საუკეთესო პუიოლი

საუკეთესო პუიოლი


კარლეს პუიოლმა მიმდინარე სეზონში უკვე 3 გოლი გაიტანა და მისი საუკეთესო შედეგი გაიმეორა, რომელიც 2006/07 სეზონში დაფიქსირდა.

ორი კვირის წინ, როცა ”ბარსელონა” მარცხდებოდა ”სანტიაგო ბერნაბეუზე” კარლესმა კაპიტნის თვისებები გამოავლინა და შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა. იგივე გაიმეორე მან გუშინ, ”ვალენისასთან” მატჩში. ამჯერად მას არა ჩავიმ, არამედ სესკმა უპასა. ამ გოლს ”ბარსასთვის” ოქროს ფასი ჰქონდა, რადგან გუნდი დიდი ვარაუდით სამეფო თასის ფინალში ითამაშებს.

2 თასზე, 1 პრიმერაში

პუიოლმა მიმდინარე სეზონში 3 გოლი გაიტანა. პირველი მათგანი მან ლა ლიგაში, ”სარაგოსასთან” (4:0) გაიტანა. შემდეგი ორი გოლი მან თასზე გაიტანა, ”რეალისა” და ”ვალენსიას” წინააღმდეგ თანაც მაშინ, როცა გუნდი ორივე შემთხვევაში 1”0 მარცხდებოდა. ამ შედეგით კაპიტანმა საკუთარი საუკეთესო შედეგი გაიმეორა, როცა 2006/07 სეზონში 3 გოლის გატანა შეძლო.

საერთო ჯამში კარლეს პუიოლს ”ბარსაში” ჩატარებულ 535 ოფიციალურ მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. ზოგიერთი მათგანი ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო: ერთ-ერთი მათგანმა გუნდი ”რეალთან” მატჩში დააწინაურა, როცა შეხვედრა 2:6 დასრულდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო მიმდინარე წელს თასზე გატანილი გოლები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.