2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ, სადაც ერთმანეთს არგენტინის და მექსიკის ნაკრებები დაუპირისპირდნენ (3:1), ფეხბურთელებმა გამოთქვეს თავისი აზრი ამ შეხვედრის შესახებ. გთავაზობთ მათ კომენტარებს.
ლიონელ მესი
“მარადონასთან ნიძლავი წავაგე. მე მატჩის წინ მას ვუთხარი, რომ დღეს გოლს გავიტანდი, თუმცა ვერ მოვახერხე. მქონდა მომენტები, მაგრამ მექსიკელთა მეკარე შესანიშნავი იყო. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს–ჩვენ პირველი ტაიმის გაკონტროლებაში, გატანილი ორი გოლი დაგვეხმარა. გერმანია სერიოზული მოწინააღმდეგეა, მაგრამ არც ჩვენ ვართ ნაკლებნი. ჩემს უგოლობოზე ნამდვილად არ ვნერვიულობ. მთავარია, არგენტინის ნაკრები წავიდეს წინ და გავაგრძელოთ ასეთი თამაში”. ციტირებს მესის სიტყვებს A Bola.
გონსალო იგუაინი
“ლიონელ მესის ძალიან უნდა გოლის გატანა. იგი ამისათვის ყველაფერს აკეთებს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ იგი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მთელ არგენტინის ნაკრებს სჯერა და სწამს მისი გაბრწყინების და გოლების.” ციტირებს იგუაინის სიტყვებს AP.
კარლოს ტევესი
“ვიცოდით, რომ მექსიკის ნაკრები პირველივე წუთებიდან შეეცდებოდა შეტევების წარმოებას. ჩვენ ვცდილობდით ბურთი გვეკონტროლებინა. გოლის გატანა ადრეულ დროშივე ვერ მოვახერხეთ იმიტომ, რომ ბურთი თავდამსხმამდე არ მოდიოდა. საბოლოო ჯამში არგენტინის ნაკრებმა ითამაშა კარგად და გავინაღდეთ კიდეც 1/4 ფინალში გასვლა. ამ გამარჯვებით უნდა ვვამაყობდეთ. ძალიან მიხარია ორი გოლი რომ გავიტანე. ახლა მთავარია დავისვენოთ გერმანიასთან მატჩის წინ.” ციტირებს ტევესის სიტყვებს ფიფას ოფიციალური საიტი.
რაფაელ მარკესი
“როდესაც ეთიშები თასისთვის ბრძოლას, სასიხარულო არაფერია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ კარგი მატჩი ჩავატარეთ. ჩვენ ვიხარჯებოდით ბოლომდე და ვცდილობდით არგენტინის ნაკრების დამარცხებას, მაგრამ როგორც ჩანს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი გაშვებული გოლი, მექსიკის ნაკრებისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ამ გოლის შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ თამაშში დაბრუნება. ვიმედოვნებ, რომ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე შევძლებთ გადავლახოთ 1/8 ფინალი და გავიდეთ შემდეგ ეტაპზე.” ციტირებს რაფას სიტყვებს ფიფას ოფიციალური საიტი.
წყარო: sports.ru