workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონაში” ისკოს ტრანსფერი მოთამაშის მამამ ჩაშალა

“ბარსელონაში” ისკოს ტრანსფერი მოთამაშის მამამ ჩაშალა

წლევანდელ სეზონში ესპანეთის ამომავალი ვარსკვლავი უმაღლეს დონეზე თამაშობს. აწ უკვე გასულ სატრანსფერო ფანჯრის დროს, ის ბევრი ევროპული კლუბის სამიზნე იყო. ლონდონურმა “ტოტენჰემმა” მისი გადაბირება ბოლო დღეს სცადა, როდესაც “მალაგას” ესპანელის სანაცვლოდ 12 მილიონი და ყოფილი ბარსელონელი – ჯოვანი დოს სანტოსი შესთავაზა, რაზეც ინგლისელებმა უარი მიიღეს, მახაჭკალის “ანჟი” კი მზად გახლდათ 20 მილიონს შელეოდა ფრანცისკო რომან ალარკონ სუარესის ნაცვლად, მაგრამ ესპანელებმა რუსებიც უარით გაისტუმრეს. 

 

…მაგრამ ეს არ არის 20 წლის შემტევი ფეხბურთელის შემოთავაზებათა სრული სია, თუ დავეყრდნობით ესპანურ გაზეთ “AS”-ს, ანდალუსიელი მოთამაშით კატალონიური გრანდი – “ბარსელონა” ინტერესდებოდა. “ბლაუგრანას” ხელმძღვანელობა კონტრაქტის თაობაზე ძირითადად ფეხბურთელის მამას, პაკო ალარკონს ეკონტაქტებოდა, რომელმაც ურჩია შვილს, რომ დარჩენილიყო მშობლიურ კლუბში, “მალაგასთვის” ისტორიულ სეზონში. მოგეხსენებათ, ანდალუსიელები წელს პირველად ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაზე. 

 

ამჟამად, ისკოს გამოსასყიდი ღირებულება 21 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ ამ თანხას კონტრაქტის ამოწურვამდე ყოველ წელს მიემატება 1 მილიონი. ფრანცისკოს კონტრაქტი “მალაგასთან” 2016 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. 

 

                                                               ვიდეო ისკოს შესახებ 

 

                                [media=http://www.youtube.com/watch?v=ZUHf0_ZG3Mo]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward