workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლამინ იამალის მორიგი რეკორდი ლა ლიგაში

ლამინ იამალის მორიგი რეკორდი ლა ლიგაში

“ბარსელონასა” და “ვილიარეალს” შორის გუშინ გამართული შეხვედრა (4-1) როგორც ლამინ იამალის კარიერისთვის, ასევე ლა ლიგის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი გამოდგა.

ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ “ბარსელონამ” იოლად მოიგო, რაც სეზონის ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გამარჯვებაში მთავარი როლი ლამინ იამალმა ითამაშა, რომელმაც “ბლაუგრანას” პირველი გუნდის მაისურით ჰეთ თრიქი პირველად შეასრულა.

ლამინ იამალი გახდა ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჰეთ თრიქის გაფორმება მოახერხა. ერთ მატჩში 3 გოლის გატანის დროს ის 18 წლისა და 230 დღის იყო. იამალმა გააუმჯობესა ჯოვანი დოს სანტოსის რეკორდი, რომელმაც 2008 წელს “ბარსელონას” მაისურით “მურსიას” კარი 3-ჯერ მაშინ აიღო, როდესაც 19 წლისა და 6 დღის იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 02 მარ 2026, 09:55
    #4

    ატლეტიკოსთან მეორე თამაშიც არ წავაგოთ მე მაგის მეშინია

  • nika 54
    schedule 01 მარ 2026, 12:05
    #3

    ატლეტიკოსთან ქამბექის არ მჯერა, 0-2 დან კიდევ ხო, მაგრამ 0-4 და ამოსვლა არ გამოვა ისიც საფიქრია ჩვენი დაცვის პატრონებს რამდენი კონტრშეტევის მოგერიება მოგვიწევს. 3-0 იქნება მშვენიერი შედეგი. ფაქტიურად რევანშის ტოლი.
    ჯობია ნიუკასლთან შეხვედრაზე იფიქროს და მითუმეტეს ამის შემდეგ ისევ ატლეტიკოსთან ნახევარფინალზე. ისე წამყვანი ფეხბურთელები რო დაასვენოს არც ეგ იქნება ცუდი.

  • Rick Sanchez
    schedule 01 მარ 2026, 12:02
    #2

    დაცვას არ ეშველება არაფერი

  • Barca
    schedule 01 მარ 2026, 10:55
    #1

    ❓ ეს იყო თქვენი საუკეთესო თამაში სოსიედადთან მარცხის შემდეგ? გაჩნდა მეტი იმედი ატლეტიკოსთან ქამბექის?

    🗣 ფლიკი: ყველამ იცის, რომ ატლეტიკოსთან რთული იქნება. ოთხი გოლი გავუშვით, მაგრამ გარანტიას გაძლევთ — ვიბრძოლებთ და არასდროს დავნებდებით. დღეს პრესინგი ბევრად უკეთესი იყო. ფერმინი ამაში გამორჩეული იყო. გვჭირდება ერთიანი დაცვა და ერთიანი რეაქცია.