზე ვერ დაგეთანხმები ჩაუვარდა სეზონი მაგრამ უმაგრესი ფეხბურთელია და ზუსტად ჩვენი სტილის კაცია.

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 27 ოქტ 2026, 12:41

    კაი ალალი იყოს კეინისთვის ამდენი წელია სტაბილურად მაღალ დონეს დებს მაგრამ რომ დავფიქრდეთ რა კეინი ბიჭოო😂😂 ჯერ როცა უნდათ ტიტულები მნიშვნელოვანია როცა უნდათ არა 😂

  • ჯიჯი
    ჯიჯი ლეგენდა
    schedule 27 ოქტ 2026, 12:31

    სილამაზისთვისაც ეკუთვნის პუტელიასს ოქროს ბურთი 😁, რავიციი დემბელეს ერთი სეზონი გაუვარდა ყარაულის თოფივით და ფრანგს საფრანგეთში მისცენ ოქროს ბურთი, ჩვენთან ბურთს ვერ აჩერებდა ეგ იმბეცილი, ახლა ლონდონშია დაჯილდოება და ინგლისელს მისცენ, ჩვეულებრივი მაფიაა უეფა და განსაკუთრებით ოქროს ბურთის თემა, ვინც ხმას აძლევს ყველა მიკერძოებული და მოსყიდული ჟურნალისტი იქნება თუ კორესპოდენტი,იამალის ოქროს ბურთი სულ რო შუაზე გაიხეს ჯერ ძალიან ადრეა, ასე უნდა გააგრძელოს რო ფიფამ უეფეამ მისგან კაი ხეირი ნახოს,მერე დაუფასებენ ამაგს,იმას რომ ამდენი წელია მაღალ დონეზე თამაშობს და ასე შემდეგ, მარკეტინგულად არ აწყობთ მაგის ოქროს ბურთი, ისედსც ცანცარა ხასიათი აქ და ახლა მაგას კიდე ოქროს ბურთი რო მისცე ამ ასაკში მეტი რაღა დარჩება მოსაგები,ლიგა მხოლლოდ,ამიტომ ჯერ ადრეა მაგისთვის,სიმართლე რომ ვთქვათ იმ ათეულში ინდივიდუალურად მბაპეს დონის არცერთი არაა,ვერ მოიგო ვერაფერი და ეგაა,თორე დღეს პირველი ფეხბურთელია