”ფრე სამართლიანი შედეგი არ იქნებოდა” – ტიტო ვილანოვა დარწმუნებულია, რომ მისმა გუნდმა იმდენი საგოლე მომენტი შექმნა, რომ გამარჯვებას იმსახურებდა. სტატისტიკა კი ასეთია, ”ბარსას” 15 დარტყმა ჰქონდა (6 საგოლე), ”სევილიას” კი 8 (3 საგოლე). მწვრთნელმა ფეხბურთელები შეაქო თამაშის შემოტრიალების გამო. ”უკეთესი იქნებოდა, რომ ამდენი არ გვეწვალა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა ბოლომდე გააგრძელა ზეწოლა სასურველ შედეგს მიაღწია. ჩემი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ამას ცდილობდა. გუნდი, რომელიც ასე იმარჯვებს ამტკიცებს, რომ გამარჯვებების დიდი სურვილი აქვს”.
”სესკმა მაღალ დონეზე ითამაშა”
სესკი, რომელმაც ორი გოლი გაიტანა მატჩის მთავარი ფიგურა იყო. ვილანოვამ განაცხადა, რომ ”სესკმა ტრადიციულად მაღალ დონეზე ითამაშა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გამარჯვებებისთვისაა მოწადინებული, პირველმა გოლმა ეს კარგად აჩვენა. ის ყოველ ჯერზე უკეთ თამაშობს”. მწვრთნელმა ასევე ალექს სონგზეც გააკეთა კომენტარი: ”ჩვენ მოგვიანებით მას ბევრ საკითხზე დაველაპარაკებით, რადგან დღევანდელ შეხვედრაში მას 3 მცველიან ტაქტიკაში მოუწია თამაში. ვფიქრობ, რომ მან ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა”. ბოლოს ტიტომ დავიდ ვილია შეაქო, რომელმაც გუნდს გამარჯვება მოუტანა. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა ფეხბურთელის კარგ თამაშს, თუმცა ვილანოვამ აღნიშნა, რომ რთული სათამაშო რითმში სწრაფად ჩაჯდომა, როდესაც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ბრუნდები.
მედელის წითელი ბარათი
ვილანოვამ ასევე მედელის წითელ ბარათზე ისაუბრა. ”როდესაც ფეხბურთელი მეტოქე გუნდის მოთამაშეს არტყამს ეს წითელი ბარათია. მსაჯმა წესები დაიცვა”. მწვრთნელმა მატჩის მეორე სადაო ეპიზოდზეც ისაუბრა, როცა ტიაგოს ბურთი ხელში მოხვდა: ”მე გაკვირვებული ვარ მისით (მატეო ლაოსი), ბევრი მსაჯი ამ მომენტში ჯარიმას დანიშნავდა, თუცმა მან არ დანიშნა”.