workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანაკრებო ბატალიების შედეგები (არგენტინა, ჩილე)

სანაკრებო ბატალიების შედეგები (არგენტინა, ჩილე)

ეკვადორი 3:1 ჩილე 

 

შემადგენლობები 

ეკვადორი: დომინგესი, პარედესი, აჩილიერი, ერაზო, აიოვი, იბარა(მონტერო), კასტილო, სარიტამა, როხასი(ნობოა), ბენიტესი, კაისედო(აიოვი ჯ.).

ჩილე: პინტო, ჯარა, გონსალესი, კონტრერასი, ისლა, დიასი, სეიმური(გონსალესი), ბიუსეჟური(ვარგასი), ფერნანდესი( ფერნანდესი ჯ.), სანჩესი, ვიდალი.

 

ჩილეს ნაკრები, რომელშიც ალექსის სანჩესი ასპარეზობს, მართლაც ვერ გამოიყურება კარგად. სტუმრები შეხვედრის პირველ ნახევარში პარედესის ავტო–გოლით დაწინაურდნენ, თუმცა მალევე ანგარიში გათანაბრდა. მეორე ტაიმში ჩილელი პარედესი გააძევეს მოედნიდან და 2 წუთში მასპინძლებმა ისარგებლეს უპირატესობით და ანგარიში 2:1 გახდა. 10 კაციანი ჩილე ვერაფერს გახდა და მათ ისიც დაემატა, რომ სულაც 9 კაცით დარჩნენ მას შემდეგ, რაც არტურო ვიდალი გააძევეს მოედნიდან. 92-ე წუთზე კი ეკვადორმა ანგარიში 3:1 გახადა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=0nwjeH7E29k]

 

 

არგენტინა 3:0 ურუგვაი 

 

შემადგენლობები 

არგენტინა: სერხიო რომერო, საბალეტა, როხო(კამპანიარო), გარაი, ფერნანდესი, გაგო, მასკერანო, დი მარია, მესი, აგუერო(გუინასუ), იგუაინი(ბარკოსი).

ურუგვაი: 

 

სამხრეთ ამერიკაშიც გაიმართა მსოფლიოს 2014 წლის საკვალიფიკაციო მატჩები. არგენტინის ეროვნულმა გუნდმა, სადაც ლიონელ მესი და ხავიერ მასკერანო ასპარეზობენ, 3:0 მოუგო კოპა ამერიკის მოქმედ ჩემპიონს. 66-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო, თუმცა ანხელ დი მარიას შესანიშნავი ასისტი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა გოლად აქცია. 10 წუთში მეორე გოლიც ვიხილეთ. ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაცია მესი–დი მარია–აგუერო გოლად აქცია ამ უკანასკნელმა. მე-80 წუთზე კი, ჯარიმებში აწ უკვე დაოსტატებულმა, ლიონელ მესიმ ბრწყინვალედ შეასრულა სტანდარტი და შესანიშნავი გოლი შეაგდო. ლეომ საჯარიმო დარტყმა დაბალი ტრაექტორიით განახორციელა და დაბნეულმა მეკარემ ვერაფერი გააწყო.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=QYz9PLdmaAY]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward