ბოლო ვარჯიში მატჩამდე

ბოლო ვარჯიში მატჩამდე


”ბარსელონამ” დღეს შუადღით ბოლო ვარჯიში გამართა ღამით, ”ვალენსიასთან” გასამართი მატჩისთვის მოსამზადებლად. სესიაზე იმყოფებოდნენ ინიესტა, პედრო, ბუსკეტსი და ფილიალის 6 ფეხბურთელი.

რამდენიმე საათში ”ნოუ კამპზე” თასის 1/2 ფინალის გადამწყვეტი შეხვედრა გაიმართება. ”ბარსამ” შუადღით ვარჯიში გამართა. გუნდმა ბოლო დეტალები შეათანხმა ”ვალენსიასთან” გასამართი მატჩის წინ. აღსანიაშნია ის, რომ ბარსელონაში დაბალი ტემპერატურაა.

სესიაზე იმყოფებოდნენ პირველი გუნდის წევრები, მათ შორის პედრო, ინიესტა და ბუსკეტსი. პედროს და ინიესტას ჯერ-ჯერობით ექიმებისგან თამაშის ნებართვა არ მიუღიათ. ბუსკეტსის მატჩში მონაწილოება შეხვედრის დაწყებამდე გადაწყდება. შაბათს მას მარჯვენა ფეხზე 15 ნაკერი დაადეს. სამწვრთნელო შტაბი არ გამორიცხავს ამ სამი ფეხბურთელის მონაწილეობას მატჩში, თუმცა ყველაფერი შეხვედის დაწყებამდე გადაწყდება.

ისევე როგორც სამშაბათს ვარჯიშში მონაწილეობა მიიღეს ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელებმა: მარტინ მონტოიამ, მარკ მუნიესამ, მარკ ბარტრამ, კრისტიან ტელიომ, ჯონათან დოს სანტოსტმა და სერხი რობერტომ.

სადილი ”ნოუ კამპზე”

ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებმა ”ნოუ კამპზე” ისადილეს. ამის შემდეგ როგორც საშიანო შეხვედრების შემდეგ ხდება ხოლმე გუნდი დაიშალა და დაისვენებს მატჩის, 22:30 საათამდე. შეხვედრა ”ბარსელონასა” და ”ვალენსიას” შორის 23:55 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.